რომან შაქარიშვილი

ქართველი მეცნიერი,ექიმი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

რომან შაქარიშვილი (დ. 18 აპრილი, 1944, თბილისი) — ქართველი ნევროლოგი. საქართველოს სამედიცინო, ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი 1992 წლიდან, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის წევრი 1994 წლიდან, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი 1993 წლიდან, ამერიკის ნევროლოგიური და მსოფლიოს ბიოსამედიცინო ტექნოლოგიების პარიზის აკადემიის წევრი 1997 წლიდან, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი 1988 წლიდან და პროფესორი 1995 წლიდან.

რომან შაქარიშვილი
დაბ. თარიღი 18 აპრილი, 1944(1944-04-18) (80 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, სსრკ
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა მეცნიერი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
ჯილდოები თბილისის საპატიო მოქალაქე და ღირსების ორდენი

განათლება

რედაქტირება

რომან შაქარიშვილმა დაამთავრა 1968 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1968 წელს იყო რუსთავის მეტალურგიული კომბინატის მედიცინის სანიტარული ნაწილის ნევროპათოლოგი. 1968 წელს მუშაობა დაიწყო პეტრე სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტში, 1989 წლიდან ინსტიტუტის დირექტორია. 1996 წლიდან რომან შაქარაშვილი არის თსუ ნევროლოგიის და ნეიროქირურგიის კათედრის გამგე, 1995 წელს იყო საუნივერსიტეტო კლინიკური მედიცინის ცენტრის დირექტორი. 1996 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნევროლოგიის კათედრის გამგე. 1999–2004 წლებში სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რექტორი და ნეირომედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი. ის არის აქგრეთვე არაერთი საქართაშორისო სამეცნიერო საზოგადოების და სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი. არის 600-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 10 მონოგრაფიისა და 2 სახელმძღვანელოს ავტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - „სისხლძარღვოვანი ეტიოლოგიის ეპილეფსიის კლინიკო–დიაგნოსტიკური და პათოფიზიოლოგიური ასპექტები“, დაიცვა 1973 წელს, ხოლო სადოქტორო დისერტაციის თემა - „ნერვული სისტემის ზეჟანგ ლიპიდურ დაზიანებათა კლინიკო–დიაგნოსტიკური და თერაპიული ასპექტები“, დაიცვა 1988 წელს მოსკოვში.

მოღვაწეობა

რედაქტირება

რომან შაქარაშვილი მეცნიერული კვლევა მოიცავს ანგიონევროლოგიის, ეპილეფტოლოგიის, ნეიროგერონტოლოგიის, ნეიროონკოლოგიის, თავის ტვინის ცირკულაციის პათოზიოლოგიისა და დემენტოლოგიის საკითხებს. იგი ითვლება საქართველოში ცენტრალური ნერვული სისტემის თავისუფალრადიკლაოვანი პათოლოგიის შესწავლის ფუძემდებლად. დღეისათვის მისი ხელმძღვანელობით ტარდება არაერთი კვლევა ცერებრული ინსულტის ეპიდემიოლოგიის და პათოფიზიოლოგიის, თავის ტვინის მიკროცირკულაციის რეოლოგიური მექანიზმების და შემეცნებითი დარღვევების მექანიზმების და მკურნალობის საკითხებზე.

ჯილდოები

რედაქტირება

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

რედაქტირება
  • ამერიკის ნევროლოგიური მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • აშშ ინსულტის კვლევის სამეცნიერო საბჭო, წევრი (2001-)
  • ბიო–სამედიცინო ტექნოლოგიების საერთაშორისო მეცნიერებათა აკადემია (პარიზი), წევრი
  • ნიუ–იორკის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • საკავშირო სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის საპრობლემო კომისია – "ეპილეფსია", თავმჯდომარე (1989-1992)
  • საქართველოს მედიკო–ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, ვიცე–პრეზიდენტი
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წერ-კორესპონდენტი (2009-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაცია, პრეზიდენტი (1991-)
  • საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • საქართველოს სამედიცინო სოციალურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 920

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება