გულიკო ჩაფიძე

გულნარა ჩაფიძე, 1930 Medical Doctor.; born 4 November, 1930

გულნარა (გულიკო) ჩაფიძე (დ. 4 ნოემბერი, 1930, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1955 წელს.

1954–1958 წლებში იყო ბორჯომის ლიკანის სანატორიუმის ექიმი-ორდინატორი. 1958–1961 წლებში მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტი. 1962-1963 წლებში საქართველოს ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1963-1975 წლებში ინფარქტის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1962-1964 წლებში კარდიოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ მუშაკი. 1965-1994 წლებში — თერაპიის ინსტიტუტის ინფარქტის განყოფილების ხელმძღვანელი. 1989 წლიდან დღემდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმი. 1997 წელს გადაუდებელ კარდიოლოგიის ცენტრს მიენიჭა აკად. გ. ჩაფიძის სახელი (პატენტირებული); 1994-2014 წლებში აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის დირექტორი. 2011 წლიდან დღემდე ამავე ცენტრის გენერალური დირექტორი. ავტორია 4 მონოგრაფიის და 300-მდე სამეცნიერო ნაშრომის. მათ შორისაა: ამერიკა, გერმანია, უნგრეთი, იუგოსლავია, ბულგარეთი, ავსტრია. 8 საკანდიდატო 3 სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი. მიღებული აქვს უამრავი მედალი, ჯილდო და სიგელი (მათ შორის ამერიკის).

1962 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა - „რეგიონალური სისხლის მიმოქცევის ზოგიერთი თავისებურებანი ჰიპერტონული დაავადების დროს“. სადოქტორო დისერტაციის თემა „მიოკარდიუმის ინფარქტის მიმდინარეობის თავისებურებანი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში და მიმდინარეობის პროგნოზირება“.

ჯილდოები რედაქტირება

  • 1981 — საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1981 — საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1988 — ღირსების ორდენი
  • 1989 — სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1996 — ღირსების ორდენი
  • 1997 — კემბრიჯის უნივერსიტეტის ინტერნაციონალურ ბიოგრაფიათა ცენტრის ოქროს მედალი
  • 1998 — ღირსების ორდენი
  • 2001 — საპატიო მედალი (ქართული მედიცინის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის)
  • 2004 — ბიზნეს ქალის წოდება (აშშ ინტერნაციონალურ ბიოგრაფიათა ცენტრის მიერ დასახებულია XXI საუკუნის 2000 წარმატებულად მოღვაწე ქალბატონს შორის)
  • 2004 — საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება) მედიცინის მეცნიერებათა დარგში 1988-2000 წლებში შესრულებული ნაშრომისათვის - „საქართველოში გულის იშემიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მაღალტექნოლოგიური (ინვაზიური და ინტერვენციული) მეთოდების დანერგვა“
  • 2005 — აშშ ინტერნაციონალურ ბიოგრაფიათა ცენტრის „ნობელის ლაურეატი“ (აშშ)
  • 2008 — საუკუნის სახელი ქართული მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის
  • 2010 — საუკუნის ექიმი
  • 2011 — საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - „წმინდა გიორგის ოქროს ორდენი“ (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ) საქართველოში კარდიოლოგიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
  • 2011 — საპატიო დიპლომი გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის დაფუძნების და კარდიოქირურგიაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის
  • 2012 — ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
  • 2016 — ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის „საუკუნის ექიმის“ ტიტული და შესაბამისი სიგელი
  • 2016 — საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის და რეაბილიტაციის ასოციაციის სპეციალური ჯილდო
  • 2017 — თბილისის საპატიო მოქალაქე

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება