გივი (კარლო) ლეკიშვილი (დ. 1935, სოფ. ჭრებალო, ამბროლაურის რაიონი) — ქართველი მეცნიერი. საქართველოს სამხედრო სამრეწველო საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, პრეზიდენტი (1998-). თბილისის საპატიო მოქალაქე (2001).

1959 წელს დაამთავრა საქართველოს სსრ პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი ლითონთა წნევით დამუშავების სპეციალობით. სპეცკურსი მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე რადიაციული ქიმიის სპეციალობით (1963-1965). საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საავიაციო ქარხნის ფილიალი რადიოტექნიკოსის სპეციალობით 1965 წელს.

1959-1965 წლებში მუშაობდა თბილისის მანქანათმშენებლობისა და ელექტროტექნიკის სამეცნიერო-კვლევით და საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. თბილისის იზოტოპების ლაბორატორიაში მთავარ ინჟინრად, 1966 წლიდან — ამ ლაბორატორიის დირექტორი, რომელიც 1990 წლამდე მოსკოვის ელექტროტექნიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თბილისის განყოფილებას წარმოადგენდა, შემდგომში გადაკეთდა ზუსტი ხელსაწყოების სამეცნიერო-კვლევით და საკონსტრუქტორო ინსტიტუტ „დელტად“, 1998 წლიდან კი — სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტად“, რომლის გენერალური დირექტორი 2005 წლის ივნისამდე უცვლელად იყო. 1996 წლიდან არის საქართველოს სამხედრო ძალების საბრძოლო იარაღის, საბრძოლო მასალებისა და აღჭურვილობის გენერალური კონსტრუქტორი. იყო სამეცნიერო ტექნიკური ჟურნალის „სამხედრო ტექნიკის“ მთავარი რედაქტორი (1999). გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები.

ჯილდოები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება