სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ — საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სრული სახელწოდებაა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“. ორგანიზაციის მუშაობის სფერო ძირითადად ორიენტირებულია თავდაცვითი მრეწველობის და გარკვეულწილად სამოქალაქო მიმართულებით. ცენტრი წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ ორგანიზაციას. მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
ორგანიზაციის მისია საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან და თავდაცვის ეროვნული სტრატეგიიდან გამომდინარეობს. ცენტრის ძირითადი ამოცანა ეროვნული სამხედრო მრეწველობის განვითარების ხელშეწყობაა. თანამედროვე და ინოვაციური სამხედრო ტექნოლოგიების პროექტირება-წარმოებაში დანერგვა, მსოფლიო ტენდენციებს მორგებული საბრძოლო ტექნიკის და შეიარაღების დაპროექტება, შექმნა და სერიული წარმოება. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ საქართველოში ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც თავდაცვითი მრეწველობის სფეროში მოღვაწეობს. დღეისათვის სამხედრო-ტექნიკურ ცენტრს გააჩნია როგორც ინტელექტუალური, ასევე ტექნიკური რესურსი, რომლის საშუალებითაც შეუძლია დააპროექტოს და აწარმოოს როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო დანიშნულების პროდუქცია.[1]
ისტორია
რედაქტირება„დელტას” ისტორია სათავეს XX-საუკუნის 60-იანი წლებიდან იღებს. 1965 წელს სსრკ სახალხო მეურნეობის საბჭოსთან შეიქმნა საბაზისო იზოტოპების ლაბორატორიები, რომელთა დანიშნულება იყო სახალხო მეურნეობაში „მშვიდობიანი ატომის“ დანერგვა. 1966 წლიდან თბილისის იზოტოპების ლაბორატორია დაექვემდებარა სსრკ თავდაცვის მრეწველობის სამინისტროს. 1968 წლიდან ჩამოყალიბდა როგორც სსრკ თავდაცვის მრეწველობის სამინისტროს სახელმწიფო სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების „დელტას“ თბილისის ფილიალი. 1989 წლიდან უწოდეს ზუსტი ხელსაწყოების სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო ინსტიტუტი „დელტა“.
1998 წელს კვლევითი ცენტრი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაუქვემდებარდა და მის ბაზაზე შეიქმნა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“. დღევანდელი სახით „დელტა“ 2010 წელს ჩამოყალიბდა, როდესაც ცენტრს ექვსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანა დაექვემდებარა. ორგანიზაციის მუშაობის სფერო ძირითადად ორიენტირებულია თავდაცვითი მრეწველობის და გარკვეულწილად სამოქალაქო მიმართულებით. ცენტრი წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ ორგანიზაციას. მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. [2]
ფუნქციები და საქმიანობის სფერო
რედაქტირება„დელტას“ საქმიანობის სფერო 4 მიმართულებას მოიცავს:
- 1. სამხედრო დანიშნულების პროდუქციის შექმნა, წარმოება, რემონტი;
- 2. სამოქალაქო დანიშნულების პროდუქციის შექმნა-წარმოება;
- 3. ჰუმანიტარული განაღმვა;
- 4. ვადაგასული შეიარაღების უტილიზაცია.
„დელტას“ ძირითადი ფუნქციები:
რედაქტირება- საბრძოლო იარაღის, საბრძოლო მასალების, სამხედრო დანიშნულების ტექნიკისა და აღჭურვილობის შექმნა, აღდგენა, მოდერნიზება, მომსახურება და რემონტი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
- ქვეყანაში არსებული ვადაგასული, გამოუყენებელი საბრძოლო მასალების, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის:დახარისხება, ვარგისიანობისა და ღირებულების შეფასება, უტილიზაცია, რეალიზაცია;
- ფეთქებადი ნივთიერებების გადამუშავება სამხედრო და სამრეწველო დანიშნულებისათვის;
- სამხედრო-სამრეწველო დანიშნულების სპეციალური ობიექტების დაპროექტება და მშენებლობის ორგანიზება;
- საჯავშნე მასალების შექმნა, ცოცხალი ძალის უსაფრთხოებისა და სპეციალური ობიექტების დაცვითი სისტემების სამეცნიერო-ტექნიკური უზრუნველყოფა;
- სპეციალური სამხედრო-ტექნიკური აღჭურვილობისა და ტექნოლოგიური პროცესების მაკონტროლებელი და მზომი – მეტროლოგიური დანიშნულების ხელსაწყოების შექმნა და წარმოების ორგანიზება;
- სპეციალური დანიშნულების ოპტიკური და ელექტრონული ხელსაწყო-დანადგარების, სისტემებისა და მათი აღჭურვილობის შექმნა-დანერგვა, აღდგენა, მოდერნიზება, მომსახურება და რემონტი;
- სამხედრო ობიექტებისა და შენობა-ნაგებობების დაცვის სპეციალური სისტემების შემუშავება, დანერგვა, მომსახურება და რემონტი;
- სამხედრო-სასწავლო ტრენაჟორების დამუშავება, აღდგენა, მოდერნიზება, მომსახურება და რემონტი;
- საპოლიგონო გამოცდების მეთოდოლოგიური და აპარატული უზრუნველყოფა;
- ფეთქებადი ნივთიერებების, იარაღის, საბრძოლო მასალების, საბრძოლო ტექნიკის და მათი მაკომპლექტებელი ელემენტების შეძენა-შენახვა, ტრანსპორტირება, რეალიზაცია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
- ჰუმანიტარული განაღმვითი საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა და კოორდინაცია;
- ქვეყანაში სეტყვასაწინააღმდეგო და ზვავსაწინააღმდეგო საქმიანობასთან დაკავშირებული სისტემების დამუშავება, მოდერნიზება, შექმნა, დანერგვა და მომსახურება.[3]
„დელტას“ კვლევითი ინსტიტუტები
რედაქტირება- 1. მიკრო და ნანოელექტრონიკის ინსტიტუტი;
- 2. სსიპ რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი;
- 3. ოპტიკის ინსტიტუტი;
- 4. ფერდინანდ თავაძის სახელობის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის სამეცნიერო ინსტიტუტი;
- 5. გრიგოლ წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტი;
- 6. სოხუმის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა–ტექნიკის ინსტიტუტი.[4]
მნიშვნელოვანი პროექტები
რედაქტირებაქართული ჯავშანმანქანების ექსპორტი საზღვარგარეთ
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, 2016 წლის იანვარში „დელტას“ მიერ წარმოებული სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანები საზღვარგარეთ გავიდა ექსპორტზე. საუდის არაბეთის სახმელეთო ჯარების მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც 4X4 სავალი ნაწილის მქონე ბორბლებიანი დაჯავშნული სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმქანების შესყიდვას ითვალისწინებდა, მრავალ ეტაპიანი გამოცდების შემდეგ ქართულმა ჯავშანმანქანა DIDGORI MedEvac-მა გაიმარჯვა.
2015 წელს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ საქართველოში, კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა დამონტაჟდა. სეტყვისაგან დასაცავად კახეთის რეგიონში 85 ერთეული სარაკეტო გამშვები დანადგარი და ერთი ერთეული მეტეოროლოგოური რადიოლოკაციური სადგური განთავსდა.მათი მართვა ცენტრალური მართვის ცენტრიდან დისტანიცურ რეჟიმში ხორციელდება. სისტემის ეფექტურობა 85-95 % ია რაც ავტომატიზაციის მაღლი დონით და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღწევა. სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის ოპერირებას 2018 წლიდან შპს „ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი“ ახორციელებს. სეტყვასაწინააღდეგო სისტემა
საქართველოს თავდაცვის ძალების მომარაგება ეროვნული წარმოების ჯავშანჟილეტებით და ჩაფხუტებით
„დელტას“ მიერ 2015 წლიდან საქართველოს თავდაცვის ძალები ეროვნული აწარმოებს უმაღლესი ხარისხის პერსონალურ დაცვის საშუალებებით მარაგდება. საქართველოს თავდაცვის ძალების საჯარისო და სპეცდანიშნულების ქვედანაყოფები MK-I და MK-II ტიპის ჯავშანჟილეტებს, DH MK-I და DH MK-III ტიპის საჯარისო და სპეციალური დანიშნულების ჩაფხუტებს იყენებენ.
მონაწილეობა საერთაშორისო სამხედრო გამოფენებში
სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ საერთაშორისო სამხედრო გამოფენებში 1999 წლიდან პერიოდულად მონაწილეობს.
- 1999 წელს 26-30 ოქტომბერს „დელტამ“ ქართული წარმოების შეიარაღება და აღჭურვილობა პირველად წარმოადგინა საზღვარგარეთ, რუმინეთში გამართულ თავდაცვითი მრეწველობის საერთაშორისო გამოფენა EXPOMIL-99-ზე.
- საკუთარი წარმოების პროდუქციის ნაწილი რეორგანიზებულმა „დელტამ“ 2014 წლის 6-8 მაისს იორდანიაში გამართულ თავდაცვითი მრეწველობის მასშტაბურ საერთაშორისო ექსპოზიცია SOFEX 2014-ზე წარმოადგინა. წარმოდგენილ ექსპონატებს შორის იყო, ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები, ნაღმმტყორცნები, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი რდ-7 და სხვა.
- 2014 წლის 12-14 ნოემბერს, ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში NATO-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის და სსიპ სსსტც „დელტას“ თანაორგანიზებით კონფერენცია და ინდუსტრიული ექსპოზიცია IESMA-2014 გაიმართა, სადაც საკუთარი სტენდით წარმოდგენილი იყო სსსტც „დელტაც“.
- 2018 წლის 11-15 ივნისს მსოფლიოს უმსხვილეს სამხედრო გამოფენა EUROSATORY-ზე სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოდგენილ იქნა ქართული წარმოების სამხედრო პროდუქცია, მათ შორის ისტორიაში პირველად „დელტამ“ სამხედრო გამოფენაზე „დიდგორის“ ტიპის ქართული ჯავშანმანქანები, სეტყვის საწინააღმდეო სისტემა, ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები, ნაღმმტყორცნების და მსუბუქი შეიარაღების ნიმუშები გაიტანა.
- 2019 წლის 17-21 თებერვალს „დელტამ“ სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის უმსხვილეს გამოფენა IDEX-2019-ზე ეროვნული წარმოების შეიარაღების ნიმუშები წარმოადგინა. მათ შორის ჯავშანმანქანა „დიდგორის“ სამი მოდიფიკაცია, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, ნაღმმტყორცნები და მსუბუქი შეიარაღების ნიმუშები.
სამხედრო პროდუქტები
რედაქტირებაპროდუქტი | სურათი | დანიშნულება და აღწერა | შენიშვნა | |
---|---|---|---|---|
ჯავშანტრანსპორტიორები | ||||
დიდგორის სერიის ჯავშანტრანსპორტიორები[5] | ||||
დიდგორი 1 | მრავალფუნქციური დაჯავშნული სამხედრო-სატრანსპორტო საშუალება. განკუთვნილია ბრძოლის ველზე პირადი შემადგენლობის გადასაყვანად და სადაზვერვო ოპერაციების ჩასატარებლად. | |||
დიდგორი 2 | მრავალფუნქციური დაჯავშნული სამხედრო-სატრანსპორტო საშუალება. განკუთვნილია ბრძოლის ველზე პირადი შემადგენლობის გადასაყვანად და სადაზვერვო ოპერაციების ჩასატარებლად. | |||
დიდგორი მეომარი | მრავალფუნქციური მოდულური ჯავშანმანქანა. | |||
დიდგორი მეომარი 120 მმ ნაღმსატყორცნის მოდულით | თვითმავალი საარტილერიო დანადგარი. | |||
ინტეგრირებული ქსელების მანქანა[6] | მისი დანიშნულებაა ბრიგადის დონის საჯარისო შენაერთის შტაბსა და საბრძოლო ქვედანაყოფებს შორის გამართული კავშირგაბმულობის უზრუნველყოფა. | |||
დიდგორი 3 | მანქანის ძირითადი დანიშნულებაა 120 მმ ნაღმმტყორცნის ბუქსირება და მისი გათვლის გადაყვანა. | |||
დიდგორი მედევაკი | სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა, რომელიც განკუთვნილია დაჭრილი ჯარისკაცების უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასაყვანად და ტრანსპორტირების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად. | |||
მოდერნიზებული BRDM-2.[7] | სადაზვერვო ჯავშანმანქანა | |||
სამოქალაქო დანიშნულების ტექნიკა | სახანძრო მანქანა | მაღალი გამავლობის სახანძრო მანქანა | ||
სამოქალაქო დანიშნულების ტექნიკა | საინკასაციო შეჯავშნული მანქანა | საინკასაციო შეჯავშნული მანქანა | ||
სამოქალაქო დანიშნულების სისტემები | სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა | სეტყვასაწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარი | ||
ქვეითთა საბრძოლო მანქანა | ||||
ლაზიკა[8][9][10] | ქვეითთა საბრძოლო მანქანა, განკუთვნილი მექანიზირებული ათეულის უშუალოდ ფრონტის წინა ხაზამდე უსაფრთხოდ გადასაყვანად და მათი საცეცხლე მხარდაჭერისთვის. | |||
სამხედრო საინჟინრო მანქანა | ||||
დაჯავშნული საინჟინრო მანქანა[11] | მანქანის ძირითადი დანიშნულებაა აუფეთქებელი ნაღმებისგან და საბრძოლო მასალებისგან დაბინძურებული ტერიტორიის გაწმენდა |
პროდუქტი | სურათი | შენიშნვა | |
---|---|---|---|
დისტანციურად მართვადი იარაღი | |||
დისტანციური საბრძოლო მოდულები | |||
DRWS-1 (12,7 მმ და 7,62 მმ ტყვიამფრქვევით) | |||
DRWS-2 (23 მმ ავტომატური ქვემეხით და 7,62 მმ ტყვიამფრქვევით) | |||
DRWS-23 (ორ სიბრტყეში სტაბილიზებული მოდული 23 მმ ავტომატური ქვემეხით და 7,62 მმ ტყვიამფრქვევით) | |||
არტილერია | |||
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა. | |||
რს-122 122 მმ ზცრს.[12][13] | |||
თვითმავალი ნაღმსატყორცნები | |||
გმმ-120 თვითმავალი ნაღმმტყორცნი ექსპერიმენტული თვითმავალი ნაღმსატყორცნი | |||
ნაღმსატყორცნები | |||
GNM-60 მყუდრო 60 მმ უხმაურო სროლის პორტატული ბიკალიბრული ნაღმსატყორცნი[14] | |||
GM-60 60 მმ ნაღმსატყორცნი.[15] | |||
GM-82 82 მმ ნაღმსატყორცნი.[16] | |||
GM-120 120 მმ ნაღმსატყორცნი.[17] | |||
GMM-120 ექსპერიმენტული 120 მმ კალიბრის ავტომატურად მართვადი ნაღმსატყორცნის უნიფიცირებული მოდული[18] | |||
საავიაციო ტექნიკა | |||
სუ-25КМ „სკორპიონი“ - მოიერიშე თვითმფრინავი | |||
ქართული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი [19] | |||
ქართული მრავალფუნქციური უპილოტო ვერტმფრენი[20] - ექსპერიმენტული უპილოტო ვერტმფრენი | |||
ჰაერი-ჰაერი რაკეტები | |||
R-60 (რაკეტა) | |||
R-73 (რაკეტა) | |||
გემსაწინააღმდეგო რაკეტა |
AS-2 (К-10С) გემსაწინააღმდეგო რაკეტა (იწარმოებოდა 1958-1979 წლებში) |
პროდუქტი | სურათი | შენიშნვა | |||
---|---|---|---|---|---|
ქვეითის შეიარაღება და აღჭურვილობა | |||||
პისტოლეტები | |||||
9×17მმ მორიელი (პისტოლეტი) [21] - ექსპერიმენტული ნაკეთობა | |||||
9×19მმ თვითდამტენი პისტოლეტი.[22] - ექსპერიმენტული ნაკეთობა | |||||
კარაბინები | |||||
G13 კარაბინი (შეჩერებულია) | |||||
სნაიპერული შაშხანები | |||||
პდშპ-ის სერია | |||||
12.7×108მმ AMR mod 1[23] - ექსპერიმენტული ნაკეთობა | |||||
12.7×108მმ AMR mod 2[24] - ექსპერიმენტული ნაკეთობა | |||||
მოდულური სნაიპერული შაშხანა: | |||||
სატევარი (სნაიპერული შაშხანა) - ექსპერიმენტული ნაკეთობა | |||||
.300 Norma Magnum | |||||
.308 Winchester | |||||
.338 GBM | |||||
.375 GBM | |||||
.338 Lapua Magnum | |||||
.50 BMG | |||||
DELTA-308 - ექსპერიმენტული ნაკეთობა | |||||
ჯავშანსაწინააღმდეგო იარაღი | |||||
RPG-7G — RPG-7-ის მოდერნიზებული ვერსია.[25] | |||||
PDM-1 ერთჯერადი ყუმბარმტყორცნი.[26] - ექსპერიმენტული ნაკეთობა | |||||
ყუმბარმტყორცნები | |||||
UBGL-1 40×46მმ ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი (M4).[27] | |||||
AG-40 40×46მმ ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი (AK-74/M-4).[28] | |||||
GP-25 40 მმ ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი (AKM / AK-74).[29] | |||||
ნაღმები | |||||
ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი რდ-7.[30] | |||||
სხვა ნაწარმი | |||||
მაყუჩები | |||||
5.45×39 მმ ვაზნაზე გათვლილი მაყუჩი AK-74-ისთვის.[31] | |||||
5.56×45 მმ ვაზნაზე გათვლილი მაყუჩი M4 ავტომატური შაშხანისთვის.[32] | |||||
.338 კალიბრის მაყუჩი.[33] | |||||
ფუჭი ვაზნების სასროლი მოწყობილობა სხვადასხვა შაშხანებისთვის და ტყვიამფრქვევებისთვის [34] | |||||
ჯავშანჟილეტები | |||||
საერთო საჯარისო დანიშნულების მოდულური ჯავშანჟილეტი MK-I[35] | |||||
მრავალფუნქციური დანიშნულების მოდულური ჯავშანჟილეტი MK-II[36] | |||||
ჯავშანჩაფხუტები | |||||
საერთო საჯარისო დანიშნულების ჩაფხუტი DH MK-I.[37] | |||||
სპეციალური დანიშნულების ტაქტიკური ჩაფხუტი DH MK-II.[38] | |||||
სპეციალური დანიშნულების ტაქტიკური ჩაფხუტი DH MK-III.[39] | |||||
სასწავლო და საბრძოლო ხელყუმბარები | |||||
საგუშაგო კოშკურები | |||||
3–12 მეტრი სიმაღლის საგუშაგო კოშკურები[40] | |||||
კარვები | |||||
სხვადასხვა ტიპის და ზომის კარვები.[41] | |||||
სამხედრო საწოლები[42] | |||||
რეზინის ბუნიკები ჯავშანსატანკო ტექნიკის მუხლუხოსთვის[43] |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“
- ↑ „დელტა“-ს ისტორია
- ↑ „დელტა“
- ↑ ინსტიტუტები
- ↑ Armored Personal Vehicle Didgori. LEPL State Military Scientific-Technical Center "DELTA". ციტირების თარიღი: 30 April 2016
- ↑ Communication Vehicle. LEPL State Military Scientific-Technical Center "DELTA". ციტირების თარიღი: 30 April 2016
- ↑ Modernization of BRDM–2. LEPL State Military Scientific-Technical Center "DELTA". დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო 2017.
- ↑ Infantry Fighting Vehicle Lazika. LEPL State Military Scientific-Technical Center "DELTA". ციტირების თარიღი: 18 December 2016
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-19. ციტირების თარიღი: 2017-08-06.
- ↑ http://www.geo-army.ge/index.php?option=com_content&view=article&id=736%3A-qq-&catid=46%3A2&lang=en
- ↑ განაღმვითი სამუშაოებისთვის დაჯავშანული საინჟინრო ტექნიკა. LEPL State Military Scientific-Technical Center "DELTA". ციტირების თარიღი: 18 December 2016
- ↑ Multiple Rocket Launcher System – RS-122. LEPL State Military Scientific-Technical Center "DELTA". ციტირების თარიღი: 18 December 2016
- ↑ Georgia upgrades rocket launcher. IHS. ციტირების თარიღი: 18 December 2016
- ↑ 60mm Bicaliber Mortar GNM-60. LEPL State Military Scientific-Technical Center "DELTA". ციტირების თარიღი: 18 December 2016
- ↑ Mortar GM-60 – 60mm. LEPL State Military Scientific-Technical Center "DELTA". ციტირების თარიღი: 18 December 2016
- ↑ 82 mm Mortar – GM-82. LEPL State Military Scientific-Technical Center "DELTA". ციტირების თარიღი: 18 December 2016
- ↑ 120 mm Mortar GM-120. LEPL State Military Scientific-Technical Center "DELTA". ციტირების თარიღი: 18 December 2016
- ↑ 120 mm Self-propelled Mortar Module GMM-120. LEPL State Military Scientific-Technical Center "DELTA". ციტირების თარიღი: 18 December 2016
- ↑ Unmanned Aerial System. LEPL State Military Scientific-Technical Center "DELTA". დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო 2017.
- ↑ Multifunctional Unmanned Helicopter. LEPL State Military Scientific-Technical Center "DELTA". დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 სექტემბერი 2018. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო 2017.
- ↑ 9X17 cal. Suppressor Pistol “Morieli”. LEPL State Military Scientific-Technical Center "DELTA". დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო 2017.
- ↑ 9X19 თვითდამტენი პისტოლეტი. LEPL State Military Scientific-Technical Center "DELTA". დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო 2017.
- ↑ 12.7 mm Rifle PDShP-1. LEPL State Military Scientific-Technical Center "DELTA". ციტირების თარიღი: 18 December 2016
- ↑ 12.7 mm Rifle PDShP-2. LEPL State Military Scientific-Technical Center "DELTA". ციტირების თარიღი: 18 December 2016
- ↑ Anti-tank Rocket-propelled Grenade Launcher – RPG-7G. LEPL State Military Scientific-Technical Center "DELTA". ციტირების თარიღი: 18 December 2016
- ↑ Single-shot Grenade Launcher PDM-1. LEPL State Military Scientific-Technical Center "DELTA". დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო 2017.
- ↑ 40 mm under barrel grenade launcher UBGL-1D. LEPL State Military Scientific-Technical Center "DELTA". ციტირების თარიღი: 18 December 2016
- ↑ 40 mm under barrel grenade launcher AG-40. LEPL State Military Scientific-Technical Center "DELTA". ციტირების თარიღი: 18 December 2016
- ↑ 40 mm under barrel grenade launcher GP-25. LEPL State Military Scientific-Technical Center "DELTA". ციტირების თარიღი: 18 December 2016
- ↑ off-route anti-tank mine RD-7. LEPL State Military Scientific-Technical Center "DELTA". დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 19 ივლისი 2018.
- ↑ 5.45 mm Suppressor. LEPL State Military Scientific-Technical Center "DELTA". დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 19 ივლისი 2018.
- ↑ 5.56 mm Suppressor. LEPL State Military Scientific-Technical Center "DELTA". დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ოქტომბერი 2017. ციტირების თარიღი: 19 ივლისი 2018.
- ↑ .338 Caliber Suppressor. LEPL State Military Scientific-Technical Center "DELTA". დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივლისი 2018. ციტირების თარიღი: 19 ივლისი 2018.
- ↑ Blank Adapters for Cartridge Firearms. LEPL State Military Scientific-Technical Center "DELTA". ციტირების თარიღი: 18 December 2016
- ↑ Special purposes Vest MK-I. LEPL State Military Scientific-Technical Center "DELTA". ციტირების თარიღი: 18 December 2016
- ↑ Army Armor Vest MK-II. LEPL State Military Scientific-Technical Center "DELTA". ციტირების თარიღი: 18 December 2016
- ↑ Army Tactical Helmet DH MK-I. LEPL State Military Scientific-Technical Center "DELTA". ციტირების თარიღი: 18 December 2016
- ↑ Special Tactical Helmet DH MK-II. LEPL State Military Scientific-Technical Center "DELTA". ციტირების თარიღი: 18 December 2016
- ↑ Special Tactical Helmet DH MK-III. LEPL State Military Scientific-Technical Center "DELTA". ციტირების თარიღი: 18 December 2016
- ↑ 3-12 m Height Watchtowers. LEPL State Military Scientific-Technical Center "DELTA". ციტირების თარიღი: 18 December 2016
- ↑ Military Tents. LEPL State Military Scientific-Technical Center "DELTA". ციტირების თარიღი: 18 December 2016
- ↑ One-strayed and Two-strayed Military Beds. LEPL State Military Scientific-Technical Center "DELTA". ციტირების თარიღი: 18 December 2016
- ↑ One-strayed and Two-strayed Military Beds. LEPL State Military Scientific-Technical Center "DELTA". ციტირების თარიღი: 18 December 2016