ბიკალიბრული ნაღმმტყორცნი — უხმაურო სროლის პორტატული ბიკალიბრული ნაღმმტყორცნი, რომელიც შექმნილია სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს მიერ 2011 წელს. „მყუდრო“-ს პროტოტიპი ცნობილი იყო „მუმუს“ სახელით, რომელზე მუშაობაც სსსტც „დელტაში“ XX-საუკუნის 90-იანი წლებიდან მიმდინარეობდა.

ბიკალიბრული ნაღმმტყორცნი GNM-60 „მყუდრო“

ტექნიკური მხარე

რედაქტირება

ნაღმმტყორცნი განკუთვნილია სპეცდანიშნულების რაზმების და დივერსიული ჯგუფებისთვის უხმაურო ოპერაციების ჩასატარებლად. ნაღმმტყორცნიდან შესაძლებელია გასროლილ იქნას 40, 60 და 82 მმ კალიბრის ბიკალიბრული კონსტრუქციის მსხვრევადი ნაღმები, ნაღმმტყორცნიდან უხმაურო სროლის შესაძლებლობა მისი სპეციფიკური კონსტრუქციიდან გამომდინარეობს, განსხვავებით ტრადიციული სქემით მოწყობილი ნაღმებისა „მყუდროს“ ნაღმის გამომგდები მუხტი თვითონ ნაღმში, სპეციალურ კამერაშია მოთავსებული. ნაღმის კუდშია ასევე მოთავსებული სპეციალური დგუშიც რომელიც ნაღმის ლულიდან გამოგდებას უზრუნველყოფს. გასროლისას წარმოქმნილი აირები ნაღმის კუდში ინახება და შედეგად გასროლისას ხმაურის დონე მხოლოდ 69 დეციბალია.

 
ბიკალიბრული ნაღმმტყორცნი GNM-60 „მყუდრო“ და მისი ნაღმი
 
ბიკალიბრული ნაღმმტყორცნი GNM-60 „მყუდრო“ და მისი ნაღმი

ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები - GNM-60 „მყუდრო“

  • ნაღმის კალიბრი - დიფერენცირებადი 40 დან 82 მმ-მდე
  • ნაღმმტყორცნის სიგრძე - 395 მმ
  • ნაღმმტყორცნის მასა - 2.5 კგ
    • მინიმალური - 30°
    • მაქსიმალური - 85°
  • მაქსიმალური სროლის მანძილი - 450 მ
  • საბრძოლო სწრაფსროლა - 25-30 გასროლა/წუთში
  • ხმაურის დონე - 69 დბ
  • ლულის რესურსი - 5000 გასროლა
  • ნაღმის მასა - 1,2 კგ
  • ნაღმის დაზიანების რადიუსი - 25 მეტრი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება