სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა
ქართულ სეტყვასაწინააღმდეგო სისტემაზე მუშაობა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ში 2012 წლიდან დაიწყო. სისტემა მთლიანად სამოქალაქო დანიშნულების პროდუქციას განეკუთვნება, მისი დანიშნულებააა თავდაპირველ ეტაპზე კახეთის რეგიონში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაცვა სეტყვისგან. სისტემის ეფექტურობა 85–95%-ია ია რაც ავტომატიზაციის მაღლი დონით და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღწევა. სისტემის ოპერირებას 2018 წლიდან შპს „ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი“ ახორციელებს.
ტექნიკური მხარე
რედაქტირებასეტყვასაწინააღმდეგო სისტემა წარმოადგენს ერთიან კომპლექსს რომლის შემადგენლობაშიც შედის:
- ცენტრალური სარადარო სადგური (მეტეორადარი)
- ინფორმაციის დამუშავების და ცეცხლის მართვის ცენტრი.
- 85 ერთეული ავტონომიური საცეცხლე სარაკეტო დანადგარი სდ-26 და სდ-56
ცენტრალური მეტეოროლოგიური რადიოლოკატორი წარმოადგენს ადრეული აღმოჩენის დოპლერულ სარადარო სადგურს, მისი საშუალებით ხდება სეტყვის ღრუბლის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა, მიღებული ინფორმაცია გადაცემა ცეცხლის მართვის ცენტრს, იქიდან კი ბრძანება გადაეცემა შესაბამის კვადრატში მდგარ ავტონომიური საცეცხლე სარაკეტო დანადგარს, საიდანაც საჭირო მიმართულებით ხდება გარკვეული რაოდენობის რაკეტების გაშვება. ორი ტიპის საცეცხლე დანადგარში 26 ან 56 ერთეული სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტაა მოთავსებული. გასროლამდე რაკეტები სპეციალურ მინაპლასტიკის ჰერმეტულ კონტეინერშია მოთავსებული.
მუშაობის პრინციპი
რედაქტირებამთლიანად კახეთის რეგიონში 85 ერთეული სარაკეტო გამშვები დანადგარი და ერთი ერთეული მეტეოროლოგიური რადიოლოკაციური სადგურია განთავსებული. მათი მართვა ცენტრალური მართვის ცენტრიდან დისტანიცურ რეჟიმში ხორციელდება. სარაკეტო გამშვებები განთავსებულია სპეციალურად შემოღობილ ტერიტორიაზე, მისი ელექტროკვება ავტონომიურია და მზის პანელით ხდება. გამშვებ მოწყობილობაზე დაყენებულია 26-56 ერთეული სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა. სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა წარმოადგენს 60 მმ-იან უმართავ რეაქტიულ რაკეტას, რომელიც შეიცავს 50-70 გრამ ვერცხლის იოდიდის შემცველ რეაგენტს. რეაგენტი რაკეტის მუშაობის პროცეში იფანტება 2,5-4,5 კმ სიმაღლიდან 30-35 წამის განმავლობაში, რითაც სეტყვასაშიში ატმოსფერულ ნალექზე ზემოქმედებს და ახდენს სეტყვის მარცვლების კრისტალიზაციის ცენტრების რაოდენობაში მნიშვნელოვნად ზრდას, რაც თავის მხრივ არსებული ნალექის მასის გადანაწილებას ახდენს უფრო დიდი რაოდენობის მარცვლებზე. ეს იწვევს მათი ზომაში შემცირებას. შედეგად ნალექის მასა წვიმის ან უწვრილესი სეტყვის მარცვლების სახით ჩამოიცლება.
გამშვები დანადგარის ტექნიკური მონაცემები
დასახელება | საცეცხლე სარაკეტო დანადგარი სდ-26 |
---|---|
რაკეტების რაოდენობა | 26-56 რაკეტა |
სროლის ამაღლების კუთხე | 45-80° |
წრიული სროლის კუთხე | 360° |
რაკეტის დიამეტრი | 60 მმ |
რაკეტის მასა | 3550 ± 100 გრამი |
რაკეტის მაქსიმალური სიჩქარე | 600 მეტრი/წმ |
სროლის მაქსიმალური მანძილი | 7800 მეტრი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა დაარქივებული 2017-07-19 საიტზე Wayback Machine. — delta.gov.ge