ქართული წარმოების ჯავშანჟილეტები
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ში სხვადასხვა ტიპის და დანიშნულების ჯავშანჟილეტებზე მუშაობა XX საუკუნის 90-იანი წლებიდან მიმდინარეობს. 2013 წლიდან კი სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრში თანამედროვე ქართულ ჯავშანჟილეტებზე მუშაობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დაისახა.
2014 წლის 10 თებერვალს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისთვის, უცხოელი ატაშეებისთვის და მედიისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ბაზაზე „დელტა“-ს მიერ წარმოებული ქართული ჯავშანჟილეტების და ჩაფხუტების სროლითი გამოცდები ჩატარდა. შემდგომში აღნიშნული ჯავშანჟილეტების პირველი პარტიით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სამშვიდობო მისიით მივლენილი ქართულ კონტინგენტი აღიჭურვა.
ტექნიკური მხარე
რედაქტირება2014 წლის მდგომარეობით „დელტა“-ს მიერ შემუშავებული და წარმოებაში ჩაშვებულია სამი ძირითადი ტიპის ჯავშანჟილეტი:
- საჯარისო სპეციალური დანიშნულების Mark-1
- საერთო-საჯარისო გამოყენების Mark-2
- საპოლიციო დანიშნულების Mark-3
ტექნიკური მონაცემები
მოდელი | Mark-1 | Mark-2 | Mark-3 |
---|---|---|---|
დაცვის დონე ჯავშანფილების გარეშე | IIIA კლასი NIJ-Std 0101.06 სტანდარტით | IIIA კლასი NIJ-Std 0101.06 სტანდარტით | IIIA კლასი NIJ-Std 0101.06 სტანდარტით |
დაცვის დონე: | IV კლასი ჯავშანჟილეტთან ერთად NIJ-Std 0101.06 სტანდარტით | IIIA კლასი NIJ-Std 0101.06 სტანდარტით | IV კლასი ჯავშანჟილეტთან ერთად NIJ-Std 0101.06 სტანდარტით |
წონა ჯავშანფილების გარეშე: | 3,5 კგ | 4 კგ. | 3,5 კგ |
წონა IV კლასის ჯავშანფილებით საყელოს და საზარდულის გარეშე | 8,5 კგ | 8,4 კგ. | 8,5 კგ |
წონა IV კლასის ჯავშანფილებით საყელოთი და საზარდულით | 9,5 კგ | - | 9,5 კგ |
დაცვის ფართი საყელოს და საზარდულის გარეშე | 37,9 დმ2 | 31 დმ2 | 37,9 დმ2 |
დაცვის ფართი საყელოთი და საზარდულის დამცავით | 54 დმ2 | - | 54 დმ2 |
ნამსხვრევებისგან დაცვის დონე STANAG 2920 სტანდარტით | V50 1.1 გრ 720 მ/წმ | V50 1.1 გრ 720 მ/წმ | V50 1.1 გრ 720 მ/წმ |
-
საჯარისო სპეციალური დანიშნულების ჯავშანჟილეტი Mark-1
-
საჯარისო სპეციალური დანიშნულების ჯავშანჟილეტი Mark-1
-
საჯარისო სპეციალური დანიშნულების ჯავშანჟილეტი Mark-1
-
საერთო-საჯარისო გამოყენების ჯავშანჟილეტი Mark-2
-
საერთო-საჯარისო გამოყენების ჯავშანჟილეტი Mark-2
-
საერთო-საჯარისო გამოყენების ჯავშანჟილეტი Mark-3
-
საერთო-საჯარისო გამოყენების ჯავშანჟილეტი Mark-3