სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დიდგორი.

დიდგორი 3 — Dongfeng-ის ტიპის სატვირთო ავტომობილის ბაზაზე შექმნილი ჯავშანმანქანა. მანქანის ძირითადი დანიშნულებაა 120 მმ ნაღმმტყორცნის ბუქსირება და მისი გათვლის გადაყვანა.

დიდგორი 3

დიდგორი 3 თბილისის სამხედრო გამოფენაზე
ტიპი ჯავშანტრანსპორტიორი
წარმომავლობის ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სამსახურის ისტორია
შეიარაღებაშია 2012 - დღემდე
იყენებენ საქართველოს სახმელეთო ჯარები
წარმოების ისტორია
კონსტრუქტორი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“
მწარმოებელი სსსტც „დელტა“
რაოდენობა 8+
ვარიანტები დიდგორი 1
დიდგორი 2
მახასიათებლები
წონა 10100
სიგრძე 6500
სიგანე 2110
სიმაღლე 2260
გათვლა / ჯგუფეული 8+1 ჯარისკაცი

ტექნიკური მახასიათებლები

რედაქტირება

დიდგორი 3-ს წინამორბედების დიდგორი 1-სა და დიდგორი 2-ის მსგავსად გააჩნია ღამის ხედვის მოწყობილობა და სანავიგაციო სისტემა ჯი-პი-ეს-ი (GPS-ი). ჯავშანი გათვლილია 7,62 მმ კალიბრის ტყვიების შეკავებაზე. ძირითადი შეიარაღებაა დისტანციური მართვის საბრძოლო მოდული, რომელშიც დამონტაჟებულია 12,7 და 7,62 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევები. უკანა მხარეს კი სპეციალურ მოძრავ სამაგრებზე შესაძლებელია დაყენდეს ПК (ПKM)-ის ტიპის 7,62 მმ კალიბრის ორი ტყვიამფრქვევი. მანქანას გააჩნია 6x6 ფორმულის მქონე სავალი ნაწილი და მექანიკური სიჩქარეთა გადაცემის კოლოფი.

ვარიანტები

რედაქტირება
  • დიდგორი 1 — ჯავშანტრანსპორტიორი, 2+7 ეკიპაჟი, 356 ცხენის ძალიანი ძრავა, მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ.
  • დიდგორი 2 — ჯავშანტრანსპორტიორი, 3+6 ეკიპაჟი, 356 ცხენის ძალიანი ძრავა, მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ.
  • დიდგორი 2 — ინტეგრირებული ქსელების მანქანა
  • დიდგორი 3 — ჯავშანტრანსპორტიორი, 148 ცხენის ძალიანი ძრავა, 8+1 ეკიპაჟი, 6x6 წამყვანი თვლები.
  • დიდგორი მედევაკი — სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა

მომხმარებლები

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება