დიდგორი მედევაკი (DIDGORI MedEvac) — სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა, რომელიც განკუთვნილია დაჭრილი ჯარისკაცების უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან უსაფრთო ტერიტორიაზე გადასაყვანად და ტრანსპორტირების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად.

დიდგორი მედევაკი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
ტიპი სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა
წარმომავლობის ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სამსახურის ისტორია
შეიარაღებაშია 2016 - დღემდე
იყენებენ საქართველო
საუდის არაბეთი
წარმოების ისტორია
კონსტრუქტორი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“
მწარმოებელი სსსტც „დელტა“
რაოდენობა 100
მახასიათებლები
წონა 9000 კგ (9800 საბრძოლო წონა)
სიგრძე 6,55
გათვლა / ჯგუფეული 2+4

შექმნის ისტორია

რედაქტირება

შეიქმნა 2015 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ მიერ, რომელსაც ექვემდებარება ექვსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და თბილისის საავიაციო ქარხანა.

ტექნიკური მახასიათებლები

რედაქტირება

მანქანის უკანა ნაკვეთურში განთავსებულია ოთხი ერთეული საკაცე და სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობა, გააჩნია მაღალი გამავლობა: მძლავრი V8 ორმაგი ტურბო ძრავის სიმძლავრე-წონის მაღალი კოეფიციენტი. სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანას საშუალებას აძლევს განავითაროს 120 კმ/საათში სიჩქარე ნებისმიერი რელიეფისა და კლიმატის პირობებში.

ჯავშანმანქანას გააჩნია მაღალი დონის EN1063 B7+ სტანდარტის შესაბამისი ჯავშანდაცვა, რაც 2-ფენიანი ჯავშნით მიიღწევა. ჯავშანფილები უზრუნველყოფს ახლო მანძილიდან ნასროლი 7,62 მმ კალიბრის ჯავშანგამტანი ტყვიების და საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევების შეკავებას. კორპუსის სტრუქტურაში გამოყენებული ჯავშანფილები ისეთი კუთხით არის განლაგებული, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს ეფექტური დაცვა კინეტიკური და ნაღმის დარტყმის ძალის საფრთხისგან. მანქანის ძირი დამზადებულია ჯავშანფოლადის ფენისგან — ხოლო დაცვის დონე გაძლიერებულია დამატებითი ჯავშანპანელებით, რომლებიც დაზიანების შემდეგ მარტივად შეიძლება შეიცვალოს.

გამოცდები საუდის არაბეთში

რედაქტირება

2014 წლის 14 აგვისტოს საქართველომ წარადგინა მედევაკის პროტოტიპი ჯავშანტრანსპიორტიორების ტენდერზე, რომელსაც მასპინძლობდა საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრო. გამოცდები ძირითადად არაბეთის უდაბნოებში ჩატარდა, თუმცა მათი ტესტირება დასახლებულ პუნქტებსაც მოიცავდა და ითვალისწინებდა მოძრაობას სხვადასხვა აბსოლუტურ სიმაღლეზე — მთებში, სხვადასხვა რელიეფსა და ამინდის პირობებში, მაქსიმალური დატვირთვისას მაქსიმალურ სიჩქარეზე. ტესტირების დასასრულს მთლიანად დატვირთული ევაკუაცია წარმოადგენდა, რომელიც მაქსიმალურ სიჩქარეზე სრულდებოდა. მედევაკმა წარმატებულად დაასრულა თითოეული ტესტი ძალიან კარგი შედეგით და მიაღწია ფინალამდე ამერიკული US Lenco BearCat-თან ერთად, მას შემდეგ, რაც შეჯიბრში მონაწილე 4 მანქანა დაამრაცხა. მიუხედავად იმისა, რომ დიდგორმა მის ოპონენტზე უკეთესი შედეგი აჩვენა თითოეულ ასპექტში, გამარჯვებული მხოლოდ 2016 წლის იანვარში გამოაცხადეს. ეს ტენდერი მნიშვნელოვანი გამოცდა იყო მედეკავის შესაძლებლობის გამოსაჩენად, განსაკუთრებით ექსტრემალურ პირობებში.[1][2][3]

ვარიანტები

რედაქტირება
  • დიდგორი 1 — ჯავშანტრანსპორტიორი, 2+7 ეკიპაჟი, 356 ცხენის ძალიანი ძრავა, მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ.
  • დიდგორი 2 — ჯავშანტრანსპორტიორი, 3+6 ეკიპაჟი, 356 ცხენის ძალიანი ძრავა, მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ.
  • დიდგორი 2 — ინტეგრირებული ქსელების მანქანა
  • დიდგორი 3 — ჯავშანტრანსპორტიორი, 148 ცხენის ძალიანი ძრავა, 8+1 ეკიპაჟი, 6x6 წამყვანი თვლები.
  • დიდგორი მედევაკი — სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა

მომხმარებლები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. http://agenda.ge/en/news/2016/227
  2. https://razm.info/ru/7879
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-16. ციტირების თარიღი: 2019-03-12.