ლაზიკა (ქვეითთა საბრძოლო მანქანა)

(გადამისამართდა გვერდიდან ლაზიკა (საბრძოლო მანქანა))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლაზიკა (მრავალმნიშვნელოვანი).

ლაზიკა — ქართული წარმოების მუხლუხიანი მსუბუქი ქვეითთა საბრძოლო მანქანა, განკუთვნილი მექანიზირებული ათეულის უშუალოდ ფრონტის წინა ხაზამდე უსაფრთხოდ გადასაყვანად და მათი საცეცხლე მხარდაჭერისთვის. საჩვენებელი გამოცდა შედგა 2012 წლის 25 თებერვალს, ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე, რომელშიც პირადად მიიღო მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

ლაზიკა
მოდიფიკაცია
საბრძოლო წონა, ტ 14000 კგ
ეკიპაჟი, კაცი 3
დესანტი, კაცი 7
ისტორია
მწარმოებელი სსსტც „დელტა“
გამოშვების წელი(წლები) 2012
ძირითადი ოპერატორები საქართველოს დროშა საქართველო
ზომები
კორპუსის სიგანე, მმ 3068
სიმაღლე, მმ 2163
ჯავშანი
ჯავშნის ტიპი დახრილი
შეიარაღება
ქვემეხის კალიბრი და მარკა 23 მმ 2A14
ქვემეხის საბრძოლო მარაგი 80 ჭურვი
სროლის მანძილი, კმ 2000 მეტრი
ტყვიამფრქვევები 7, 62 მმ ПКТ
მობილურობა
ძრავის ტიპი დიზელი
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. 400
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ 70 კმ/სთ
გადაადგილების მარაგი, კმ 400 კმ საწვავის დამატებითი ავზებით
საკიდრის ტიპი ტორსიონალური

ჯავშანი კომბინირებული ტიპისაა და წინა პროექციიდან უზრუნველყოფს 14,5 მმ კალიბრის ჯავშანგამტარი ტყვიებისგან დაცვას. ფსკერის ნაღმსაწინააღმდეგო დაცვა STANAG-ის IV დონისაა და 10 კილოგრამი ტროტილის ექვივალდენტ აფეთქებაზეა გათვლილი. მოდულური კონსტრუქცია საშუალებას იძლევა ბორტებზე დამონტაჟდეს დამატებითი საჯავშნე ელემენტებიც.

მანქანას გააჩნია სტანდარტული ქსმ-ის კონსტრუქცია, მის წინა მარჯვენა ნაწილში განთავსებულია ძრავის ნაკვეთური, მის მარცხნივ მძღოლ-მექანიკოსი. უკანა ნაწილი მთლიანად სადესანტო ნაკვეთურს უკავია. პირადი შემადგენლობის მანქანიდან სწრაფი დესანტირებისთვის კი დაყენებულია გასაშლელი რამპა, რომელშიც დამატებით ამოჭრილია პატარა კარი.

სავალი ნაწილი მუხლუხიანია, გააჩნია ტორსიონალური დაკიდების სისტემა და ხუთი წყვილი საყრდენი ბორბალი. მუხლუხოებზე გზის საფარის დასაცავად დაყენებულია რეზინის დამცავი ბუნიკები.

კორპუსის წინა და უკანა ნაწილში დამონტაჟებულია დღეღამური ხედვის კამერები, საიდანაც მიღებული გამოსახულება მძღოლ-მექანიკოსის სამუშაო ადგილზე დამონტაჟებულ მონიტორებზე გამოდის. მანქანაზე შეიარაღების სახით დამონტაჟებულია დისტანციური მართვის საბრძოლო მოდული 23 მმ კალიბრის 2A14 ტიპის ავტომატური ქვემეხით და მასთან შეწყვილებული 7,62 მმ კალიბრის ПКТ-ს ტიპის სატანკო ტყვიამფრქვევით. სამიზნის აღმოსაჩენად და იდენტიფიცირებისთვის მოდულზე დამონტაჟებულია დღეღამური ხედვის ოპტიკური სამიზნე მოწყობილობები, ცეცხლის მართვის სისტემა კი განთავსებულია სადესანტო ნაკვეთურში, მძღოლ-მექანიკოსის უკან. წინა ნაწილში დამატებით დაყენებულია 8 ერთეული საკვამლე მორტირა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება