ჯავშანტრანსპორტიორი
ჯავშანტრანსპორტიორი (ჯტრ) — საბრძოლო მანქანა, რომლის მიზანია ფრონტამდე უსაფრთხოდ მიიყვანოს ქვეითები და საჭიროების შემთხვევაში ბრძოლაში ჩაერთოს კიდეც. ჯავშანტრანსპორტიორი აგრეთვე შეიძლება მოხმარებულ იქნას როგორც სადაზვერვოდ, საპატრულოდ და დაცვითი საქმიანობისთვის. ჯავშანტრანსპორტიორები უმეტესად შეიარაღებული არიან მხოლოდ ტყვიამფრქვევებით თუმცა მას ხანდახან უყენებ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს ასევე ნაღმტყორცნებს და უკუგორებითი ქვემეხები მისი ჯავშანი კი გამიზნულია მცირე კალიბრის ტყვიების შესაჩერებლად, ჯავშანტრანპორტიორს აქვს ან მუხლუხებიანი შასი ან ბრობლებიანი, მუხლუხებიანია: ამერიკული M113, FV 432 და სხვა. ხოლო ბორბლებიანი საბჭოთა BTR-ის ყველა მოდელი (BTR-50-ის გარდა).
ისტორია და ტექნოლოგია
რედაქტირებაპირველ მსოფლიო ომში როდესაც გამოჩნდნენ პირველი ტანკები ინგლისური Mark V რომელსაც მიჰყავდა არა მხოლოდ ეკიპაჟი არამედ დამატებითი სამხედროები და სწორედ ამის შემდეგ შეიქმნა მსოფლიოში პირველი ჯავშანტრანსპორტიორი Mark IX 1918 წელს. მეორე მსოფლიო ომში ჯავშანტრანსპორტიორებმა შეასრულეს დიდი როლი ბლითსკრიკის დროს როდესაც სწრაფად მიმავალ ტანკებს უკან მოჰყვებოდნენ ჯავშანტრანსპორტიორები ქვეითებით დატვირთული რომელსაც SdKfz 251 ერქვა, გერმანელები გარდა ჯავშანტრანპორტიორებს იყენებდნენ ამერიკელები რომელსაც საკუთარი ჰყავდათ M3 ხოლო ინგლისელებს კი თავიანთი უნივერსალური ჯავშანტრანსპორტიორი, მხოლოდ საბჭოელები იყვნენ უჯავშანტრანსპორტიოროდ რის გამოც ქვეითებს უხდებოდათ ტანკებზე ასვლა რა დროსაც ორჯერ მეტი სამხედრო იღუპებოდა თუმცა ტანკებს მოწინააღმდეგის ჭურვებისგან საკმაოდ ეფექტურად იცავდა თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამოუშვეს SdKfz 251 მსგავსი BTR-152. მეორე მსოფლიო ომის-ის შემდეგ ამერიკამ და საბჭოთა კავშირმა გამოუშვა თავიანთი ჯავშანტრანსპორტიორები: ამერიკელებმა უნივერსალური M113 რომელსაც მთელი ცივი ომის დროს იყენებდნენ ხოლო საბჭოთა კავშირმა კი BTR-40, BTR-152, BTR-60, BTR-70, BTR-80. ამ ჩამოთვლილ BTR-ებს თავთავიანთი პრობლები ჰქონდათ:
BTR-40, BTR-152 - ეს ჯავშანტრანსპორტიორები არ იყო გადახურული რის გამოც პრაღის გაზაფხულის დროს არაერთი განადგურდა რადგან ქალაქში ბრძოლის დროს მოლოტოვის კოკტეილებს პირდაპირ სადესანტო ნაკვეთურში უგდებდნენ,ასევე ცივი ომის დროს დიდი საშიშროება იყო ატომური ომის ხოლო ეს ჯავშანტრანსპორტიორები კი რადგან გადახურული არ იყო ეკიპაჟი განწირული იყო დასხივებისგან.
BTR-60: ავღანეთის ომში ნათლად გამოჩნდა რომ ჯავშანტრანსპორტიორს გამოსასვლელი უნდა ჰქონდეს არა მარტო ზემოდან არამედ გვერდებიდანაც რაც ამ ბტრს არ ჰქონდა ასევე მისი პრობლემა ძრავა იყო რადგან მას ბენზინის ჰქონდა როდესაც ბენზინი ადვილად აალებადია რის გამოც არაერთი სამხედრო დაღუპულა
BTR-70: BTR-60-სგან განსხვავებით მისი ყველა პრობლემა აღმოფრქვილი იყო მას ჰქონდა დამატებითი კარები გვერდიდან და დიზელის ძრავა თუმცა გვერდიდან გამოსასვლელის სივიწროვის გამო ხშირად სამხედროები ბრობლებში ვარდებოდნენ. შედარებით კარგი ჰქონდათ ამერიკელებს თუმცა მისი პრობლემა ნელა მოძრაობა იყო და წონა.
ცივი ომის შემდეგ ორივე ქვეყანამ გამოუშვა თანამედროვე ჯავშანტრანსპორტიორები, ამერიკელებმა STRYKER, ხოლო რუსებმა BTR-90.
ჯავშანტრანსპორტიორის ბაზაზე შეიქმნა ქვეითთა საბრძოლო მანქანა.
-
ჩეხური Skot
-
ინდენეზიის Pindad Panser - ANOA 6X6 APS
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- www.military-today.com დაარქივებული 2010-01-31 საიტზე Wayback Machine. თანამედროვე ჯავშანტრანსპორტიორების არასრული სია