BTR-60
БТР-60 — საბჭოთა წარმოების ჯავშანტრანსპორტიორი, რომელიც შემუშავებული იქნა 50-იანი წლების ბოლოს და პირველად ნაჩვენები იქნა 1961 წელს.
BTR-60 | |
---|---|
BTR-60 | |
მოდიფიკაცია | |
საბრძოლო წონა, ტ | 9,9 |
ეკიპაჟი, კაცი | 2 |
დესანტი, კაცი | 14 |
ისტორია | |
გამოშვების წელი(წლები) | 1960—1987 |
ექსპლუატაციის წელი(წლები) | 1960-დღემდე |
გამოშვების რაოდენობა | 10 000 - 25 000 |
ზომები | |
კორპუსის სიგანე, მმ | 2832 |
სიმაღლე, მმ | 2235 |
კლირენსი, მმ | 475 |
ჯავშანი | |
ჯავშნის ტიპი | ტყვიებ საწინააღმდეგო |
კორპუსის შუბლი (ზედა), მმ/გრად. | 9 |
კორპუსის შუბლი (შუა), მმ/გრად. | 7 |
კორპუსის შუბლი (ქვედა), მმ/გრად. | 9 |
კორპუსის ბორტი (ზედა), მმ/გრად. | 7 |
კორპუსის ბორტი (ქვედა), მმ/გრად. | 7 |
კორპუსის კიჩო (ზედა), მმ/გრად | 5 |
კორპუსის კიჩო (ქვედა), მმ/გრად. | 7 |
ფსკერი, მმ | 5 |
კორპუსის სახურავი, მმ | გახსნილი(თუმცა ზოგიერთ მოდელში დახურული) |
შეიარაღება | |
ქვემეხის კალიბრი და მარკა | 14,5 მმ |
ქვემეხის ტიპი | 1XKPVT |
ქვემეხის საბრძოლო მარაგი | 500 ტყვია |
სროლის მანძილი, კმ | 3000 მეტრი მაქსიმალური |
ტყვიამფრქვევები | 7,62 მმ SGMB |
სხვა შეიარაღება | არ გააჩნია |
მობილურობა | |
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. | 180 |
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ | 80 |
გადაადგილების სიჩქარე, კმ/სთ | 10 წყალში |
ტრასაზე გადაადგილების მარაგი, კმ | 500 |
აღმართზე გამავლობა, გრად. | 30 |
კედლის გადალახვა, მ | 0,5 |
ისტორია
რედაქტირებაБТР-60 შემუშავდა BTR-152-ის და BTR-40-ის ჩანაცვლების მიზნით, მასზე მუშაობა 1956 წელს დაიწყო, პროექგზე GAZ-ის და ZIL-ის ქარხნები მუშაობდნენ, ზილის მიერ წარმოდგენილი პროექტი შედარებით განსხვავდებოდა, რადგან მას გააჩნდა შეჯავშნული კორპუსის სახურავი, მაშინ როდესაც მის ოპონენტს სახურავი საერთოდ არ გააჩნდა, საერთო ჯამში ზილის პროტოტიპი უკეთ გამოიყურებოდა ყველა ასპექტში, თუმცა წარმოებაში გაზის პროტოტიპი ჩაეშვა, რადგან გაზის ქახანას უკეთესი შესაძლებლობები და დიდი გამოცდილება გააჩნდა.
კონსტრუქციის აღწერა
რედაქტირებაბეტეერის კონსტრუქცია იმ დროისთვის საკმაოდ კარგად შემუშავებული იყო, საქმე ის იყო, რომ БТР-60-ში იმ დროინდელი БТР-ებისაგან განსხვავებული განლაგება გააჩნდა, ეკიპაჟი წინ იჯდა, დესანტი შუაში, ხოლო ძრავი კი უკან იყო, ეს მას გარკვეულ უპირატესობებს უქმნიდა იმ დროინდელ ჯავშანტრანსპორტიორებზე, თუმცა БТР-60-ს თავისებური პრობლემებიც ახასიათებდა.
БТР-ის ეკიპაში შეადგება მძღოლისა და მეთაურისაგან, თუმცე ამ ჯავშანტრანსპორტიორების მოდელების უმრავლესობის ეკიპირებაში ტყვიამფრქვევიც შედის, რაც იმას ითვალისწინებს, რომ ეკიპაჟი ორიდან სამ კაცამდე იზრდება და მეტყვიამფრქვევე ემატება, მეტყვიამფრქვევეს განკარგულებაში ბპუ-1 კოშკურაა, რომელშიც 14,5 მმ-იანი კპვტ ტყვიამფრქვევი და 7,62 მმ-იანი პკტ ანდ სგმტ არის მოთავსებული, კოშკურის შემადგენლობაში ასევე პპ-61ა სამიზნე შედის, 80-იანი წლების წარმოების ზოგ მოდელს ღამის ხედვის ხელსაწყოებიც გააჩნდათ. БТР-ის მეთაურს გააჩნია რ-113 რადიო, თუმცა ზოგიერთ მოდელს რ-123 რადიოც ეყენა.
ბეტეერის დესანტს BTR-60P ვერსიაში რომელსაც სახურავი არ გააჩნია, შეადგენს 16 სრულიად ეკიპირებულ ჯარისკაცს, ხოლო სახურავიან BTR-60PB ვერსიაში კი 14 ჯარისკაცს.BTR-60 საკმაოდ მსუბუქად დაჯავშნულია, წინა ჯავშანს შეუძლია 7,62მმ ტყვიების შეჩერება ნებისმიერ მანძილზე, ხოლო დანარჩენ ჯავშანს კი 7.62მმ ტყვიების შეჩერება მხოლოდ 100 მეტრიდან შეუძლია, BTR-60 ასევე დაცულია არტილერიის ჭურვების ნამსხვრევებისაგან. საინტერესოა ის ფაქტი რომ ბეტეერი რეალურად 2 ძრავზე მუშაობს, ორივეს სიმძლავრე 180 ცხენის ძალას შეადგენს, ეს ჯტრს უპირატესობას აძლევს რადგან ძრავებს ერთმანეთის გარეშეც შეუძლიათ მუშაობა. თუმცა 2 ძრავიანი კონსტრუქცია გარკვეულ პრობლემებსაც ქმნის,მაგალითისათვის მათი შეკეთება საკმაოდ რთული, ჩახლართული და გრძელი პროცესია. ბეტეერი სრულიად ამფიბიურია, მას ნებისმიერი წყლის დაბრკოლების გადალახვა შეუძლია, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ წყალში ყოფნის დროს BTR გაფუჭებისკენაა მიდრეკილი.
საბრძოლო გამოყენება
რედაქტირებასაბჭოთა კავშირი
რედაქტირებაBTR-60-ის პირველი საბრძოლო გამოყენება 1969 წლის მარტში მოხვდა, კუნძულ დამანსკზე რომელიც იმხნად საბჭოთა კავშირისა და ჩინეთი-ის სადავო საკითხს წარმოადგენდა. კუნძულზე განლაგებული საფრონტო სამხედრო ნაწილები ბტრ-60-ებით იყვნენ ეკიპირებულები, თუმცა 57-ე სასაზღვრო დივიზიის შემადგენლობაში BTR-50-ებიც შედიოდა,საბოლოო ჯამში ბეტეერი არ გამოდგა ცუდი ჯავშანტრანსპორტიორი თუმცა საბჭოთა სამხედრო ნაწილებმა ბევრი ბტრ დაკარგეს, ბტრების ძირითადი ნაწილი RPG-ების მიერ იყო განადგურებული რაც მოსალოდნელი იყო რადგან ბეტეერის ჯავშანი ძალზედ მსუბუქია.
საბჭოთა BTR-60 კვლავ გამოყენებული იქნა ავღანეთში, სადაც კიდევ უფრო მკვეთრად წამოჩნდა მისი უარყოფითი მხარეები, მაგალითისთვის ბეტეერის ძრავა ავღანეთის რთულ პირობებში ხშირად ფუჭდებოდა, ასევე ბეტეერის ქვემეხს არ შეეძლო მაღალი კუთხით მოქმედება რაც ძალზედ ზღუდავდა მის შესაძლებლობებს მთიან ავღანეთში. კიდევ ერთხელ წარმოჩნდა ბეტეერის ჯავშანის სისუსტის პრობლემა, ბევრი საბჭოთა BTR განადგურებული იქნა ტანკ საწინააღმდეგო ჭურვების ან სხვა ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობების მიერ. აქედან გამომდინარე ავღანეთში საბჭოთა ჯარების BTR-60-ები ჩანაცვლებული იქნა უფრო ახალი BTR-70-ის მიერ.
რუსეთი
რედაქტირებარუსული ბეტეერები გამოიყენებოდა ჩეჩნეთის პირველ ომში,ასევე რუსეთის სასაზღვრო ძალები იყენებდნენ BTR-ს სანამ ის BTR-80-ით არ იქნა ჩანაცვლებული.
მოლდოვა
რედაქტირებამოლვოვური ბეტეერები გამოიყენებოდა დნეპრისპირეთის ომში, მოლდოვა საბჭოთა კავშირისგან 27 BTR-60PB მიიღო, თუმცეა ასევე გამოიყენებოდა ბეტეერუს რუმინული ვერსიები, აღნიშნულ ბეტეერებს ქალაქების შტურმის დროს გამოიყენებდნენ, რამდენიმე ბტრ იქნა დაკარგული მოლდოვური მხარის მიერ კონფქლიქტში
უკრაინა
რედაქტირებაუკრაინული არმია და ნაციონალური გვარდია იყენებს ბტრ-60ებს მიმდინარე დონბასის ომში.
საქართველო
რედაქტირებაქართული ბტრ-60ები გამოიყენებოდა აფხაზეთის ომში, პირველი ქართული სამხედრო ქვედანაყოფები რომლებიც აფხაზეთში სიტუაცის სტაბილიზაციის მიზნით შევიდნენ სამი BTR-60/70 ით იყვნენ ეკიპირებულნი, 2005 წლის მონაცემებით საქართველოს სულ 1 ერთეული ბტრ-60 გააჩნდა, ამჟამად ბტრ-60 აღარ გამოიყენება საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ.
ანგოლა
რედაქტირებაბტრ-60 ასევე გამოიყენებოდა ანგოლის სახალხო განმათავისუფლებელი ძალების მიერ, პირველი ბეტეერები საბჭოთა კავშირმა ანგოლას მიაწოდა 70-იანი წლების ბოლოს, ბეტეერების დიდი პარტია დაახლოებით 200 ჯტრ მიწოდებული იქნა 1985-1986 წლებში, ბევრი ანგოლური ბტრ განადგურებული იქნა ომში, მხოლოდ 1987 წლის ოპერაცია მოდულერის დროს სამხრეთ აფრიკულმა ძალებმა 65 ბტრ-60 გაანადგურეს, ანგოური ბეტეერები ასევე კოლონების გაცილების მიზნით გამოიყენებოდა, თუმცა ამ შემთხვევეაშიც ბევრი განადგურდა უნიტა-ს ჩასაფრებების შედეგად.
სირია
რედაქტირებასირიული ბეტეერები პირველად გამოყენებული იქნა ექვს დღიან ომში, ასევე მათ გამოყენება ნახეს 1973 წლის იომ-კიფურის ომში, სირიული ბეტეერების გარკვეული ნაწილი ხელში ჩაგდებული იქნა ისრაელის მიერ. სირიის სამთავრობო ძალები იყენებენ ბტრ-60ს მიმდინარე სამოქალაქო ომში, გარკვეული ნაწილი ხელში ჩაგდებული იქნა აჯანყებულების მიერ, ასევე ბეტეერების ძალიან პატარა რაოდენობა, სავარაუდოდ 2-3 ჯტრ გამოიყენება ქურთი აჯანყებულების მიერ.
ვარიანტები
რედაქტირება- BTR-60P – ბეტეერის თავდაპირველი ვერსია, შეიარაღებაში შედის 7,62მმ-იანი ტყვიამფრქვევი რომლის მარაგიც 2,000 ტყვიას შეადგენდა.
- BTR-60PA – ვერსია შეჯავშნული სახურავით, შეიარაღებაში შედის 12,7მმ-იანი ტყვიამფრქვევი.
- BTR-60PA-1 – მოდიფიცირებული ვერსია უკეთესი რ-123 რადიოთი და გაზრდილი მასით.
- BTR-60PB – ყველაზე გავრცელებული ვერსია 14,5მმ-იანი საზენიტო ტყვიამფრქვევით, უკეთესი საკომუნიკაციო საშუალებებით, გაუმჯობესებული ოპტიკით და უფრო გამძლე ჯავშანით.
- BTR-60R-145BM "Chaika" – ვერსია მოხსნილი შეიარაღებით,ასრულებს სამეთაურო მანქანის ფუნქციას, 5 წყვილი რადიო, გაუმჯობესებული ანტენა და გენერატორი.
- BTR-60PBM – გაუმჯობესებული რუსული ვერსია.
- TAB-71– ბეტეერის რუმინული ვერსია, გაუმჯობესებული ძრავით და პერისკოპით.
- TAB-71M – მოდერნიზებული ვარიანტი,კიდევ უფრო გაუმჯობესებული ძრავით.
ოპერატოები
რედაქტირება- ავღანეთი-300 ბტრ-60
- აზერბაიჯანი-13 ბტრ შეიარაღებაში
- ალჟირი-400 ბტრ შეიარაღებაში
- ანგოლა-100 ბტრ
- ბელარუსი-188 ბტრ შეიარაღებაში
- ბოტსვანა-30 ბტრ შეიარაღებაში
- ბულგარეთი-150 ბტრ
- ბჰუტანი
- განა-6 ბტრ
- გრენადა-2 ბტრ
- გვინეა-20 ბტრ
- გვინეა-ბისაუ-35 ბტრ
- ეგვიპტე-200 ბტრ
- ერიტრეა-65 ბტრ
- ესტონეთი-2 ბტრ
- ვიეტნამი-400 ბტრ
- ზამბია-13 ბტრ
- თურქეთი-323 ბტრ, გამოიყენება პოლიციის მიერ
- თურქმენეთი
- იემენი-500 ბტრ
- ინდოეთი-დაახლოებით 50 ბტრ
- ირანი-150 ბტრ
- ისრაელი
- კამბოჯა-160 ბტრ
- კენია-24 ბტრ
- კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
- კონგოს რესპუბლიკა-28 ბტრ
- ჩრდილოეთი კორეა
- კუბა-400 ბტრ
- ლაოსი-70 ბტრ
- ლიბერია-8 რუმინული ბტრ
- ლიბია
- ლიეტუვა-20 ბტრ
- მალი-8 ბტრ
- მაროკო-45 ბტრ
- მექსიკა-30 ბტრ
- მოლდოვა-133 ბტრ, მათ შორის მოლდოვური ვარიანტებიც
- მონღოლეთი-300 ბტრ
- მოზამბიკი
- ნამიბია-10 ბტრ
- ნიგერია-6 ბტრ
- ნიკარაგუა-80 ბტრ
- პერუ-12 ბტრ
- პოლონეთი-რამდენიმე ბტრ გამოიყენება პოლიციის მიერ
- რუანდა
- რუმინეთი-1,872 ბტრ
- რუსეთი-17 ბტრ
- საქართველო-გამოიყენებოდა აფხაზეთის ომში, 2008 წლის მონაცემებით მხოლოდ 1 ბტრ-60 იყო შეიარაღებაში
- სერბეთი-60 ბტრ
- სუდანი
- სომალი-5 ბტრ
- სირია-დაახლოებით 600 ბტრ
- სომხეთი-19 ბტრ
- ტაჯიკეთი-1 ბტრ
- უგანდა-26 ბტრ
- უზბეკეთი-20 ბტრ
- უკრაინა-176 ბტრ
- ყაზახეთი-300 ბტრ
- ყირგიზეთი-49 ბტრ
- ხორვატია-17 ბტრ
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- (ინგლისური) [1] დაარქივებული 2017-05-02 საიტზე Wayback Machine.
- (ინგლისური) [2]