ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

OT-64 SKOT (ჩეხ. Střední Kolový Obrněný Transportér, პოლ. Średni Kołowy Opancerzony Transporter) — ამფიბიური შეჯავშნული სატრანსპორტო მანქანა, განავითარა პოლონეთმა და ჩეხოსლოვაკიამ ერთად 1960-იან წლებში.

OT-64 SKOT

OT-64 SKOT
მოდიფიკაცია
საბრძოლო წონა, ტ 14,5
ეკიპაჟი, კაცი 2
დესანტი, კაცი 18
ისტორია
გამოშვების წელი(წლები) 1963
ექსპლუატაციის წელი(წლები) 1970
ძირითადი ოპერატორები ჩეხეთი,პოლონეთი
ზომები
კორპუსის სიგანე, მმ 2,71
ჯავშანი
ჯავშნის ტიპი 6-13მმ
შეიარაღება
ტყვიამფრქვევები 7.62 mm PKT 14.5 mm KPV
მობილურობა
ძრავის ტიპი T-928-14 V-8 ტიპის დიზელის ძრავა
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. 120
ტრასაზე გადაადგილების მარაგი, კმ 710

პირველი პროტოტიპი სახელად SKOT შეიქმნა 1959 წელს,რომელსაც უნდა ჩაენაცვლებინა OT-810, რომელიც მსგავსი იყო გერმანული მეორე მსოფლიო ომის დროინდელ SdKfz 251. 1961 წელს პირველი სანიმუშო მანქანები იქნა დამზადებული ხოლო სერიული წარმოება 1963 წლიდან დაიწყო ქალაქ ლუბლინში პოლონეთში ქარხანა Fabryka Samochodów Ciężarowych-ში. ჩეხოსლოვაკია აწვდიდა ძალურის დანადგარის კომპონენტებს, მაგ. ძრავი, ტრანსმისია, ღერძი. პირველი წარმოებული საბრძოლო მანქანები ჩაბარდა 1964 წელს პოლონეთისა და ჩეხოსლოვაკიის არმიებს, უმეტესი ნაწილი ამ ტექნიკისა დღემდე შეიარაღებაშია, თუმცა ჩეხეთის არმიაში იგეგმება OT-64-ების ჩანაცვლება უფრო თანამედროვე საბრძოლო მანქანებით 2007-2012 წლებში.

ტექნოლოგია

რედაქტირება

OT-64-ის ძრავი,ტრანსმისია,საკიდრები და ღერძები წარმოებდა ჩეხოსლოვაკიაში.ძრავას აწარმოებდა Tatra ხოლო ტრანსმისიას Praga Hostivař,შეჯავშნულ კორპუსს და შეიარაღებას აწარმოებდა პოლონეთი. OT-64 იყო პასუხი საბჭოთა BTR-60 ისთვის,მის საპასუხოდ OT-64 იყენებდა დიზელის ძრავას განსხვავებით საბჭოთა BTR-60 ის ბენზინზე მომუშავე ძრავისგან,დიზელის ძრავიან OT-64-ში მნიშვნელოვნად შემცირდა ხანძრის საშიშროება და ამავდროულად გაიზარდა სვლის მარაგი,რუსული ანალოგისგან განსხვავებით შეჯავშნული მანქანას ჰქონდა სრულად შეჯავშნული ინტერიერი,შეჯავშნული სატრანსპორტო მანქანაში შესვლა ხდებოდა უკანა ტყუპი კარებებიდან.OT-64 იყო ჰაერ-ტრანსპორტირებადი და ამფიბიური.ამფიბიური მოქმედებისთვის იყენებდა უკან განთავსებულ სანავე ხრახნს.OT-64-ს ჰქონდა ბირთვული ნივთიერებებისგან თავდაცვის საშუალება და ღამის ხედვის ხელსაწყოები.

 
OT-64 SKOT-2A

შექმნილია რამდენიმე ვარიანტი.ზოგიერთი OT-64 ახლიდან აღიჭურვა საჰაერო თავდაცვისთვის ან ტანკების გამანდგურებლად.მოგვიანებით კი იყენებდნენ AT-3 Sagger ის რაკეტებს როგორც იარაღს. ]

პროდუქციის ისტორია

რედაქტირება

OT-64 SKOT შევიდა პოლონეთისა და ჩეხოსლოვაკიის არმიებში 1963 წელს.მისი წარმოება მიმდინარეობდა 1970იან წლებამდე.OT-64 დღემდე პოლონეთის,ჩეხეთის და სლოვაკეთის არმიების შეიარაღებაშია.OT-64 SKOT ასევე გავიდა ექსპორტზე 11 უცხოურ ქვეყანაში(ალჟირი,კამბოჯა,ინდოეთი,ერაყი,ლიბია,მაროკო,პაკისტანი,სიერა ლეონე,სუდანი,სირია,უგანდა და ურუგვაი).საერთო ჯამში დამზადდა 3500 შეჯავშნული სატრანსპორტო მანქანა.

 
ოტ-64ის ოპერატორები

ვარიანტები

რედაქტირება

ჩეხოსლოვაკია

რედაქტირება
  • OT-64 - ორიგინალი ვერსია გამოიყენებოდა როგორც შეჯავშნული სატრანსპორტო მანქანა.ადრეული მოდელები შეუიარაღებლები იყვნენ მაგრამ მოგვიანებით საბრძოლო მანქანას უყენებდნენ 7.62მმ მსუბუქი ტყვიამფრქვევს ან 12.7მმ მძიმე ტყვიამფრქვევ DShK 1938/46 ს.დასავლეთში ამ მოდელებიდან პირველს უწოდეს OT-64A ხოლო მეორე მოდელს OT-64B.ზოგიერთ 12.7მმიანი ტყვიამფრქვევის მქონე შეჯავშნულ სატრანსპორტო მანქანას ტყვიამფრქვევის კოშკურის გარშემო უყენებდნენ დამცავ ფარს.
    • OT-64 - OT-64-ს დაყენებული ჰქონდა მცირე კოშკურა OT-65A დან.ეს მოდელი შეიარაღებული იყო შეწყვილებული ტყვიამფრქვევით და არ ეყენა 82მმიანი T-21 "Tarasnice" ის გლუვლულიანი ქვემეხი.
    • DTP-64 (dílna technické pomoci) ჩეხური სარემონტო ვერსია ბუქსირის მისაბმელებით,შედუღებული აღჭურვილობით და ხელით მართვადი ამწეთი 1 ტონიანი შესაძლებლობებით.არსებობდა 2 სუბვერსია,პირველი DTP-64/M ქვეითთა ნაწილებისთვის და მეორე DTP-64/T სატანკო ნაწილებისთვის
    • OT-64 ZDRAV ან ZDR-64 (zdravotní verze) - სამედიცინო
    • OT-64A - გაუმჯობესებული ვერსია BPU-1ის კოშკურით საბჭოთა სადაზვერო БРДМ-2 დან რომელიც შეიარაღებულია 14.5 მმ მძიმე ტყვიამფრქვევKPVT ი და 7.62 მმ PKT შეწყვილებული ტყვიამფრქვევით.დასავლურ წყაროებში ეს ვერსია იწოდებოდა როგორც OT-64C.გვიან 1990იან წლებში ზოგიერთ საბრძოლო მანქანას შეუცვალეს კოშკურა ხელით მოძრავი კოშკურით სამშვიდობო ოპერაციებისთვის.OT-64A გამოიყენეს როგორც ბაზად ზოგიერთი სამეთაურო საბრძოლო მანქანისთვის (velitelsko štábní obrněný transportér) დამატებული რადიო სადგურით, 1 კილოვატიანი გენერატორით და ანძით.
      • VSOT-64/R2 R102 - შეუიარაღებელი სასიგნალო სამეთაურო ვარიანტი.
      • VSOT-64/R2 R105 - შეუიარაღებელი სასიგნალო სამეთაურო ვარიანტი.
      • VSOT-64/R2 R108 - შეუიარაღებელი სასიგნალო სამეთაურო ვარიანტი.
      • VSOT-64/R2M - შეუიარაღებელი სასიგნალო სამეთაურო ვარიანტი OT-64A კოშურით.
      • VSOT-64/R3 - შეუიარაღებელი სასიგნალო სამეთაურო ვარიანტი
      • VSOT-64/R3MT - შეუიარაღებელი სასიგნალო სამეთაურო ვარიანტი.
      • VSOT-64/R4MT - შეუიარაღებელი სასიგნალო სამეთაურო ვარიანტი.
      • VSOT-64/R4RT - შეუიარაღებელი სასიგნალო სამეთაურო ვარიანტი.
      • OT-64A - ტანკ საწინააღმდეგო რაკეტებით კოშკურის გვერდებში
 
SKOT WPT 9
      • OT-64A - თანამედროვე კოშკურით შეეძლო შეიარაღების მაღლა აწევა მსგავსად პოლონური SKOT-2AP-ისა.
      • OT-93 - OT-64A-ს საექსპორტო ვარიანტი,OT-65M ან OT-62B ტყვიამფრქვევის კოშკურით
    • Cobra - ქვეთთა საბრძოლო მანქანის მოდელი შეიარაღებული 30მმ 2A42 ტიპის ქვემეხი.არ ჩაუშვიათ წარმოებაში

პოლონეთი

რედაქტირება
  • SKOT-1 - ადრეული შეუიარაღებელი მოდელი მსგავსად OT-64-ისა.
    • SKOT-1A - ჯარისკაცთთა ნაკვეთურის წინ ზედნაშენით.
      • SKOT R-3Z - გაძლიერებული ჰქონდა რადიო
      • SKOT R-4 - შეუიარაღებელი სამეთაურო ვარიატი რომელსაც დამატებული ჰქონდა 4 რადიო,3 რადიო მიმღები,3 რადიოტელეფონი
      • SKOT-WPT - (wóz pogotowia technicznego) - საინჟინრო მოდიფიკაცია რომელსაც ჰქონდა მსუბუქი ამწე
      • SKOT S-260 Art (artyleryjski) - საარტილერიო ტრაქტორი რომელიც შეიარაღებული იყო ნაღმსატყროცნით ან ტანკის ამაფეთქბელი რაკეტებით
      • SKOT-2A - მას ჰქონდა ბრდმ-2ის კუშკურა და KPV ტიპის ტყვიამფრქვევი
      • SKOT 2AM - კუშკურაზე დამატებული ჰქონდა 9M14 Malyutka (AT-3 Sagger)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოტ-64“-დან