ლაზიკა (ქვეითთა საბრძოლო მანქანა)
ლაზიკა — ქართული წარმოების მუხლუხიანი მსუბუქი ქვეითთა საბრძოლო მანქანა, განკუთვნილი მექანიზირებული ათეულის უშუალოდ ფრონტის წინა ხაზამდე უსაფრთხოდ გადასაყვანად და მათი საცეცხლე მხარდაჭერისთვის. საჩვენებელი გამოცდა შედგა 2012 წლის 25 თებერვალს, ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე, რომელშიც პირადად მიიღო მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
ლაზიკა | |
---|---|
მოდიფიკაცია | |
საბრძოლო წონა, ტ | 14000 კგ |
ეკიპაჟი, კაცი | 3 |
დესანტი, კაცი | 7 |
ისტორია | |
მწარმოებელი | სსსტც „დელტა“ |
გამოშვების წელი(წლები) | 2012 |
ძირითადი ოპერატორები | საქართველო |
ზომები | |
კორპუსის სიგანე, მმ | 3068 |
სიმაღლე, მმ | 2163 |
ჯავშანი | |
ჯავშნის ტიპი | დახრილი |
შეიარაღება | |
ქვემეხის კალიბრი და მარკა | 23 მმ 2A14 |
ქვემეხის საბრძოლო მარაგი | 80 ჭურვი |
სროლის მანძილი, კმ | 2000 მეტრი |
ტყვიამფრქვევები | 7, 62 მმ ПКТ |
მობილურობა | |
ძრავის ტიპი | დიზელი |
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. | 400 |
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ | 70 კმ/სთ |
გადაადგილების მარაგი, კმ | 400 კმ საწვავის დამატებითი ავზებით |
საკიდრის ტიპი | ტორსიონალური |
ჯავშანი
რედაქტირებაჯავშანი კომბინირებული ტიპისაა და წინა პროექციიდან უზრუნველყოფს 14,5 მმ კალიბრის ჯავშანგამტარი ტყვიებისგან დაცვას. ფსკერის ნაღმსაწინააღმდეგო დაცვა STANAG-ის IV დონისაა და 10 კილოგრამი ტროტილის ექვივალდენტ აფეთქებაზეა გათვლილი. მოდულური კონსტრუქცია საშუალებას იძლევა ბორტებზე დამონტაჟდეს დამატებითი საჯავშნე ელემენტებიც.
მანქანას გააჩნია სტანდარტული ქსმ-ის კონსტრუქცია, მის წინა მარჯვენა ნაწილში განთავსებულია ძრავის ნაკვეთური, მის მარცხნივ მძღოლ-მექანიკოსი. უკანა ნაწილი მთლიანად სადესანტო ნაკვეთურს უკავია. პირადი შემადგენლობის მანქანიდან სწრაფი დესანტირებისთვის კი დაყენებულია გასაშლელი რამპა, რომელშიც დამატებით ამოჭრილია პატარა კარი.
სავალი ნაწილი მუხლუხიანია, გააჩნია ტორსიონალური დაკიდების სისტემა და ხუთი წყვილი საყრდენი ბორბალი. მუხლუხოებზე გზის საფარის დასაცავად დაყენებულია რეზინის დამცავი ბუნიკები.
კორპუსის წინა და უკანა ნაწილში დამონტაჟებულია დღეღამური ხედვის კამერები, საიდანაც მიღებული გამოსახულება მძღოლ-მექანიკოსის სამუშაო ადგილზე დამონტაჟებულ მონიტორებზე გამოდის. მანქანაზე შეიარაღების სახით დამონტაჟებულია დისტანციური მართვის საბრძოლო მოდული 23 მმ კალიბრის 2A14 ტიპის ავტომატური ქვემეხით და მასთან შეწყვილებული 7,62 მმ კალიბრის ПКТ-ს ტიპის სატანკო ტყვიამფრქვევით. სამიზნის აღმოსაჩენად და იდენტიფიცირებისთვის მოდულზე დამონტაჟებულია დღეღამური ხედვის ოპტიკური სამიზნე მოწყობილობები, ცეცხლის მართვის სისტემა კი განთავსებულია სადესანტო ნაკვეთურში, მძღოლ-მექანიკოსის უკან. წინა ნაწილში დამატებით დაყენებულია 8 ერთეული საკვამლე მორტირა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“ - „დელტას“ ოფიციალური ვებ-გვერდი
- თავდაცვის სამინისტრო : ქსმ "ლაზიკა";
- ლაზიკა, ქვეითთა საბრძოლო მანქანა, სამხედრო ანალიტიკური ვებ გვერდი www.geo-army.ge;
- იქმნა "ლაზიკა", რადიო თავისუფლება;
- „ლაზიკას“ პრეზენტაცია დაარქივებული 2012-05-17 საიტზე Wayback Machine. გაზეთი „კვირის პალიტრა“;
- საბრძოლო მანქანა "ლაზიკას" პრეზენტაცია [მკვდარი ბმული] myinternet.ge
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრი დელტა დაარქივებული 2016-03-07 საიტზე Wayback Machine. , ფოტო რეპორტაჟი (2012). ვებ პორტალი [[https://web.archive.org/web/20140516222643/http://armada.ge/ დაარქივებული 2014-05-16 საიტზე Wayback Machine. armada.ge];
- Lazika - Infantry fighting vehicle დაარქივებული 2014-03-31 საიტზე Wayback Machine. , განყოფილება - Armored Vehicles, პორტალი www.military-today.com, Everything About Modern Warfare.