პდმ-1
პდმ-1 — ხელის ერთჯერადი ყუმბარმტყორცნი. შექმნილია სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს მიერ 2012 წელს.
ტექნიკური მხარე
რედაქტირებაერთჯერადი ყუმბარმტყორცნი პდმ-1 განკუთვნილია მოწინააღმდეგის მსუბუქად შეჯავშნული ჯავშანტექნიკის გასანადგურებლად. გამშვები მილი მინაპლასტიკისგანაა დამზადებული, რომელშიც მოთავსებულია ქართული კონსტრუქციის მსხვრევადი ყუმბარა. მიზანში მოხვედრისას ყუმბარის ნსმხვრევები გამჭოლად ხვრეტენ ისეთ ჯავშანმანქანების გვერდითა ჯავშანს როგორებიცაა ბმპ-1/2,ბტრ-70/80, ბმდ-1/2 და ასე შემდეგ.
სალაშქრო მდგომარეობაში ყუმბარმტყორცნის გამშვები მილი ორივე მხრიდან სპეციალური ხუფებით ჰერმეტულადაა დალუქული. ყუმბარმტყორცნის სამიზნე მოწყობილობა შედგება წინა მუშკისგან და უკანა დიოპტრისგან. მუშკაზე დატანებულია მანძილის ნიშნულები - 50, 150 და 250 მეტრზე დამიზნებით სროლისთვის. სალაშქრო მდგომარეობაში ყოფნისას დიოპტრი დაკეცილია და ზემოდან ეფარება სასროლ ღილაკს.
ყუმბარმტყორცნის საბრძოლო მდგომარეობაში მოსაყვანად საჭიროა უპირველეს ყოვლისა გავხსნათ წინა სამიზნე მუშკა, შემდეგ გამოვაძროთ დამცავი რგოლი, რის შედეგადად შეგვიძლია გავხსნათ უკანა დიოპტრული სამიზნეც და ყუმბარმტყორცნი მზადაა სასროლად.
სროლისას უკან წარმოიქმნება 30 მეტრი სიგრძის და 90º სექტორის დაზიანების ზონა, სადაც პირადი შემადგენლობის და საბრძოლო მასალების ყოფნა აკრძალულია. სატრანსპორტო-გამშვებ კონტეინერზე დაკრულია ყუმბარმტყორცნის ექსპლუატაციის ინსტრუქცია.
ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები
- დასახელება - პდმ-1 (PDM-1)
- კალიბრი - 72.5 მმ
- ყუმბარმტყორცნის სიგრძე - 700 მმ
- ყუმბარმტყორცნის მასა - 2,9 კგ
- მაქსიმალური სამიზნე მანძილი - 250 მ
- სროლის მანძილი - 50-600 მ
- ყუმბარის ტიპი - მსხვრევად-ფუგასური
- ყუმბარის ფრენის სიჩქარე - 144 მ/წმ
- ნამსხვრევების დაზიანების რადიუსი - 24 მ
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ერთჯერადი ყუმბარმტყორცნი პდმ-1, სამხედრო ანალიტიკური საიტი www.geo-army.ge;