სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დვალი.

რაფიელ რაფიელის ძე დვალი (დ. 22 მარტი, 1909 — გ. 8 სექტემბერი, 1985) — ქართველი მეცნიერი მანქანათმშენებლობის დარგში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1948), პროფესორი (1948), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1961). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1958-72). იყო ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი.

რაფიელ დვალი
დაბ. თარიღი 22 მარტი, 1909(1909-03-22) ან 4 აპრილი, 1909(1909-04-04)
დაბ. ადგილი ზესტაფონი
გარდ. თარიღი 8 სექტემბერი, 1985(1985-09-08) (76 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
საქმიანობა მანქანათმშენებელი
მუშაობის ადგილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახელმწიფო პრემია, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“, ლენინის ორდენი, შრომითი მამაცობის მედალი, მედალი „კავკასიის დაცვისათვის“, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“ და შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

რაფიელ დვალმა 1931 წელს დამთავრდა ამიერკავკასიის ენერგეტიკის ინსტიტუტის მექანიკური ფაკულტეტი. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომობილების, ტრაქტორებისა და ავტოტრაქტორების ძრავების კათედრის დამაარსებელი და გამგე, ამავე ინსტიტუტის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და მისი დირექტორი. 1994 წლიდან ინსტიტუტი რაფიელ დვალის სახელობისაა. მისი შრომები ეხება ავტომობილისა და ტრაქტორის თეორიის, მანქანათა დინამიკის და სხვა საკითხებს. ავტორია ავტომობილისა და ტრაქტორის თეორიის ქართული სახელმძღვანელოების. მუშაობდა მობილური მანქანების დინამიკის საკითხებზე. მონოგრაფიისთვის „ტრაქტორის თეორია“ (1970) მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია (1973).

იყო საქართველოს სსრ VII და VIII მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე (1963-71), გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1971) და დრეზდენის (გერმანია) ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (1972). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში. თბილისში არის რაფიელ დვალის ქუჩა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება