ქართული წარმოების ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნები
ქართული წარმოების ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნები — წარმოადგენს საბჭოური, ბულგარული და რუმინული ყუმბარმტყორცნების ქართულ ანალოგებს. დამზადებულია სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს მიერ 2012 წელს. მათი პირველი საჯარო ჩვენება 2012 წლის 26 მაისს მოხდა, თბილისში გამართულ სამრეწველო აღლუმზე.
ტექნიკური მხარე
რედაქტირებაქართული ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნები წარმოდგენილია სამი სხვადასხვა მოდელით და განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ავტომატურ საიერიშო შაშხანებზე დასაყენებლად. მათი საშუალებით შესაძლებელია NATO-ს სტანდარტის 40x46 მმ კალიბრის და საბჭოთა სტანდარტის ВОГ-25 სერიის ყუმბარების სროლა.
ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები
მოდელი | გპ-25 (GP-25) | აგ-40 (AG-40) | უბგლ (UBGL) |
---|---|---|---|
შესაბამისი იარაღის ტიპი | AK-47/AKM/AK-74 | M-4/M-16/AK-47/AKM/AK-74 | M-4, M-16 |
კალიბრი | 40 მმ | 40 მმ | 40 მმ |
გასროლები | ვოგ-25, ვოგ-25პ | 40X46 მმ ყუმბარები | 40X46 მმ ყუმბარები |
სროლის მაქსიმალური მანძილი | 400 მ | 400 მ | 400 მ |
წონა | 1,3 კგ | 1,7 კგ | 1,7 კგ |
გალერეა
რედაქტირება-
ქართული წარმოების ლულისქვეშა ყუმბარმტყოცნი (ბულგარული UBGL-M7 ის ანალოგი)
-
ქართული წარმოების ლულისქვეშა ყუმბარმტყოცნი (რუმინული AG-40 ის ანალოგი)
-
ქართული წარმოების ლულისქვეშა ყუმბარმტყოცნი (საბჭოური ГП-25 ის ანალოგი)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სხვადასხვა ტიპის ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნები, სამხედრო ანალიტიკური ვებ გვერდი www.geo-army.ge;