სატევარი (სნაიპერული შაშხანა)

„სატევარი“სსსტც „დელტას“ დიზაინით მოდულური სქემით შექმნილი ზუსტი სროლისთვის განკუთვნილი სნაიპერული შაშხანა სხვადასხვა მანძილებზე სამუშაოდ. შაშხანის გამოყენება შესაძლებელია როგორც სამხედრო დანიშნულებით, ასევე სპორტული სნაიპინგისთვის. იარაღი არსებობს შვიდი მოდიფიკაციით, განსხვავებული კალიბრით, დანიშნულებით და ტექნიკური მონაცემებით.[1]

სატევარი

სნაიპერული შაშხანა „სატევარი“
ტიპი მოდულური სქემით დამზადებულ ზუსტი სროლისთვის განკუთვნილ სნაიპერულ შაშხანა.
წარმომავლობის ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
წარმოების ისტორია
კონსტრუქტორი „დელტა“
მახასიათებლები
წონა 5.50 კგ ყველაზე მსუბუქ ვარიანტზე (.308 Win)
12 კგ უმძიმეს ვარიანტზე (.50 BMG)
სიგრძე 1160 მმ ყველაზე მოკლე ვარიანტზე (.308 Win)
1300 მმ ყველაზე გრძელ ვარიანტზე (.50 BMG)
ლულის სიგრძე 525 მმ ყველაზე მოკლე ვარიანტზე (.308 Win)
730 მმ ყველაზე გრძელ ვარიანტზე (.50 BMG)

ვაზნა .300 Winchester Magnum
.300 Norma Magnum
.308 Winchester
.338 Lapua Magnum
.338 GBM
.375 GBM
.50 BMG
კალიბრი მულტიკალიბრული
მუშაობის პრინციპი მოძრავი დამტენი
დამიზნების მანძილი
  • .308 Winchester – სტანდარტული ვაზნით 800 მეტრამდე მანძილზე ზუსტი სროლისთვის.
  • .300 WM – სტანდარტული ვაზნით 1000 მეტრამდე მანძილზე ზუსტი სროლისთვის.
  • .300 Norma Magnum – სტანდარტული ვაზნით 1400 მეტრამდე მანძილზე ზუსტი სროლისთვის.
  • .338 LM – სტანდარტული ვაზნით 1200 მეტრამდე მანძილზე ზუსტი სროლისთვის.
  • .338 GBM – სპეციალური სნაიპერული ვაზნით, 1800 მეტრამდე მანძილზე ზუსტი სროლისთვის.
  • .375 GBM – სპეციალური სნაიპერული ვაზნით, 1800 მეტრამდე მანძილზე ზუსტი სროლისთვის.
  • .50 BMG – ანტიმატერიული შაშხანა 2500 მეტრ მანძილზე სამუშაოდ.
სამიზნეები ოპტიკური
სატევარის ტიპის შაშხანების პროტოტიპები
სატევარი-2

მოდიფიკაციები და აღწერა

რედაქტირება

მოდიფიკაციები

რედაქტირება

„სატევარის“ მოდიფიკაციებია:

  • .308 Winchester – სტანდარტული ვაზნით 800 მეტრამდე მანძილზე ზუსტი სროლისთვის.
  • .300 WM – სტანდარტული ვაზნით 1000 მეტრამდე მანძილზე ზუსტი სროლისთვის.
  • .300 Norma Magnum – სტანდარტული ვაზნით 1400 მეტრამდე მანძილზე ზუსტი სროლისთვის.
  • .338 LM – სტანდარტული ვაზნით 1200 მეტრამდე მანძილზე ზუსტი სროლისთვის.
  • .338 GBM – სპეციალური სნაიპერული ვაზნით, 1800 მეტრამდე მანძილზე ზუსტი სროლისთვის.
  • .375 GBM – სპეციალური სნაიპერული ვაზნით, 1800 მეტრამდე მანძილზე ზუსტი სროლისთვის.
  • .50 BMG – ანტიმატერიული შაშხანა 2500 მეტრ მანძილზე სამუშაოდ.[1]

თითოეული მოდიფიკაცია აღჭურვილია გრძივად მოსრიალე მექანიკური საკეტით და აქვს რეგულირებადი სასხლეტი, რომლის ძალვის რეგულირება შესაძლებელია 0,2 დან 1,2 კგ-მდე. შაშხანა აღჭურვილია უკანა რეგულირებადი საყრდენი ფეხით (მონოპოდი) და წინა ორფეხათი (ბიპოდი). შაშხანაზე შესაძლებელია როგორც Harris Bipods-ის ასევე Versa-Pod Bipod-ის სტილის ორფეხას დაყენება. სპეციალური სნაიპერული კონდახი აღჭურვილია ვერტიკალურ სიბრტყეში რეგულირებადი სალოყით და ორ სიბრტყეში რეგულირებადი მხრის საბჯენით. შაშხანას აქვს სპეციალური სნაიპერული ერგონომიკული, ორთოპედიული სახელური რომელიც აიოლებს იარაღის მართვას და ნაკლებად ძაბავს ხელის მტევნის კუნთებს, რაც ზუსტი სროლის წინაპირობაა. ლულა ბოლოვდება აქტიურ-რეაქტიული 5 კამერიანი ლულის მუხრუჭით, რომელიც სროლისას წარმოქმნილ უკუცემის ენერგიას მნიშვნელოვნად ამცირებს. ვაზნების მიწოდების სისტემა ორი ტიპისაა, კლასიკური სქემის მჭიდით და ერთეულოვანი დატენვით.[1]

მონაცემები

რედაქტირება
მონაცემები აღებულია „დელტას“ ოფიციალური საიტიდან
მონაცემის ტიპი-კალიბრის მიხედვით მოდიფიკაცია-კალიბრის მიხედვით მონაცემი-კალიბრის მიხედვით
საერთო სიგრძე .308 Win 1160 მმ
.300 WM 1220 მმ
.300 NM 1220 მმ
.338 LM 1220 მმ
.338 GBM 1250 მმ
.375 GBM 1250 მმ
.50 BMG 1300 მმ
მასა .308 Win 5,5 კგ
.300 WM 5,5 კგ
.300 NM 6 კგ
.338 LM 6 კგ
.338 GBM 8,5 კგ
.375 GBM 8,5 კგ
.50 BMG 12 კგ
ლულის სიგრძე .308 Win 600 მმ
.300 WM 660 მმ
.300 NM 660 მმ
.338 LM 660 მმ
.338 GBM 690 მმ
.375 GBM 690 მმ
.50 BMG 730 მმ
ზუსტი სროლის მანძილი .308 Win 800 მეტრი
.300 WM 1000 მეტრი
.300 NM 1400 მეტრი
.338 LM 1200 მეტრი
.338 GBM 1600 მეტრი
.375 GBM 1600 მეტრი
.50 BMG 2500 მეტრი
მჭიდის ტევადობა .308 Win 5+1 ვაზნა
.300 WM 5+1 ვაზნა
.300 NM 5+1 ვაზნა
.338 LM 5+1 ვაზნა
.338 GBM 4+1 ვაზნა
.375 GBM 4+1 ვაზნა
.50 BMG 4+1 ვაზნა
სროლის სიზუსტე 100 მეტრზე ყველასთვის .50 BMG-ს გარდა 0,3 MOA (დელტას სპეცვაზნებით)
ლულის ხრახნის ბიჯი .308 Win 10 დუიმი (254 მმ)
.300 WM 10 დუიმი (254 მმ)
.300 NM 9 დუიმი 228 მმ
.338 LM 9 დუიმი 228 მმ
.338 GBM 8 დუიმი (203 მმ)
.375 GBM 10 დუიმი (254 მმ)
.50 BMG 14-15 დუიმი (355-381 მმ)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება