თენგიზ მენთეშაშვილი

ქართველი პოლიტიკოსი, სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი

თენგიზ მენთეშაშვილი (დ. 26 მარტი, 1928, თბილისი — გ. 25 აპრილი, 2016) — ქართველი პოლიტიკოსი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1982). საქართველოს სსრ-ის V და IX მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. სსრკ-ის IX-XII მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

1950 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში უფროს ინჟინერ-კონსტრუქტორად. 1952 წლიდან საქართველოს ალკკ რუსთავის საქალაქო კომიტეტის მდივანი. საქართველოს ალკკ ცკ-ის მეორე მდივანი. 1961 წლიდან იყო საქართველოს კპ ცკ აპარატში პასუხსაგებ სამუშაოზე, პარტიის რუსთავის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი. 1976-1982 წლებში საქართველოს კპ თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი. სსრკ IX-XII მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოსკოვში.

ჯილდოები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება