ივა ბერაძე (დ. 28 ოქტომბერი, 1940, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1981), პროფესორი (1988). თბილისის საპატიო მოქალაქე (2014).

1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1964-1966 წლებში მუშაობდა ყვარელში ექიმ-ოფთალმოლოგად, 1966 წლიდან იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის (შემდგომში — სახელმწიფო სამედიცინო აკადემია) ასპირანტი, უმცროსი, შემდეგ, უფროსი ლაბორანტი, ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი, 1988 წლიდან — თვალის სნეულებათა კათედრის გამგე. 1999-2004 წლებში — სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის პრორექტორი სამეცნიერო დარგში, 2004 წლიდან — აკადემიის მაგისტრატურა-დოქტორანტურის დეპარტამენტის თავმჯდომარე, 1991-2000 წლებში — რესპუბლიკური ოფთალმოლოგიის ცენტრის დირექტორი.

ჯილდოები

რედაქტირება
  • 2000ღირსების ორდენი
  • 2002საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)(მედიცინის მეცნიერებათა დარგში შესრულებულ შრომათა ციკლისათვის — „თვალის მიკროქირურგიის დანერგვა და განვითარება საქართველოში 1970-1999 წლებში“)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება