გიორგი შხვაცაბაია

ქართველი მოქანდაკე

გიორგი შხვაცაბაია (დ. 15 აპრილი, 1940, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი (1990), ღირსების ორდენის კავალერი (1999), რუსთაველისა (2018)[1] და საქართველოს სახელმწიფო პრემიების ლაურეატი (2001), თბილისის საპატიო მოქალაქე (2001).[2]

გიორგი შხვაცაბაია

გიორგი შხვაცაბაია
დაიბადა 15 აპრილი, 1940 (1940-04-15) (84 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველი
სფერო მოქანდაკე
ცნობილი ნამუშევრები „მშვიდობის ჩირაღდანი“
ჯილდოები ღირსების ორდენი
რუსთაველის პრემია
სახელმწიფო პრემია
თბილისის საპატიო მოქალაქე

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
გიორგი შხვაცაბაია (მარცხნივ), მ.მდივანი, 2008 წელი

გიორგი შხვაცაბაია დაიაბადა 1940 წლის 15 აპრილს თბილისში. მამა ცნობილი მეცნიერი და სპორტსმენი გიორგი შხვაცაბაია იყო.

1964 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. იყო ნიკოლოზ კანდელაკის, ვალენტინ თოფურიძისა და გოგი ოჩიაურის მოსწავლე.[3] 1975 წელს დაამთავრა სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის შემოქმედებითი სახელოსნო. იმავე წელს შექმნა ქალის შიშველი ფიგურა „ახალგაზდრობა“, რომელიც საკავშირო სამხატვრო აკადემიის ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა. ნაწარმოები შეისყიდა ტრეტიაკოვის გალერეამ, ხოლო ავტორი იტალიაში, შემოქმედებით მივლინებაში გაიგზავნა.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ შხვაცაბაია შეუდგა პორტრეტებზე მუშაობას. ქმნის ცნობილი ქართველი მოღვაწეების პორტრეტებს (ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, ნიკოლოზ ბარათაშვილი, მირზა გელოვანი, ვერიკო ანჯაფარიძე, ევგენი მიქელაძე, ვიქტორ დოლიძე, გიორგი დანელია, გიგლა სარიშვილი, ჟიული შარტავა, მიხეილ მესხი, „ხელოვნებისმცოდნე“ და სხვა).

ფლორენციის გულმოწყალების საერთაშორისო საზოგადოებისათვის (Misercordia) შექმნა ქანდაკება „გულმოწყალება“.

1992 წლის 5 ივნისს საბერძნეთის ქალაქ ოლიმპიაში ბარსელონის ოლიმპიადის ცეცხლის დანთების ცერიმონიალის დროს საზეიმოდ გაიხსნა „მშვიდობის ჩირაღდანი“ — ბრინჯაოს ფრთოსანი ქალის ქანდაკება.[4] ძეგლი აღიმართა ოთხას მეტრში იმ ადგილიდან, სადაც პრაქსიტელეს „ჰერმესი“ დგას.[5]

გიორგი შხვაცაბაიას ნამუშევრები წარმოდგენილია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში, ამსტერდამის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, საბერძნეთში, თურქეთში, იტალიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, პოლონეთში, უზბეკეთში და კერძო კოლექციებში.[6] აქვს ჭედური ნამუშევრები, მუშაობს მედლის ხელოვნებაში — ორი ბრინჯაოს მედალი დაცულია ნოტრდამის მუზეუმში („მატისი“ და „Vide-Sile“).

ძირითადი ნამუშევრები

რედაქტირება
  • „დასვენება“ (1967)
  • „მირზა გელოვანის ძეგლი“ (ბრინჯაო, 1977)
  • „ახალგაზრდა ქალის ფიგურა“ (1975)
  • „შინმოუსვლელთა მემორიალი“ (1978)
  • „მეგობრობის ყვავილი“ (1980)
  • „ხსოვნის კედელი“ (1981, გიორგი ლეონიძის ბაღი)
  • „დროშები ჩქარა“ (ბრინჯაო, 1988, გიორგი ლეონიძის ბაღი)
  • „გალაქტიონ ტაბიძე“ (1990)
  • „ვერიკო ანჯაფარიძე“ (1990, მთაწმინდის პანთეონი),
  • „მშვიდობის ჩირაღდანი“ (1992, საბერძნეთი, ოლიმპია)
  • „Mother land“ (1997)
  • „ჟიული შარტავა“ (1997, რუსთავი, სკვერი შარტავას გამზირზე)
  • „ევგენი მიქელაძე“ (2000, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მარჯვენა სკვერი)
  • „ამაღლება“ (2004, გმირთა მოედნის სკვერი)

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „პრეზიდენტმა რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას და ეროვნული პრემიების ლაურეატები დააჯილდოვა“. Netgazeti. 24 მაისი, 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 დეკემბერი, 2022. ციტირების თარიღი: 20 დეკემბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  2. თბილისის საპატიო მოქალაქეები. თბილისის მუნიციპალიტეტის საიტი. ციტირების თარიღი: 20 დეკემბერი, 2022.
  3. გიორგი შხვაცაბაია — მოქანდაკე. Art.gov.ge (21 ნოემბერი, 2022).
  4. ისტორიის კომენტარი. Lelo.ge (13 მარტი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 დეკემბერი, 2022. ციტირების თარიღი: 20 დეკემბერი, 2022.
  5. მოქანდაკე გიორგი შხვაცაბაია (Kolkhi). Sculptor.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-12-20. ციტირების თარიღი: 20 დეკემბერი, 2022.
  6. შორენა ლაბაძე. (20 მარტი, 2017) სხვა ცის შვი­ლე­ბი. Gza.Kvirispalitra.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 დეკემბერი, 2022. ციტირების თარიღი: 20 დეკემბერი, 2022.