გიორგი შხვაცაბაია (მეცნიერი)

გიორგი იაკობის ძე შხვაცაბაია (დ. 12 ნოემბერი, 1904 — გ. 1993) — ქართველი მეცნიერი სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დარგში, სპორტსმენი. საქართველოს მეცნიერთა აკადემიის წევრ-კორ. (1956). ტექნიკური მეცნიერების დოქტორი (1951), პროფესორი (1951), საქართველოს მეცნიერების და ტექნოლოგიების დამსახურებული მოღვაწე (1961).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტი (1930). 1941 წლიდან მუშაობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. 1952–1993 წლებში იყო მოსავლის ასაღები მანქანების კათედრის გამგე. შხვაცაბიას შრომები ეხება სასოფლო-სამეურნეო მანქანათ გამოცდასა და მათი გამოსაცდელი ხელსაწყოების შექმნას. 1928 წელს გახდა პირველი საკავშირო სპარტაკიადის ჩემპიონი, 1929 წელს დაამყარა საკავშირო რეკორდი სიმაღლეზე ხტომაში (183 სმ) და გახდა პირველი ქართველი რეკორდსმენი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ეზო-სავანეში დგას მისი ბიუსტი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „თბილისი“, თბ, 2002, გვ. 929

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება