ნატალია ბურმისტროვა

ნატალია ბურმისტროვა (დ. 14 მარტი, 1918, ქ. ბორისოვი, მინსკის გუბერნია — გ. 19 აგვისტო, 2008, თბილისი) — მსახიობი, სსრკ სახალხო არტისტი (1972), თბილისის საპატიო მოქალაქე (1985), ღირსების ორდენის კავალერი (1997).[1]

ნატალია ბურმისტროვა
დაბადების თარიღი 14 მარტი, 1918
ბორისოვი
გარდაცვალების თარიღი 19 აგვისტო, 2008 (90 წლის)
თბილისი
საქმიანობა მსახიობი
მეუღლე(ები) იგორ ზლობინი
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი
შრომის წითელი დროშის ორდენი საპატიო ნიშნის ორდენი

ბიოგრაფია რედაქტირება

ნატალია ბურმისტროვა დაიბადა 1918 წლის 14 მარტს ბელორუსიის ქალაქ ბორისოვში, პროვინციელი მსახიობების ოჯახში. 1936 წელს დაამთავრა ქ. ბალაშოვის საშუალო სკოლა და გახდა ტომსკის დრამისა და კომედიის თეატრის დასის წევრი, ხოლო მოგვიანებით მუშაობდა პეტროპავლოვსკის დრამატულ თეატრში, გორკის დრამის თეატრში და სხვა. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. 1941 წლიდან იყო სანიტარული მატარებლის სანიტარი, შემდეგ მოძრავი საფრონტო თეატრის მსახიობი.

1948 წლიდან თბილისის გრიბოედოვის სახელობის დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობი გახდა. ითამაშა 200-მდე მთავარი როლი. თეატრში განასახიერა როლები: ნინა ზარეჩნაია („თოლია“, ანტონ ჩეხოვი), ტანია („ტანია“, ალექსი არბუზოვი), მაშა („ცოცხალი ლეში“, ლევ ტოლსტოი), ლუიზა („ვერაგობა და სიყვარული“, ფრიდრიხ შილერი), ლიდია ვასილის ასული ჟერბერი („ძველმოდური კომედია“, ალექსი არბუზოვი), გაიანე („ჩაძირული ქვები“, ილო მოსაშვილი) და სხვა. იყო საქართველოს სსრ-ის IV და V მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

ნატალია ბურმისტროვა გარდაიცვალა 2008 წლის 19 აგვისტოს. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

2018 წლის 14 მარტს, გრიბოედოვის თეატრში აღინიშნა ნატალია ბურმისტროვას 100 წლის იუბილე და გაიხსნა მისი სახელობის საგრიმიორო.

ჯილდოები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის მსახიობების საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ