თენგიზ ღვინიაშვილი

თენგიზ ღვინიაშვილი (დ. 1 სექტემბერი, 1925, თბილისი — გ. 2007) — ქართველი მოქანდაკე, მხატვარი, პედაგოგი. საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი (1965). სკკპ, წევრი (1947-). თბილისის საპატიო მოქალაქე (2001). ჰუმანიტარული და ხელოვნების მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი. პროფესორი (1973).

1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1955 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მუშაობდა სხვადასხვა ჟანრში: პორტრეტული ბიუსტი, კომპოზიციური პორტრეტი, სკლუპტურული ჯგუფური მონუმენტი და მხატვრული და მხატვრული კერამიკა, ნამუშევრები: ივანე ჯავახიშვილის (ბრინჯაო, 1953, თბილისი), ილია ჭავჭავაძის (თუჯი, 1968, ყვარელი), ნიკოლოზ ბარათაშვილის (ბრინჯაო, 1970, გორი), ზაქარია ფალიაშვილის (ბრინჯაო, 1970), პ. ჩაიკოვსკის (ბრინჯაო, 1976 — ორივე ბორჯომი), იაკობ ნიკოლაძის (ბრინჯაო, 1978, ქუთაისი), ნიკოლოზ მუსხელიშვილის (ქვა, 1984, თბილისი), ძეგლები და სხვა.

ჯილდოები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება