თენგიზ ახმეტელი
თენგიზ ახმეტელი (დ. 1 ოქტომბერი, 1924, თბილისი — გ. 29 თებერვალი, 2012) — ქართველი ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1986). თბილისის საპატიო მოქალაქე (2009).
1947 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1951–1957 წლებში იყო რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ორდინატორი. 1957–1959 წლებში — ამავე საავადმყოფოს გულ–მკერდის ქირურგიის განყოფილების გამგე. 1959–1961 წლებში იყო ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის, ქირურგიისა და ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი. 1961–1963 წლებში — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის ასისტენტი, 1963–1970 წლებში — დოცენტი, 1970–1983 წლებში — პროფესორი, 1983–1995 წლებში იყო ამავე კათედრის გამგე. ავტორია 265 სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის 20 მონოგრაფიის და რამდენიმე დამხმარე სახელმძღვანელოსი. მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია 8 სადოქტორო და 15 საკანდიდატო დისერტაცია.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – „ცხიმიანი ემბოლიით გამოწვეული გვიანი სიკვდილის მექანიზმი“, დაიცვა 1958 წელს, ხოლო სადოქტორო დისერტაციის თემა – „ტოკსიკური ჩიყვის კლინიკა და მკურნალობა“, რომელიც 1967 წელს დაიცვა.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
რედაქტირება- გრიგოლ მუხაძის სახელობის თბილისის ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭო, წევრი
- მედიკო–ბიოლოგიური აკადემია, აკადემიკოსი (1994-)
- საკავშირო სამედიცინო აკადემიასთან არსებული საპრობლემო კომისია, თავმჯდომარის მოადგილე
- სამხედრო–სამედიცინო აკადემია, აკადემიკოსი (1996-)
- სპეციალიზებული სადისერტაციო საბჭო, თავმჯდომარე
ჯილდოები
რედაქტირება- 1995 — ღირსების ორდენი
- საქართველოს ქირურგთა ასოციაციის ოქროს სამახსოვრო მედალი და ოქროს სკალპელი, დაბადების 80 წლისთავთან დაკავშირებით