რაფაელ ჩიმიშკიანი
რაფაელ ჩიმიშკიანი (დ. 23 მარტი 1929, თბილისი — გ. 25 სექტემბერი, 2022) — ქართველი და საბჭოთა ძალოსანი (50, 60 კგ). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1952). 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1954, 1955) და ორგზის მეორე პრიზიორი (1950, 1953), ევროპის ექვსგზის ჩემპიონი (1950, 1951, 1954–1957) და მეორე პრიზიორი (1953), მსოფლიო უნივერსიადების ჩემპიონი (1951). საბჭოთა კავშირის ათგზის ჩემპიონი (1949, 1951, 1954, 1955, 1960 — პირად შეჯიბრებაში, 1948–1952 — გუნდურ ჩათვლაში). ხუთგზის მეორე (1950, 1952, 1953, 1957, 1958) და მესამე (1956) პრიზიორი, საბჭოთა კავშირის ხალხთა I სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1956). საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. საპატიო ნიშნის ორდენის (1957),[1] ღირსების ორდენის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე (2003).
პირადი ინფორმაცია | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
სრული სახელი | რაფაელ არკადის ძე ჩიმიშკიანი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დაბ. თარიღი | 23 მარტი, 1929 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დაბ. ადგილი | ტფილისი, საქართველოს სსრ, ასფსრ, სსრ კავშირი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გარდ. თარიღი | 25 სექტემბერი, 2022 (93 წლის) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სიმაღლე | 158 სმ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
წონა | 56–60 კგ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სპორტი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ქვეყანა |
სსრ კავშირი საქართველო | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სახეობა | ძალოსნობა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
კლუბი | „დინამო“ (თბილისი) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მწვრთნელი |
პავლე გუმაშიანი იზრაილ მეხანიკი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჯილდოები |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
დავით ციმაკურიძე, მედეა ჯუღელი და რაფაელ ჩიმიშკიანი იყვნენ პირველი სპორტსმენები საქართველოდან, რომლებმაც ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვეს.[2][3][4][5]
2012 წლის 23 მარტს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[6]
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1929 წლის 23 მარტს თბილისში. მამა, არკადი ჩიმიშკიანი, რკინიგზის სამმართველოში ცვლის უფროსად მუშაობდა, დედა, ნინო ბერიძე — დიასახლისი, ოჯახს უძღვებოდა. ძმა სურენი რაფაელზე სამი წლით იყო უფროსი.[7]
მერვე კლასის მოსწავლემ ბესიკის ქუჩაზე № 4 „დინამოს“ დარბაზში პავლე გუმაშიანის ჯგუფში დაიწყო ვარჯიში. იმ დროს ამ დარბაზში ვარჯიშობდნენ ისეთი სახელოვანი ძალოსნები, როგორებიც იყვნენ საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატები — მოისეი კასიანიკი, ვლადიმერ სვეტილკო და მამია ჟღენტი.[8]
სამი თვის ვარჯიშის შემდეგ საკავშირო პირველობაზე ქალაქ გორკში გაემგზავრა. მის წონაში სამ ათეულზე მეტი ძალოსანი გამოდიოდა, რომელთა შორის მე-9 ადგილი დაიკავა.
1948 წლის მიწურულს ლენინგრადში საკავშირო ჩემპიონატზე სახელოვან სპორტსმენებს — ევროპის მაშინდელ ჩემპიონ ივან აზდაროვსა და საკავშირო ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულ დიმიტრი დონსკოის აჯობა და მჩატე წონაში (56 კგ) პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი.[9]
ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული ჰელსინკიში მსოფლიო რეკორდით მოიგო: სამჭიდის ჯამში 337,5 კგ დაძლია.[10][11]
1952–1957 წლებში 10-ჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი: სამჭიდში 5-ჯერ, ატაცში — 3-ჯერ, აკვრაში — 2-ჯერ.
1955 წლის ივნისში, მოსკოვში საბჭოთა კავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო ძალოსანთა ნაკრები გუნდების შეხვედრა გაიმართა. თავის წონით კატეგორიაში (60 კგ) 340 კგ დაძლია და მეტოქე დაამარცხა.
რაფაელ ჩიმიშკიანი არის ძალოსნობაში საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. დასახელებულია საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ძალოსნად. 2003 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა დავით ჭელიძის წიგნი „რაფაელ ჩიმიშკიანი“.
2021 წლის 23 მარტს თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ძალოსნობაში საქართველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონის რაფაელ ჩიმიშკიანის სახელობის თბილისის ღია პირველობა დაარსდა.[12]
გარდაიცვალა 2022 წლის 25 სექტემბერს, 93 წლის ასაკში.[13]
ძირითადი შედეგები
რედაქტირებაწელი | ტურნირი | მასპინძელი | წონითი კატეგორია |
ადგილი |
---|---|---|---|---|
1950 | ევროპის ჩემპიონატი | საფრანგეთი, პარიზი | -56 კგ | |
1950 | მსოფლიო ჩემპიონატი | საფრანგეთი, პარიზი | -56 კგ | |
1952 | ევროპის ჩემპიონატი | ფინეთი, ჰელსინკი | -60 კგ | |
1952 | ზაფხულის XV ოლიმპიური თამაშები | ფინეთი, ჰელსინკი | -60 კგ | |
1953 | ევროპის ჩემპიონატი | შვედეთი, სტოკჰოლმი | -60 კგ | |
1953 | მსოფლიო ჩემპიონატი | შვედეთი, სტოკჰოლმი | -60 კგ | |
1954 | ევროპის ჩემპიონატი | ავსტრია, ვენა | -60 კგ | |
1954 | მსოფლიო ჩემპიონატი | ავსტრია, ვენა | -60 კგ | |
1955 | ევროპის ჩემპიონატი | გერმანია, მიუნხენი | -60 კგ | |
1955 | მსოფლიო ჩემპიონატი | გერმანია, მიუნხენი | -60 კგ | |
1956 | ევროპის ჩემპიონატი | ფინეთი, ჰელსინკი | -60 კგ | |
1957 | ევროპის ჩემპიონატი | პოლონეთი, კატოვიცე | -60 კგ |
მიღწევები
რედაქტირება- ოლიმპიური ჩემპიონი
- 1952 (60 კგ; ჰელსინკი)
- მსოფლიოს ჩემპიონი
- 1954 (60 კგ; ვენა, ავსტრია)
- 1955 (60 კგ; მიუნხენი, გერმანია)
- მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი
- 1950 (56 კგ; პარიზი, საფრანგეთი)
- 1953 (60 კგ; სტოკჰოლმი, შვედეთი)
- ევროპის ჩემპიონი
- 1950 (56 კგ; პარიზი, საფრანგეთი)
- 1954 (60 კგ; ვენა, ავსტრია)
- 1955 (60 კგ; მიუნხენი, გერმანია)
- 1956 (60 კგ; ჰელსინკი, ფინეთი)
- 1957 (60 კგ; კატოვიცე, პოლონეთი)
- ევროპის ვიცე-ჩემპიონი
- 1953 (60 კგ; სტოკჰოლმი, შვედეთი)
- მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი
- 1951
- საბჭოთა კავშირის ხალხთა I სპარტაკიადის ბრინჯაოს პრიზიორი
- 1956 (60 კგ; მოსკოვი)
- საბჭოთა კავშირის ჩემპიონი
- 1948 (გუნდური)
- 1949 (49 კგ და გუნდური; ვორონეჟი)
- 1950 (გუნდური; ხარკივი)
- 1951 (60 კგ და გუნდური; კაუნასი)
- 1952 (გუნდური; ივანოვო)
- 1954 (60 კგ; პეტროზავოდსკი)
- 1955 (60 კგ; მინსკი)
- 1960 (60 კგ; ლენინგრადი)
- საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი
- 1950 (60 კგ; ხარკივი)
- 1952 (60 კგ; ივანოვო)
- 1953 (60 კგ; ტალინი)
- 1957 (60 კგ; ლვოვი)
- 1958 (60 კგ; სტალინო)
- საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
- 1956 (60 კგ; მოსკოვი)
- 1962 (60 კგ; თბილისი)
ლიტერატურა
რედაქტირება- თავისუფლების დღიურები, 2008 : რადიო „თავისუფლების“ პროექტი, გვ. 208, თბ., 2009
- ბერიშვილი, ელგუჯა., ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თბ.: პალიტრა L, 2013. — გვ. 222. 371 გვ.
- ჭელიძე, დავით., რაფაელ ჩიმიშკიანი, თბ.: საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია, 2011.
- Павлов С. П., Чимишкян Рафаэль Аркадьевич, М.: Олимпийская энциклопедия, 1980. — გვ. 415.
პერიოდიკა
რედაქტირება- ფარულავა, გ., ჩვენი სპორტის სახელოვანი ვეტერანები • ბოლომდე ერთგული // „ლელო“, 4 აპრილი, 1979, № 63 (6374), გვ. 2.
- ბრწყინვალე გამარჯვება — რაფაელ ჩიმიშკიანი // „ლელო“, 27 აპრილი, 1955, № 34 (840), გვ. 1.
- გურასაშვილი, ავთანდილ., განუმეორებელი რაფაელი // „სარბიელი“, 22 თებერვალი, 1955, № 20 (385), გვ. 7.
- Еремян, Арсен., Дядя Павлик — отец чемпионов // Русский клуб, იანვარი, 2015, № 1, გვ. 24–25.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რაფაელ ჩიმიშკიანი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- რაფაელ ჩიმიშკიანი — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- რაფაელ ჩიმიშკიანი — ქართული სპორტი
- რაფაელ ჩიმიშკიანი — მემატიანე
- რაფაელ ჩიმიშკიანი — საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Сборник указов Президиума Верховного Совета СССР о награждении орденами и медалями СССР, Июль 1957, № 27 (120). — С. 27.. Naukaprava.ru. Научно-практическая электронная библиотека «Наука права». ციტირების თარიღი: 3 თებერვალი, 2022
- ↑ ჭელიძე, დ., 2011, გვ. 37
- ↑ „განათლების მინისტრის მოადგილეებმა რაფაელ ჩიმიშკიანს 90 წლის იუბილე მიულოცეს“. InterPressNews.ge. ინტერპრესნიუსი. 23 მარტი, 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-01. ციტირების თარიღი: 1 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Rafael Chimishkyan. Chidlovski.net. Arthur R. Chidlovski. ციტირების თარიღი: 1 თებერვალი, 2022
- ↑ ვინ იყვნენ პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები. players.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-12. ციტირების თარიღი: 12 თებერვალი, 2022
- ↑ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური (9 მაისი, 2020). „მინისტრმა რაფაელ ჩიმიშკიანი და იური ოსიპოვი სპორტის რაინდის წოდებებით დააჯილდოვა“. sok.ge. საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-01. ციტირების თარიღი: 1 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ ჭელიძე, დ., 2011, გვ. 5
- ↑ „Вспоминая Рафаэля Чимишкяна“. zen.yandex.ru. 1 ივლისი, 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-01. ციტირების თარიღი: 1 თებერვალი, 2022. ციტატა: „Испытав на себе мою силу, он пригласил меня в клуб, находящийся в подвале дома № 4 по улице Бесики, где в то время занимались такие знаменитые штангисты, как чемпион СССР, заслуженный мастер спорта Касьянник, чемпион СССР, серебряный призёр чемпионата мира 1946 года, заслуженный мастер спорта Владимир Светилко, чемпион СССР, заслуженный мастер спорта Мамия Жгенти.“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ დანელია, ვაჟა (12 მაისი, 2019). „რაფაელ ჩიმიშკიანი: ვორობიოვმა სტალინს აგინა, მეკოკიშვილმა გაულაწუნა, მე ტრაპზე გამომიცხადეს — ოლიმპიადისთვის ფორმაში არ ხარო“. lelo.ge. „ლელო“. ციტირების თარიღი: 1 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Павел Копачев и Вячеслав Самбур в гостях у человека, который выиграл для Союза золото самой первой Олимпиады. (9 მაისი, 2020). „«Американцы присылали нам яичный порошок гуманитарной помощью». СССР на первой Олимпиаде после войны“. Sports.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-01. ციტირების თარიღი: 1 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „О сильных и умелых. И.Б. Борисов · Маленькое чудо“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 1 თებერვალი, 2022. ციტატა: „На Олимпийских играх 1952 года сильнейший полулегковес страны стал сильнейшим в мире. В затянувшемся за полночь поединке с тринададцем Уилкисом молодой советский штангист установил мировой рекорд в троебории — 337,5 кг.“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „თბილისის მერიამ საქართველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონის სახელობის თბილისის ღია პირველობა დააარსა“. imedinews.ge. Imedi News. 23 მარტი, 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-01. ციტირების თარიღი: 1 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ მათიაშვილი, ნიკა (25 სექტემბერი, 2022). „93 წლის ასაკში რაფაელ ჩიმიშკიანი გარდაიცვალა“. crystalsport.ge. ციტირების თარიღი: 25 სექტემბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)