თამაზ მაღლაკელიძე

თამაზ მაღლაკელიძე (დ. 14 მარტი, 1947, ხულო) — ქართველი პულმონოლოგი; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1987), საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი (2015).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1970-1971 წლებში მუშაობდა ქ. ბორჯომში, სანატორიუმ „ლიკანის“ თერაპევტად; 1971-1977 წლებში იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის პულმონოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი, ასისტენტი (1977-1991), დოცენტი (1991-1995), პროფესორი (1995-2006).

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ჯერ, ფარმაცევტული (1990-1994) და შემდეგ (1994-1996) სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი. 1998-2007 წლებში — ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის შინაგანი მედიცინის დეპატრამენტის ხელმძღვანელი, 2005-2009 წლებში — სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, 2007-2012 წლებში — გენ. დირექტორის I მოადგილე, 2015 წლიდან — თსუ-ს პროფესორი.

2012 წლიდან გერმანულ-ქართულ კლინიკა შპს „დიაგნოსტიკური სერვისის“ პულმონოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2015 წლიდან შპს „აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელმწიფო გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის“ პულმონოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

მაღლაკელიძე არის 2007 წლიდან საქართველოს რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი; 2004 წლიდან — საქართველოს რესპირაციული ჟურნალის მთ. რედაქტორი, 2017 წლიდან ჟურნალ „პულმონოლოგიის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი (მოსკოვი); 2012 წლიდან კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კონსულტანტია; 2017 წლიდან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რესპირატორულ დაავადებებთან ბრძოლის გლობალური ალიანსის (GARD) კავკასიის კოორდინატორი, ამავე ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური თავმჯდომარე (2019).

ნაღლაკელიძე არის მრავალი სამეცნიერო შრომის (მ.შ. 4 მეთოდური რეკომენდაციის და 5 გაიდლაინის) ავტორი, რომელიც ეხება რესპირატორული მედიცინის აქტუალურ საკითხებს.

ჯილდოები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება წელს 26-მა მოქალაქემ მიიღო“. interpressnews.ge. 30 სექტემბერი, 2023. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)