ჯუნა მიქატაძე

დიმიტრი მიქატაძე, 1932-2005 Sculptor, Painter.; born 6 May, 1932
(გადამისამართდა გვერდიდან დიმიტრი მიქატაძე)

დიმიტრი (ჯუნა) მიქატაძე (დ. 6 მაისი, 1932, თბილისი — გ. 2005) — ქართველი მოქანდაკე, მხატვარი. საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი (1969), საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი (1985), თბილისის საპატიო მოქალაქე (1998).

1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი.

1963-1966 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სასწავლო ოსტატი, 1966-1971წწ. უფროსი მასწავლებელი, 1971-1978წწ. დოცენტი, 1978 წლიდან პროფესორი. არის „გორგასლის“(1957), „მზეჭაბუკის“ (1964), „რუსთაველის მონუმენტის“ (1967), „რუსთაველის პორტრეტის“ (1971), „გალაკტიონ ტაბიძის“ (1979), „მარი ბროსეს“ (1995), „იოანე პეტრიწის“ (1996), „ლადო გუდიაშვილის“ (1999) და სხვათა ძეგლების ავტორი. 1957 წლიდან სისტემატურად მონაწილეობდა საშემოდგომო, საგაზაფხულო, რესპუბლიკურ და საკავშირო გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. ჯ. მიქატაძე მოღვაწეობდა კინემატოგრაფიაშიც. დიდი იუმორით დაჯილდოებული, ის სახასიათო როლების ბრწყინვალე შემსრულებელი იყო. ითამაშა ისეთ ფილმებში, როგორიცაა: „კუჩხი ბედინერი“ (რეჟ. გურამ პატარაია), „ოტელო“ (რეჟ. ნანა ჯანელიძე). მონაწილეობდა სხვადასხვა კონკურსებში, მათ შორის: კონკურსი შოთა რუსთაველის ძეგლისთვის (1967, II პრემია), კონკურსი ვახტანგ გორგასლის ძეგლისთვის (III პრემია).

ჯილდოები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება