თამაზ ჩხენკელი

ქართველი პოეტი, მწერალი, ლიტერატორი და მთარგმნელი

თამაზ ვასილის ძე ჩხენკელი (დ. 26 ნოემბერი, 1927 — გ. 9 ნოემბერი, 2010) — ქართველი პოეტი, მწერალი, ლიტერატორი. ინდური და ჩინური პოეზიის მთარგმნელი.

თამაზ ჩხენკელი
Tamaz Cxenkeli.gif
დაბადების თარიღი 26 ნოემბერი, 1927(1927-11-26)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 9 ნოემბერი, 2010(2010-11-09) (82 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველო
საქმიანობა პოეტი, მწერალი, ლიტერატორი და მთარგმნელი
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფიარედაქტირება

თამაზ ჩხენკელი დაიბადა თბილისში, 1927 წლის 26 ნოემბერს.

მშობლები: თამარ ასლანიშვილი, ვასილ ჩხენკელი.

მეუღლე: ლილი გოგუა (1934).

შვილები: გვანცა (1958), ნათია (1971).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიის ფაკულტეტი (1952).

მუშაობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში (1958 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე). დაიცვა საკანდიდატო დოსერტაცია თემაზე: „პიროვნების გარდაქმნის მითოსური საფუძველი ვაჟა-ფშაველას პოემებში“ (1972).

გამოქვენებული აქვს მრავალი ნაშრომი ასომთავრული ანბანის შექმნის, მისი გრაფიკული დ რიცხვული სტრუქტურის შესახებ.

მწერლის ერთ-ერთი საუკეთესო თარგმანად რაბინდრანათ თაგორის „გიტანჯალი“ ითვლება, ისევე როგორც ბო ძიუ-ის ლირიკა. წლების განმავლობაში მუშაობდა ქართული ანბანის კვლევაზე.[1] მას ეკუთვნის ცნობილი მონოგრაფიები და ლიტერატურული წერილები, რომელთა შორის მონოგრაფია „ტრაგიკული ნიღბები“ ქართული მწერლობის კრიტიკაზე შექმნილ ერთ-ერთ საუკეთესო წიგნად ითვლება.

თამაზ ჩხენკელი 2002 წელს თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს. იგი ასევე იყო ივანე მაჩაბელის პრემიის ლაურეატი.

გარდაიცვალა 2010 წლის 9 ნოემბერს, თბილისში, 83 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ნათარგმნი და წიგნებად გამოცემული ნაშრომებირედაქტირება

  • ბო ძიუ-ი „ლექსები“ (1956).
  • რაბინდრანათ თაგორი „გიტანჯალი“ (1960).
  • „ბჰაგავატგიტა“ (1963).
  • „აღმოსავლური ლირიკა“ (1966).
  • უოლტ უიტმენი „ბალახის ფოთლები“ (1966).
  • დანტე ალიგიერი „ახალი ცხოვრება“ (1966).
  • „ბენგალია“ (1970).
  • „ტრაგიკული ნიღბები“ (1971).
  • ჰომეროსი „ოდისეა“ (1975).
  • „ინდური საგალობლები“, „ახალი ინდოეთის მოაზროვნეები“ (1978).
  • ა.ს. პუშკინი „მცირე ტრაგედიები“ (1978.
  • ჰომეროსი „ოდისეა“ (ზურაბ კიკნაძესთან ერთად, 1975).
  • „მზებუდობა“ – ლექსების კრებული (1980).
  • „მარიოტა“ (1986).
  • "მშვენიერი მძლევარი“ – ესეების კრებული (1989).
  • ა.ფ. ლოსევი „დუმილი“ (1993).
  • ხორხე ლუის ბორხესი „ენიგმათა სარკე“ (1996).
  • „მწვანე ბივრიტი“ – ესეების კრებული (2002).
  • „ლაზარე, გამოვედ გარე“ – კვლევა ქართული ანბანის შესახებ(2009).
  • „სარკითა და სახითა“ – ლექსების კრებული(2002).
  • „100 ლექსი“ (2012).

მრწამსირედაქტირება

„ჩემს ცხოვრებისეულ პრინციპს განასახიერებს დევიზი, რომელიც „შევარდნელთა“ მისალმებას წარმოადგენდა: „ვგუშაგობ ერს“ – „მარად“ (ბიძაჩემი – ცნობილი ექიმი, მთამსვლელი და მწიგნობარი – სოსო ასლანიშვილი ჟურნალ „შევარდენის“ რედაქტორი იყო). რაც შეეხება კრედოს, ის გამოხატულია ინდოელი, რუსი, ევროპელი და ამერიკელი მოაზროვნეების (ანთროპოლოგების, ფიზიკოსების, თეოლოგების, მწერლების) იმ წერილებში, რომლებსაც მე ვთარგმნიდი და ვაქვეყნებდი ჩვენს ლიტერატურულ და მეცნიერულ პერიოდიკაში 45 წლის მანძილზე, და რომლის ერთ წიგნად გამოცემა დღემდე ვერ მოხერხდა. ეს წერილები მეოცე საუკუნის მსოფლიოს საჭირბოროტო საკითხებს ეხება“.[2]

ჯილდოებირედაქტირება

  • 2007 - „საბა“ ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. თამაზ ჩხენკელი გარდაიცვალა // GeoNews.ge[მკვდარი ბმული]
  2. „ვინ ვინაა საქართველოში“ 1998–99 – „ქართული ბიოგრაფიული ცენტრი“, გვერდი 377