ქეთი დოლიძე

ქართველი თეატრისა და კინოს რეჟისორი
(გადამისამართდა გვერდიდან ქეთევან დოლიძე)

ქეთევან (ქეთი) დოლიძე (დ. 4 დეკემბერი, 1945, თბილისი) — ქართველი თეატრისა და კინოს რეჟისორი, მსახიობი, საქართველოს ღირსების ორდენისა და (1996) თამარ მეფის ორდენის კავალერი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2015).

ქეთი დოლიძე
დაბადების თარიღი 4 დეკემბერი, 1945 (1945-12-04) (79 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი
საქმიანობა რეჟისორი, მსახიობი
ორგანიზაცია საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი
შვილ(ებ)ი 2
მშობლები მამა: სიკო დოლიძე
ჯილდოები თამარ მეფის ორდენი საქართველოს ღირსების ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა თბილისში. 1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო და სამსახიობო ფაკულტეტები.

1974–1998 წლებში იყო საქართველოს სამაუწყებლო ტელევიზიის რეჟისორი. 1975 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დამდგმელი რეჟისორი. 1997 წლიდან კინომსახიობთა თეატრის რეჟისორი, საერთაშორისო ფესტივალ „საჩუქრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო 1993 წლიდან ქალთა მოძრაობა „მანდილის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და კომიტეტის თავმჯდომარე. იგი არის ასევე მიხეილ თუმანიშვილი სახელობის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. დამდგმელი რეჟისორია ფილმებისა: „კაცია-ადამიანი?!“ (1979), „კუკარაჩა“ (1983), „სანამ წვიმა გადივლიდეს“ (1985), „მარტოხელა მონადირე“ (1989), „ო, რა ტკბილია განშორების ეს ნაზი სევდა“ (1992) და სხვა. ასევე ის არის ავტორი, სატელევიზიო დადგმებისა: „დღესასწაული“ (1973), „ცოლ-ქმარი ბინას დაეძებს“ (1975) და სხვა.

მის ფილმებს მოპოვებული აქვს რამდენიმე ჯილდო, მათ შორის აღსანიშნავია „კუკარაჩა“, რომელმაც 1983 წელს მოიპოვა პრიზი საუკეთესო ეკრანიზაციისათვის, ლენინგრადის ფილმების ფესტივალზე. ასევე „ძველი მელოდია“, რომელმაც ტაშკენტში 1985 წელს მოიპოვა პირიზი აზიური ფილმების ფესტივალზე.

შესრულებული აქვს როლები სპექტაკლებში: „სისხლიანი ქორწილი“ (1974), „შენსკენ სავალი გზები“ (1984), „მედეა – გახლეჩილი სამყარო“ (1997), „ჩემი თაობის ავტოპორტრეტი“ (2000 წელი) და სხვა. ქეთი დოლიძე არის ქალთა საერთაშორისო მოძრაობის „თეთრი მანდილის“ დამფუძნებელი, ეს ორგანიზაცია დაარსდა 1993 წელს.

ქეთი დოლიძე დაჯილდოებულია ღირსებისა (1996) და თამარ მეფის (2021)[1] ორდენებით. ჰყავს ორი შვილი. ქეთი დოლიძის მამა — სიკო დოლიძე, ასევე ცნობილი რეჟისორი იყო.

კულტურის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის განცხადების საფუძველზე, 2017 წელს ქეთი დოლიძე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლდა.

მისმა ფრაზამ „ჩემი კუკარაჩა ნანახი გაქვს?“ ინტერნეტ-სივრცე დაიპყრო და საზოგადოებაში განხილვის საგნად იქცა.[2]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 428, ISBN 99928-20-32-2.
  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998–1999. — გვ. 118

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „პრეზიდენტმა ქეთი დოლიძე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა“. formulanews.ge. ციტირების თარიღი: 8 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  2. „ეს ცისფერთვალება ბიჭი რა შუაშია, დუმბაძის კუკარაჩა შავტუხა უნდა იყოს“ - ვინ იწუნებდა ლევან უჩანეიშვილს კუკარაჩას როლზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-10-07. ციტირების თარიღი: 2022-10-08.