თამარ მეფის ორდენი (სახელმწიფო ჯილდო)

საქართველოს სახელმწიფო ჯილდო
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თამარ მეფის ორდენი (განთავისუფლების კომიტეტი).

თამარ მეფის ორდენი — საქართველოს სახელმწიფო ჯილდო, ორდენი, რომლითაც ჯილდოვდებიან ქალები ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის, გამორჩეული სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის.[1] ორდენი საქართველოს მეფის, თამარ მეფის სახელობისაა. დამტკიცებულია 2009 წლის 31 ივლისის საქართველოს პარლამენტის № 1553 დადგენილებით. პირველი ორდენი 2011 წლის 2 სექტემბერს მიენიჭა მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატს, „ბრწყინვალების ორდენის“ კა­ვალერს, ცნობილ ქართველ სოპრანოს ლამარა ჭყონიას.[2]

თამარ მეფის ორდენი
ქვეყანასაქართველოს დროშა საქართველო
ტიპიორდენი
სტატისტიკა
დაწესების თარიღი31 ივლისი, 2011
რიგითობა
მაღალი ჯილდოდავით აღმაშენებელის ორდენი
დაბალი ჯილდობრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი

თამარ მეფის ორდენი არის 585 სინჯის ოქროს 100-გრამიანი ვარსკვლავი. თამარ მეფის ორდენი და მისი ესკიზი დამზადებულია ლიეტუვის ზარაფხანაში.[3]

ორდენის ავერსი — დიდი ვარსკვლავი არის თეთრი მინანქრით, ბოლოები აქვს ოქროსფერი, ფონად დომინირებს მწვანე მინანქარი. ასევე გამოყენებულია ოქროსფერი და შავი. ცენტრში რელიეფურად (ამოწეული) გამოსახულია თამარ მეფე, გარშემო წითელი მინანქარია გამოყენებული წარწერით: „თამარ მეფე“. ქვემოთ აქვს დამუშავებული ორნამენტი. ვარსკვლავი ოქროს ყუნწით მოძრავად უკავშირდება სამაგრის რგოლს. ოქროს რგოლი ხისტად არის დაკავშირებული სამაგრთან. სამაგრის რგოლი არის მწვანე მინანქრით.[3]

ორდენის რევერსი — ცენტრში ოქროსფერ ფონზე რელიეფურად (ამოწეული) გამოსახულია საქართველოს გერბი. გერბის გარშემო არის წრე, რომელიც დამუშავებულია ორნამენტებით. ორდენის ბაფთა არის წითელი და თეთრი.[3]

ორდენით დაჯილდოებულები

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  • ამავე სახელით 1915 წელს საქართველოს გარეთ შექმნილმა „განთავისუფლების კომიტეტმა“ შექმნა ჯილდო — თამარ მეფის ორდენი — რომლითაც საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის სამხედრო და სამოქალაქო პირების ჯილდო იყო.
  1. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების დებულება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-29. ციტირების თარიღი: 2019-01-20.
  2. ჯავახი­შვი­ლი ნ., ჭიჭინაძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
  3. 3.0 3.1 3.2 საქართველოს მოქმედი სახელმწიფო ჯილდოები : „ჰეროლდი“, 2020, № 9, გვ. 15, ISBN 2298-0261.
  4. 4.0 4.1 4.2 2003-2015 წლებში საქართველოს პრეზიდენტების მიერ გაცემული სახელმწიფო ჯილდოები. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (10 მაისი, 2016). ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი, 2021
  5. ბოგვერაძე, მარიამ (9 მარტი, 2021). „პრეზიდენტმა თამარ მეფის ორდენით კულტურის სფეროში მომუშავე 8 ქალი დააჯილდოვა“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  6. "თქვენში ჩვენს თავს ვხედავთ" - პრეზიდენტმა ნონა გაფრინდაშვილს თამარ მეფის ორდენი გადასცა“. Tabula. 12 ოქტომბერი, 2023. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)