დავით აღმაშენებლის ორდენი
(გადამისამართდა გვერდიდან დავით აღმაშენებელის ორდენი)
დავით აღმაშენებელის ორდენი — საქართველოს სახელმწიფო ჯილდო, ორდენი, რომლითაც ჯილდოვდებიან სამოქალაქო, სამხედრო და სასულიერო პირები, სახელმწიფო მოღვაწეები საქართველოს ერის წინაშე ღვაწლის, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა და აღორძინების, საზოგადოების კონსოლიდაციის, დემოკრატიის დამკვიდრების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის. ორდენი საქართველოს მეფის, დავით IV აღმაშენებლის (1089-1125) სახელობისაა. დამტკიცებულია 1992 წლის 24 დეკემბრის პარლამენტის დადგენილებით. დიზაინის ავტორია ემირ ბურჯანაძე. პირველი კავალერია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II (1998).
ლიტერატურარედაქტირება
- ჯავახიშვილი ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები დაარქივებული 2007-10-06 საიტზე Wayback Machine. . საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი