ლამარა ჭყონია
ლამარა გრიგოლის ასული ჭყონია (დ. 27 დეკემბერი, 1930, ბათუმი — გ. 14 მარტი, 2024) — ქართველი მომღერალი (ლირიკულ-კოლორატურული სოპრანო), საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1970), სსრკ სახალხო არტისტი (1976).
ლამარა ჭყონია | |
---|---|
ლამარა ჭყონია | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ლამარა ჭყონია |
დაბ. თარიღი | 27 დეკემბერი, 1930 |
დაბ. ადგილი | ბათუმი, აჭარის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 14 მარტი, 2024 (93 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი |
ჟანრ(ებ)ი | კლასიკური მუსიკა, ოპერა |
საქმიანობა | ლირიკულ-კოლორატული სოპრანო |
ლამარა ჭყონია ვიკისაწყობში |
ბიოგრაფია
რედაქტირება1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (გ. გოგიჩაძის კლასი, ადრე მეცადინეობდა ვ. ქაშაკაშვილი). 1956-1960 წლებში და 1968 წლიდან ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის, 1960-1968 წლებში კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. ლამარა ჭყონიას აქვს ლამაზი ტემბრის ხმა, სრულყოფილი ვოკალური ტექნიკა. სკკპ-ის წევრი 1974 წლიდან.
შესრულებული აქვს ოპერებიდან პარტიები: მარფა (რიმსკი-კორსაკოვი „მეფის საცოლე“), ტატიანა, იოლანტა (პეტრე ჩაიკოვსკი „ევგენი ონეგინი, „იოლანტა“), ჩიო-ჩიო სანი (ჯაკომო პუჩინი „ჩიო-ჩიო სანი“, ტოკიოს საერთაშორისო კონკურსის II პრემია ამ პარტიის საუკეთესო შესრულებისთვის, 1967), ვიოლეტა (ჯუზეპე ვერდი „ტრავიატა“), მარო, ეთერი (ზაქარია ფალიაშვილი „დაისი“, „აბესალომ და ეთერი“) და სხვ. ვოკალისტთა პრაღის (1960), სოფიის (III პრემია, 1963) საერთაშორისო და გლინკას სახელობის (1960, მოსკოვი) კონკურსების ლაურეატი. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლებით.[1]
გარდაიცვალა 2024 წლის 14 მარტს, 93 წლის ასაკში.[2]
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 2011 — თამარ მეფის ორდენი[3]
- 2011 — ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
- 1976 — სსრკ სახალხო არტისტი
- 1974 — საპატიო ნიშნის ორდენი
- 1970 — საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
- 1967 — „მადამ ბატერფლაის“ საერთაშორისო კონკურსის (ოსაკა) II პრემია
- 1960 — გლინკას სახელობის კონკურსის (მოსკოვი) ლაურეატი
ლიტერატურა
რედაქტირება- მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი – თბილისი, 2007 – გვ. 330
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 410.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ლამარა ჭყონია
- ↑ „გარდაიცვალა საოპერო მომღერალი ლამარა ჭყონია“. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 15 მარტი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ 2003-2015 წლებში საქართველოს პრეზიდენტების მიერ გაცემული სახელმწიფო ჯილდოები