ჯამლეტ ხუხაშვილი (დ. 13 აპრილი, 1944, თბილისი — გ. 5 აპრილი, 2023, თბილისი[1]) — ქართველი ჟურნალისტი, კომენტატორი, სპორტსმენი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2012), სპორტის დამსახურებული მოღვაწე (2014). საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის თავმჯდომარე.[2]

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი; მწვრთნელთა აკადემია.

1963 წლიდან იყო სპორტული კომენტატორი. 1980–1992 წლებში მუშაობდა: საქართველოს ტელევიზიაში, რადიოში, ტელეკომპანიაში „იმედი“, სპორტულ რადიოში „ჯაკო“; იყო საზოგადოება „დინამოს“ მწვრთნელი. 1994 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების უფროსი. 1990 წლიდან მაქაბის კლუბის პრეზიდენტი. ავტორი საიუბილეო წიგნისა „ყურადღება“ (2004). დასახელებულია „დინამოს“ საუკეთესო მწვრთნელად (1986), საუკეთესო სპორტულ კომენტატორად (2004). იყო სპორტული რადიო „ჯაკოს“ გენერალური დირექტორი.

მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა 2023 წლის 5 აპრილს 78 წლის ასაკში.[2]

ჯილდოები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. გარდაიცვალა ჯამლეტ ხუხაშვილი 1tv.ge
  2. 2.0 2.1 გარდაიცვალა ჯამლეტ ხუხაშვილი
  3. „პრემიერ-მინისტრმა ჯამლეტ ხუხაშვილს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადასცა“. ghn.ge. 2 მაისი, 2014. ციტირების თარიღი: 14 აპრილი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)