ბაირამ ბეგაი (დ. 20 მარტი, 1967) — ალბანელი გადამდგარი სამხედრო ოფიცერი და პოლიტიკოსი, რომელიც არის ალბანეთის პრეზიდენტი. მან შეცვალა ილირ მეტა და თანამდებობა დაიკავა 2022 წლის 24 ივლისს. იგი არის ალბანეთის მე-9 პრეზიდენტი.[1]

ბაირამ ბეგაი
ალბანეთის მე-9 პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა24 ივლისი, 2022
პრემიერ-მინისტრი  ედი რამა
წინამორბედიილირ მეტა

ალბანეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 26-ე უფროსი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
29 ივლისი, 2020 – 4 ივნისი, 2022
პრეზიდენტიილირ მეთა
წინამორბედიბარდილ კოლჩაკუ
მემკვიდრეამჟამად არ არის არჩეული

დაბადებული20 მარტი, 1967 (1967-03-20) (57 წლის)
როგოჟინი, ალბანეთი
მოქალაქეობაალბანეთის დროშა ალბანეთი
ეროვნებაალბანელი
პოლიტიკური პარტიადამოუკიდებელი
მეუღლეარმანდა ბეგაი
შვილები2
განათლებატირანას სამედიცინო უნივერსიტეტი
წოდებაგენერალ-მაიორი
პროფესიასამხედრო

ბეგაი, რომელსაც ხანგრძლივი კარიერა ჰქონდა ალბანეთის არმიაში, 2020 წლის ივლისიდან 2022 წლის ივნისამდე მსახურობდა ალბანეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 26-ე უფროსად. მიუხედავად იმისა, რომ ის პოლიტიკურად დამოუკიდებელია, 2022 წლის 3 ივნისს ბეგაი ოფიციალურად წარადგინა მმართველმა სოციალისტურმა პარტიამ 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეოთხე ტურის კანდიდატად. თანამდებობის დაკავების შემდეგ, ბეგაი გახდა მეხუთე პრეზიდენტი ალბანეთის ისტორიაში, რომელსაც აქვს სამხედრო გამოცდილება აჰმედ ზოგუს, რამიზ ალიას, ალფრედ მოისიუსა და ბუჯარ ნიშანის შემდეგ. [2]

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
ილჰამ ალიევი და ბაირამ ბეგაი

ბეგაი დაიბადა 1967 წლის 20 მარტს როგოჟინში. 1989 წელს დაამთავრა ტირანას სამედიცინო უნივერსიტეტი და 1998 წელს გახდა აქტიური სამედიცინო ოფიცერი. პროფესიული დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ მედიცინის დარგში „ასოცირებული პროფესორის“ წოდება აქვს. დაქორწინებულია და ჰყავს ორი ვაჟი. 

31-წლიანი სამხედრო კარიერის განმავლობაში ბეგაიმ მიიღო მონაწილეობა მრავალ სასწავლო სემინარში და დაასრულა უსაფრთხოებისა და თავდაცვის კურსები, მედიცინის უმაღლესი ასპირანტურის სკოლა, ასპირანტურის სპეციალიზაცია გასტროჰეპათოლოგიაში, ჰოსპიტალის მართვის კურსი და სტრატეგიული სამედიცინო ლიდერობის კურსი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სპეციალიზაციის კურსი მედიცინაში და ჯანმრთელობის კურსი საბერძნეთში. [3] [4]

ბეგაი მსახურობდა ალბანეთის შეიარაღებულ ძალებში დოქტრინისა და მომზადების სარდლობის მეთაურად. მას ეკავა სხვადასხვა თანამდებობები, მათ შორის: სამხედრო სამედიცინო ნაწილის უფროსი და სამხედრო დირექტორის მოადგილე, სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორი, ჯანდაცვის ინსპექციის დირექტორი და ა.შ. იგი დაინიშნა ალბანეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად 2020 წლის ივლისში და თანამდებობა ოფიციალურად იმავე თვის ბოლოს დაიკავა. [5]

ბეგაის ალბანეთის პარლამენტმა კენჭი უყარა 2022 წლის 4 ივნისს. მის კანდიდატურას ჰყავდა 78 მომხრე, 4 მოწინააღმდეგე, ხოლო ერთმა პარლამენტარმა თავი შეიკავა. კენჭისყრას ოპოზიციის 57-მა დეპუტატმა ბოიკოტი გამოუცხადა და აცხადებდა, რომ კანდიდატების დასახელების პროცესი არარეგულარული იყო. [6] ბაირამ ბეგაიმ შეცვალა ილირ მეტა და თანამდებობა 2022 წლის 24 ივლისს დაიკავა ალბანეთის მე-9 პრეზიდენტის რანგში. [7]

  1. Me 78 vota pro, Bajram Begaj zgjidhet Presidenti i 8-të i Shqipërisë | RTSH Lajme en. ციტირების თარიღი: 2022-06-04
  2. „Kush është kandidati për President i shumicës socialiste“. Euronews. ციტირების თარიღი: 3 June 2022.
  3. Bajram Begaj, Chief of Defence of Albania."Bajram Begaj, Chief of Defence of Albania". NATO.
  4. Major-General-Bajram-Begaj-appointed-as-the-new-Chief-of-the-General-Staff-of-the-Albanian-Armed-Forces."Major-General-Bajram-Begaj-appointed-as-the-new-Chief-of-the-General-Staff-of-the-Albanian-Armed-Forces". mod.gov.al. Retrieved 2021-07-04.
  5. U dekretua gjeneral major nga presidenti Meta, kush është komandanti Bajram Bega?. ციტირების თარიღი: 3 July 2020
  6. Albania Elects Top General as Country’s New President. ციტირების თარიღი: 2022-06-09
  7. Me 78 vota pro, Bajram Begaj zgjidhet Presidenti i 8-të i Shqipërisë | RTSH Lajme. ციტირების თარიღი: 2022-06-04