ილირ მეტა
ილირ მეტა (ალბ. Ilir Meta; დ. 24 მარტი 1969, ჩოროვოდა) — ალბანელი პოლიტიკოსი, ალბანეთის ყოფილი პრეზიდენტი 2017 წლის 24 ივლისიდან 2022 წლის 24 ივლისამდე.[2] ალბანეთის პრემიერ-მინისტრი 1999-2002 წლებში, ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 2002-2003 და 2009-2010 წლებში, 2013 წლის 10 სექტემბრიდან 2017 წლის 24 ივლისამდე ალბანეთის პარლამენტის სპიკერი.[3] ეკავა ვიცე-პრემიერის და ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობები, როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე მთავრობებში.
ილირ მეტა | |
---|---|
ალბ. Ilir Meta | |
დაბადების თარიღი | 24 მარტი, 1969[1] (55 წლის) |
დაბადების ადგილი | ჩოროვოდა[1] |
მოქალაქეობა | ალბანეთი |
განათლება | ტირანის უნივერსიტეტი |
მეუღლე/ები | მონიკა კრიემადი |
ჯილდოები | Grand Order of King Tomislav და Grand Cross of the Order of Saint-Charles |
2017 წლის 28 აპრილს ილირ მეტა აირჩიეს ალბანეთის პრეზიდენტად, მიიღო 87 ხმა 140 პარლამენტარიდან.[4] 2021 წლის 9 ივნისს ალბანეთის პარლამენტმა მას ოფიციალურად იმპიჩმენტი გამოუცხადა 104 ხმით 7 წინააღმდეგ, რითაც გახდა ალბანეთის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი, რომელსაც პარლამენტმა იმპიჩმენტი გამოუცხადა.[5] 2022 წლის 16 თებერვალს ალბანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა იმპიჩმენტი და დაადგინა, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები არ არღვევდა ალბანეთის კონსტიტუციას.[6]
ბიოგრაფია
რედაქტირებაილირ მეტა დაიბადა ჩოროვოდაში, ბერატის ოლქი. დაამთავრა ტირანის უნივერსიტეტის პოლიტიკური ეკონომიკის ფაკულტეტი. ილრი მეტა იყო ტირანის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ლექტორი. იგი ასევე კითხულობდა ლექციებს რამდენიმე ცნობილ უნივერსიტეტსა და უცხოურ აკადემიაში, მათ შორის ჰარვარდის უნივერსიტეტში, ლონდონის ეკონომიკის სკოლაში და ბერლინის ევროპის აკადემიაში.
მეტა პოლიტიკურ კარიერას იწყებს 1990 წლიდან, ალბანეთში კომუნიზმის დაცემის შემდეგ, როგორც სტუდენტური მოძრაობის აქტიური მონაწილე ერთპარტიული მმართველობის წინააღმდეგ, რამაც ალბანეთში პოლიტიკური პლურალიზმი მოიტანა. 1992 წლიდან არჩეული იყო პარლამენტის წევრად ყველა მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში, იყო რამდენიმე საპარლამენტო კომისიის აქტიური წევრი. 1996-1997 წლებში იყო პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 1998 წლის ოქტომბრიდან 1999 წლის ოქტომბრამდე მეტა იყო ვიცე-პრემიერი და კოორდინაციის მინისტრი, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მდივანი 1998 წლის მარტ-ოქტომბერში.
2004 წელს მეტამ დატოვა ალბანეთის სოციალისტური პარტია (PS) და დააარსა საკუთარი პარტია, სოციალისტური მოძრაობა ინტეგრაციისთვის (LSI). 2004 წლიდან 2006 წლამდე მეტა იყო წარდგენილი ბალკანეთის საერთაშორისო კომისიის წევრად, რომელსაც თავმჯდომარეობდა იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯულიანო ამატო. კომისიამ შეიმუშავა მნიშვნელოვანი რეკომენდაციების სერია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით.[7]
მეტა პრემიერ-მინისტრი გახდა 1999 წლის 29 ოქტომბერს, 30 წლის ასაკში. იგი იყო ალბანეთის ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი აჰმედ ზოგუს შემდეგ, რომელიც 1922 წელს თანამდებობის დაკავების დროს 27 წლის იყო.
2009 წლის საპარლამენტო არჩევნებში სოციალისტურმა მოძრაობამ ინტეგრაციისთვის (LSI) მოიპოვა ალბანეთის პარლამენტში ოთხი ადგილი, საერთო ხმების 4,8 %-ით. პარტია PSV91-თან ერთად გახდა სამთავრობო კოალიციის წევრი.[8] 2009 წლის 16 სექტემბერს LSI გაერთიანდა ალბანეთის დემოკრატიულ პარტიასთან (PD) სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად.[9]
დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის სალი ბერიშას ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ახალი მთავრობა, მეტა ერთდროულად გახდა ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი.[10]
2017 წლის 28 აპრილს აირჩიეს ალბანეთის პრეზიდენტად. თანამდებობა დაიკავა ამავე წლის 24 ივლისს. ფიცის დადების ცერემონიალზე მას თან ახლდა მხოლოდ შვილები, მეუღლემ უარი თქვა პირველი ლედის თანამდებობაზე და ოფიციალურად მეტას შვილი ერა მეტა ითვლებოდა პირველ ლედიდ.
ისევე როგორც მისი წინამორბედის შემთხვევაში, უფლებამოსილების პერიოდში მისი მთავარი აქცენტი იყო ალბანეთის ევროინტეგრაციის პროცესი და ალბანეთის გლობალური გამოწვევები. მეტამ ხაზი გაუსვა ალბანელების მზადყოფნას გააძლიეროს თავისი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა ყველა პარტნიორ ქვეყანასთან ნატოს ფარგლებში.[11]
2021 წლის 9 ივნისს ალბანეთის პარლამენტმა კონსტიტუციის დარღვევის გამო მეტა გაათავისუფლა. პარლამენტმა იგი დაადანაშაულა 2021 წლის აპრილის საპარლამენტო არჩევნების დროს მიკერძოებულობაში, ძალადობისა და არასტაბილურობის წაქეზებაში.[12] შუამდგომლობა წარადგინა ალბანეთის მმართველმა სოციალისტურმა პარტიამ და მის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა 104-მა დეპუტატმა.[13] 2022 წლის 16 თებერვალს ალბანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა იმპიჩმენტი და დაადგინა, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები არ არღვევდა კონსტიტუციას.[6] მეტამ განაგრძო პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნა ვადის ამოწურვამდე 2022 წლის 24 ივლისს.[14]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Munzinger Personen
- ↑ Ilir Meta zgjidhet president i Shqipërisë sq (28 April 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 აპრილი 2019. ციტირების თარიღი: 14 June 2017
- ↑ parlament.al Speaker of the Parliament of the Republic of Albania
- ↑ „Ilir Meta, president i ri i Shqipërisë“ (ალბანური). 28 April 2017.
- ↑ Welle (www.dw.com), Deutsche. Albania parliament impeaches President Ilir Meta, removes him from office | DW | 09.06.2021 en-GB. ციტირების თარიღი: 2022-02-21
- ↑ 6.0 6.1 Constitutional court overturns impeachment of Albania's president en (2022-02-17). ციტირების თარიღი: 2022-02-21
- ↑ [1] დაარქივებული 8 October 2017 საიტზე Wayback Machine. International Commission on the Balkans
- ↑ Election campaign with the taste of blood. International Institute for Middle-East and Balkan Studies (24 June 2009). ციტირების თარიღი: 6 September 2012[მკვდარი ბმული]
- ↑ (13 August 2010) Die Medien in Osteuropa: Mediensysteme Im Transformationsprozess. Springer-Verlag, გვ. 159. ISBN 978-3-531-92487-8.
- ↑ Qeveria e dytë e Sali Berishës (16 shtator 2009 – 10 shtator 2013) sq (10 February 2013).
- ↑ President Meta to Trump: US presence is a key factor for the stability of the region (4 July 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 აგვისტო 2018. ციტირების თარიღი: 23 April 2021
- ↑ „Albania parliament impeaches president for violating constitution“. www.aljazeera.com (ინგლისური).
- ↑ „Albanian MPs have just voted to impeach their president. Here's why“. euronews. 9 June 2021. ციტირების თარიღი: 9 June 2021.
- ↑ Sinoruka, Fjori (17 February 2022). „Albania President Wins Constitutional Battle to Stay in Office“. Balkan Insight. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 February 2022. ციტირების თარიღი: 17 February 2022.