მონიკა კრიემადი
მონიკა კრიემადი (ალბ. Monika Kryemadhi; დ. 9 აპრილი 1974, ტირანა, ალბანეთი) — ალბანელი პოლიტიკოსი, ალბანეთის პარლამენტის წევრი და წამყვანი „სოციალისტური მოძრაობა ინტეგრაციისთვის“ პარტიის წევრი.[1]
მონიკა კრიემადი Monika Kryemadhi | |
ალბანეთის პარლამენტის წევრი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 2013 |
პრეზიდენტი | ბუიარ ნიშანი |
პრემიერ-მინისტრი | ედი რამა |
დაბადებული | 9 აპრილი, 1974 ტირანა, ალბანეთი |
მოქალაქეობა | ალბანეთი |
პოლიტიკური პარტია | სოციალისტური მოძრაობა ინტეგრაციისთვის |
ადრეული ცხოვრება და განათლება
რედაქტირებადაიბადა 1974 წლის 9 აპრილს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში. სწავლობდა „დორა დ'ისტრიას“ სახელობის უმაღლეს სკოლაში და „პეტრო ნინი ლუარასის“ სახელობის საშუალო სკოლაში. 1992 წელს, მოიგო სწავლის უფლება ფაკულტეტინის მეცნიერებათა ბიოქიმიის ფილიალში. 1999 წელს, კვლევა ჩაატარა ჯორჯ მარშალის სახელობის ცენტრში, გარმიშ-პარტენკირხენში (გერმანია), რეგიონული უსაფრთხოების პოლიტიკაზე. 2000-2002 წლებში, ნებრასკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, სწავლობდა მაგისტრატურის საფეხურზე ბიზნესის ადმინისტრირების განხრით, ტირანის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. ასევე მუშაობდა ასპირანტურაზე.
პოლიტიკა
რედაქტირებამისი პოლიტიკური ცხოვრება 1991 წელს დაიწყო, როდესაც იგი „FRESSH“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა.[2] 1992 წლის იანვარში, კრიემადი აირჩიეს პრეზდიუმის წევრად და მოგვიანებით, იმავე წლის მაისში აირჩიეს „FRESSH“-ის I და II ყრილობის გენერალურ მდივანად. იგი, 2002 წლის აპრილამდე მუშაობდა „FRESSH“-ის პრეზიდენტად. 1995 წლიდან 2000 წლამდე, იგი საერთაშორისო სოციალისტ ახალგაზრდათა „IUSY“ ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. 1991 წლის დეკემბრიდან 2004 წლის სექტემბრამდე, მონიკა სოციალისტური პარტიის წევრი იყო. იმავე დროს, ის ასევე ალბანეთის პარლამენტის წევრიც იყო, 2001-2005 წლებში, აგრეთვე ორჯერ ტირანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრადაც აირჩიეს, სადაც იგი ევროსაბჭოში ადგილობრივი ხელისუფლების დელეგაციის მდივნად აირჩიეს. 2004 წლის სექტემბერში, იგი პარტია „სოციალისტური მოძრაობა ინტეგრაციისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. მონიკა დღეს ამავე პარტიის ტირანის ფილიალის გენერალური მდივანი და პარტიის წევრია. დაოჯახებულია პარლამენტის თავმჯდომარესთან და ჰყავს სამი შვილი: ბორა, ბესარი და ერა მეტაჟი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- http://studimepolitike.com/2013/01/14/monika-kryemadhi-fressh-92-2003-partia-tjeter-socialiste/ დაარქივებული 2013-01-16 საიტზე Wayback Machine.
- http://www.gazetarepublika.al/?p=39726[მკვდარი ბმული]
- http://www.balkanweb.com/intervista/2688/rrefimi-i-monika-kryemadhi-ja-marredhenia-e-metes-me-ps-116631.html[მკვდარი ბმული]
- https://www.youtube.com/watch?v=D2rkViXzBzQ
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-19. ციტირების თარიღი: 2017-03-31.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-16. ციტირების თარიღი: 2017-03-31.