სალი ბერიშა
სალი რამ ბერიშა (ალბ. Sali Ram Berisha; დ. 15 ოქტომბერი, 1944, ტროპოია, ალბანეთი) — ალბანეთის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. ქვეყნის პრეზიდენტი 1992-1997 წლებში და პრემიერ-მინისტრი 2005-2013 წლებში.
სალი ბერიშა | |
ალბანეთის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
9 აპრილი, 1992 – 24 ივლისი, 1997 | |
წინამორბედი | რამიზ ალია |
მემკვიდრე | რეჯეპ მეიდანი |
ალბანეთის პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
11 სექტემბერი, 2005 – 15 სექტემბერი, 2013 | |
წინამორბედი | ფატოს ნანო |
მემკვიდრე | ედი რამა |
დაბადებული | 15 ოქტომბერი, 1944 ტროპოია, ალბანეთი |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია |
მეუღლე | ლირი რამაი |
შვილები | 2 |
დაიბადა 1944 წელს. 1967 წელს დაამთავრა ტირანის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. შემდეგ სწავლა გააგრძელა პარიზში. 1980-1990 წლებში ტირანის უნივერსიტეტის პედაგოგია. აქვს ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.
მისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ. 1992 წლის 9 აპრილიდან ქვეყნის პრეზიდენტია. 1996 წელს ხელახლა აირჩიეს პრეზიდენტის თანამდებობაზე. ამის შემდეგ მალევე დაიწყო ფინანსური კრიზისი. 1997 წელს ქვეყანაში გაიმართა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც სოციალისტებმა გაიმაჯვეს. არჩევნებში პარტიის წარუმატებლობის შემდეგ ერთ თვეში სალი ბერიშა გადადგა.
2005 წლის საპარლამენტო არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო ხმების უმრავლესობა. 3 სექტემბერს სალი ბერიშას პრეზიდენტმა დაავალა კაბინეტის ფორმირება. პრემიერის თანამდებობა შეინარჩუნა 2009 წლის რიგითი არჩევნების შემდეგაც. 2013 წლიდან პრემიერ-მინისტრია ედი რამა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Archived version of Prime Ministerial Website დაარქივებული 2013-10-25 საიტზე Wayback Machine.
- "Supplier Under Scrutiny on Arms for Afghans", New York Times article
- "Sali Berisha" Query at Google Scholar
- Sali Berisha news დაარქივებული 2020-09-23 საიტზე Wayback Machine. (in Albanian)