ფატოს ნანო
ფატოს ნანო (ალბ. Fatos Nano; დ. 16 სექტემბერი, 1952, ტირანა, ალბანეთი) — ალბანელი პოლიტიკოსი. ალბანეთის სამგზის პრემიერ-მინისტრი (1991, 1997-1998 და 2002-2005 წწ.). სოციალისტური პარტიის წევრი.
ფატოს ნანო | |
ალბანეთის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
29 ივლისი, 2002 – 1 სექტემბერი, 2005 | |
წინამორბედი | პანდელი მაიკო |
მემკვიდრე | სალი ბერიშა |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 ივლისი, 1997 – 28 სექტემბერი, 1998 | |
წინამორბედი | ბაშკიმ ფინო |
მემკვიდრე | პანდელი მაიკო |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
22 თებერვალი, 1991 – 4 ივნისი, 1991 | |
წინამორბედი | ადილ ჩარჩანი |
მემკვიდრე | ილი ბუფი |
დაბადებული | 16 სექტემბერი, 1952 ტირანა, ალბანეთი |
პოლიტიკური პარტია | სოციალისტური პარტია |
დაიბადა ტირანაში. იყო შრომის პარტიის წევრი. 1991 წელს დაიკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. მალევე იძულებული გადახდა გადამდგარიყო საპროტესტო დემონსტრაციების გამო. 1993 წელს მიუსაჯეს პატიმრობა კორუფციაში ბრალდების გამო. 1997 წელს ალბანეთის ხელისუფლებაში მოდის სოციალისტური პარტია და ნანოს მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგე სალი ბერიშა იძულებული გახდა გადამდგარიყო. პრემიერ-მინისტრად კვლავ დაინიშნა ფატოს ნანო, მაგრამ ოპოზიციის ლიდერის მკვლელობის გამო 1998 წელს გადადგა. მესამედ პრემიერ-მინისტრად დანიშნეს 2002 წელს, 2005 წელს სოციალისტურმა პარტიამ დაკარგა უმრავლესობა პარლამენტში, ნანომ ვერ შეძლო მთავრობის ფორმირება. 2005 წლის 1 სექტემბერს გადადგა როგორც პრემიერ-მინისტრის, ასევე პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან.
ლიტერატურა
რედაქტირება- Nano, Rexhina (2008). Te Jetosh Kohen. Botime DUDAJ. ISBN 978-99943-0-045-7. [1]