ალბანეთის შეიარაღებული ძალები

ალბანეთის შეიარაღებული ძალები (ალბ.. Forcat e Armatosura të Republikës së Shqipërisë) — ალბანეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები. შედგება ქვეითი ჯარების, სამხედრო-საზღვაო ნაწილებისა და სამხედრო-საავიაციო სახეობის ძალებისაგან.

  • მთავარსარდალი: ალბანეთის პრეზიდენტი (ამ ეტაპზე ბუიარ ნიშანი)
  • ალბანეთის თავდაცვის მინისტრი: არბენ იმამი
  • გენერალური შტაბის უფროსი: ბრიგადის გენერალი მაქსიმ მალაი
  • პირადი შემადგენლობა: 13 800 ადამიანი
ალბანეთის შეიარაღებული ძალების ემბლემა

დაკომპლექტების პრინციპი შერეულია. დაგეგმილია 2020 წლისათვის ძირითადი ნაწილის სრული გადაყვანა პროფესიულ საფუძველზე. გაწვევით სამსახურის ვადა 12 თვეა.

ალბანეთში არსებობს მცირე სამხედრო მრეველობა, მაგ: ქვეყნის შიგნით იწარმოება საბრძოლო მასალები, ასაფეთქებელი მოწყობილობები და სხვ.

მისიები და მოვალეობები

რედაქტირება
 
ალბანეთის ეროვნული არმიის სტრუქტურა

ალბანეთის კონსტიტუციის თანახმად, ალბანეთის შეიარაღებული ძალების მოვალეობაა:

  • დაიცვას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა
  • მუდმივად იმყოფებოდეს წარმოდგენილი საფრთხის შემცველ რეგიონებში.
  • ბუნებრივი და საწარმოო კატასტროფების, სამხედრო და არასამხედრო ხასიათის საფრთხეების დროს დაეხმაროს მშვიდობიან მოსახლეობას.
  • განსაზღვრული კანონის შესაბამისად, დაიცვას ქვეყნის შიგნით კონსტიტუციური წყობილება.
  • მიიღოს საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობა ნატოს მრავალეროვნული ძალების შემადგენლობაში.

1912 წლის 4 დეკემბერს ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ისმაილ ქემალმა და მისმა მთავრობამ ჩამოყალიბდა ალბანეთის ეროვნული არმია. მისი პირველი მთავარსარდალი იყო ვიცე-პოლკოვნიკი ალი შეფქეთ სკუპი. თავდაპირველად, ალბანეთის სამეფო არმიას 1928 წლამდე არ ხელმძღვანელობდა ალბანეთის მეფე აჰმეტ ზოგუ. 1939 წელს არმიის მეთაური და მთავარსარდალი გახდა მეფე ზოგუ; მისი მოქმედი გენერალი გახდა ქემალ არანიტასი, მისი გენერალური შტაბის უფროსი - გენერალი გუსტავ ფონ მურდაზი. არმია თავდაპირველად ძირითადად ფინანსდებოდა იტალიიდან.

1939 წლის 7 აპრილს იტალიის ჯარები შეიჭრნენ ალბანეთში და ქვეყნა 6 დღეში დაიპყრეს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ალბანეთში საბჭოთა წყობილება დამყარდა და მისი არმია საბჭოთა არმიის მაგალითზე იქნა ორგანიზებული. ალბანეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო წოდებებსა და სტრუქტურაში შესაბამისი სამხედრო ტერმინოლოგია ავტომატურად გადმოიტანეს საბჭოთა სამხედრო ტერმინოლოგიიდან. შეიარაღებულ ძალებზე გაიზრდა პოლიტიკური კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან.

ამ პერიოდის ალბანეთის როგორც ყველა სხვა სახელმწიფო დარგი, სამხედრო სფეროც იყო პოლიტიზირებული. ყველგან ხორციელდებოდა კომუნისტური პარტიის კონტროლი. ყველა მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერი და დაბალ და საშუალო რანგის ოფიცერთა უდიდესი უმრავლესობა კომუნისტური პარტიის წევრი იყო. ალბანეთის კომუნისტური პარტიის წევრებს ჰქონდათ პრივილეგია - მიეღოთ განათლება სამხედრო სამსახურთან ერთად და ეზრუნათ კარიერაზე. შეიქმნა პოლიტიკური კომისრის სამსახური, რომელთა წყალობით გაიზარდა ალბანეთის არმიის პოლიტიკური კონტროლი. გაუმჯობესა ჯარში გაწვევის სისტემა. შეიარაღებული ძალების რიგებში სამსახურით დაინტერესდა სოფლად მცხოვრები ახალგაზრდობა.

1966 წლის 1 მაისიდან დაწყებული სახელმწიფოსა და პარტიის კონტროლი კიდევ უფრო შორს წავიდა. მაოიზმის გავლენით ჩინეთის კულტურული რევოლუციის წლებში ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის მაგალითზე შეიცვალა სამხედრო ჩინები. გაუქმდა ძველი წოდებები. თუმცა სამხედრო მეთაურის როლი ძალიან უმნიშვნელო იყო არმიაში. სამაგიეროდ, გაბატონებული მდგომარეობა ეკავათ პოლიტიკურ კომისრებს. 1991 წლიდან ალბანეთის პრეზიდენტ რამიზ ალიას მიერ მოწესრიგდა სამხედრო არმიის წოდებათა მდგომარეობა.

მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩამოყალიბდა კარგად სტრუქტურირებული ორგანიზაცია სიგურიმი, რომელიც წარმოადგენდა საბჭოთა კგბ-ს მსგავს ორგანიზაციას. ის იყო პასუხისმგებელი შეიარაღებული ძალების თანამშრომელთა საქმის აღსრულებაზე, პატიმრობასა და დეპორტაციაზე. თავდაპირველად ჯარში კონცენტრირებული იყო სამხედრო პერსონალი, რომელმაც განათლება მიიღო დასავლეთის ქვეყნების სამხედრო აკადემიებში (ძირითადად, იტალიაში 1927-1939 წ.წ.). ხოლო მოგვიანებით, ოფიცერთა კორპუსი განათლებას იღებდა საბჭოთა კავშირში. 1961 წლიდან, როდესაც ალბანეთმა უარი თქვა ვარშავის პაქტზე, არმიაში კვლავ გაფართოვდა დასავლეთში განათლებამიღებულ ოფიცერთა კადრები. 1990 წლიდან, როდესაც ალბანეთში ჩამოიშალა საბჭოთა წყობილება იყო რეალური საშიშროება იმისა, რომ შეიარაღებული ძალები ჩაერეოდნენ საქმეში კომუნიზმის ნგრევის შესაჩერებლად. საბედნიეროდ, ეს არ მოხდა.

1980-იან წლებში ალბანეთმა შეამცირა ქვეითი ბრიგადების რაოდენობა რვიდან ოთხამდე. მათგან დააკომპლექტა ჯარისკაც-რეზერვისტთა მობილური შენაერთი. თითოეულ ბრიგადაში შედიოდა სამი ქვეითი და ერთი მსუბუქად აღჭურვილი საარტილერიო ბატალიონი. ჯავშნოსანი ძალები შედგებოდა ერთი სატანკო ბრიგადისაგან. საარტილერიო ძალები გაიზარდა 1980-იან წლებში ერთიდან სამ პოლკამდე და შენარჩუნდა ექვსი სასაზღვრო-საარტილერიო ბატალიონი სტრატეგიულ წერტილებში ადრიატიკის ზღვის სანაპიროს გასწვრივ.

1990-ანი წლები და შემდგომ

რედაქტირება
 
ალბანელი ჯარისკაცების ნიშანი სამხედრო ფორმაზე
 
ალბანელი ჯარისკაცების ნიშანი სამხედრო ფორმაზე

1992 წელს კონგრესის ბიბლიოთეკის მონაცემებით, ალბანეთის სახმელეთო ჯარებში მსახურობდა დაახლოებით 35 000 მამაკაცი. ეს იყო მთელი შიარაღებული ძალების დაახლოებით სამი მეოთხედი. იმის გამო, რომ სახმელეთო ძალები საკმარისი იყო ორი დივიზიის შესაქმნელად, არმიის უდიდესი შენაერთი გახდა ბრიგადა, დაახლოებით 3000 ჯარისკაცის შემადგენლობით. 1991 წლიდან ოთხი ქვეითი ბრიგადა თითოეული 3000 ჯარისკაცის შემადგენლობით წარმოადგენს სახმელეთო ჯარების ძირითად საბრძოლო ერთეულს.

1997 წლის სამოქალაქო არეულობების დროს შეიქმნა საფრთხე, რომ ხელისუფლება ჯარს გამოიყენებდა აჯანყების ჩასახშობად, მაგრამ ჯარმა უარი თქვა ამაზე, მალე დაიშალა და სამოქალაქო პირთა მიერ გაძარცულ იქნა სამხედრო ობიექტები.

ალბანეთს თავი შეაფარა მრავალი ათასობით კოსოვოელმა ლტოლვილმა 1999 წლის კონფლიქტის დროს. ალბანეთი მონაწილეობდა კოსოვოს სტაბილიზაციის ევროკავშირის საერთაშორისო მისიაში. მისი ჯარები მსახურობდნენ ბოსნიაში. ალბანელი სამშვიდობოების ნაწილი დღემდე აქტიურად მონაწილეობს უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო პროგრამა ISAF-ში (ავღანეთი). ის იყო აქტიური მხარდამჭერი ერაყში აშშ-ის პოლიტიკისა. ალბანეთმა გაზარდა სამხედრო ბიუჯეტი. მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა ნატოსთან ინტეგრაცია. მიუხედავად ამისა, სამხედრო ხარჯები ალბანეთში მაინც ზოგადად დაბალია.

იყო შემთხვევა, როდესაც 2002 წელს ალბანეთში აღმოჩნდა მივიწყებული სამხედრო ბუნკერები მთაში, სადაც ინახებოდა 16 ტ. პრიმიტიული, დაუსაბუთებელი ქიმიური იარაღი.

2008 წლის მარტში ალბანეთს წარმოექმნა პრობლემა - იარაღის შესანახ საწყობში აფეთქდა მასიური რაოდენობით საბრძოლო მასალა, რომელმაც ტრაგიკული შედეგები გამოიწვია მშვიდობიან მოსახლეობაში. (2008 წ.ტირანას აფეთქება).

ალბანეთის არმიას ძირითადად ეხმარება და მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, ნიდერლანდები, იტალია, გაერთიანებული სამეფო, საბერძნეთი, თურქეთი, შვეიცარია, დანია და ბელგია.

2009 წლის 1 აპრილს ალბანეთი გახდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის - ნატოს სრულუფლებიანი წევრი.

მოდერნიზაცია

რედაქტირება

2001 წლიდან დაიწყო ალბანეთის შეიარაღებული ძალების 10-წლიანი რეფორმის პროგრამის განხორციელება. არმია გახდა ახალი ტექნოლოგიებით მთლიანად აღჭურვილი და პროფესიულ სტანდარტებზე დასაყვანილი. 2011 წლიდან ახალი შეიარაღებული ძალები შედგება დაახლოებით 14 500 ჯარისკაცის, მათ შორის 2000 სამოქალაქო პირისაგან, რომელიც მომზადებულია ნატოს სტანდარტების შესაბამისად. იგივე რეფორმა მოიცავს ჭარბი შეიარაღების განადგურების პროგრამას, რომელიც შეეხება თითქმის ყველა ტიპის მოძველებულ შეიარაღებას. კერძოდ, თვითმფრინავებს, ტანკებს, ვერტმფრენებს, საარტილერიო ტექნიკას, სამხედრო-საზღვაო ძალების გემებს, მსუბუქ იარაღსა და საბრძოლო მასალას. ასეთი შეიარაღების პირდაპირი შედეგი იყო ქვეყნის ხანგრძლივი იზოლაცია და ეთნიკური დაძაბულობა.

В 2004 году президент США Джордж Буш санкционировал применение Нанна-Лугара Программы совместного уменьшения угрозы средств для проектов в Албании, отмечая в первый раз такие средства были разрешены для использования за пределами бывшего Советского Союза. При этом финансирование США помощь правительству Албании с уничтожением запаса химических отравляющих веществ, оставшихся от коммунистического режима (Категория 1, Общая сумма 16,7 тонн). [21] окончательная стоимость проекта составила $ 48 млн, и был официально завершен 10 июля 2007 года.

2004 წელს აშშს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა სანქცია მისცა ნან-ლუგარის ერთობლივ პროგრამის მსვლელობას - ალბანეთის საფრთხის შემცირების პროგრამის პროექტების დაფინანსების შესახებ. ეს დაფინანსება აშშს მხრიდან დაეხმარა ალბანეთის მთავრობას ომის დროს დიდი რაოდენობით ნარჩენების ქიმიური იარაღის განადგურებაში, რომელიც კომუნისტური რეჟიმის შემდეგ დარჩა ალბანეთში (1 კატეგორიის იარაღი, სულ 16,7 ტონა). პროექტის საბოლოო ღირებულება შადგენდა აშშ 48 მილიონ აშშ დოლარს და იგი ოფიციალურად დასრულდა 2007 წლის 10 ივლისს.

2006 წლიდან ალბანეთმა შეიძინა მსუბუქი ვერტმფრენები, რომელთა ნაწილი გადაეცა შენაგან საქმეთა სამინისტროს, ნაწილი - ჯანდაცვის სამინისტროს. შეიძინეს აგრეთვე, საპატრულო სასაზღვრო გემები საზღვაო აკვატორიის გასაკონტროლებლად.

2014 წლის 16 ივლისს ალბანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, 2014 წლისათვის ალბანეთის მოტორიზებული ქვეითი ბატალიონი სრულად შეიარაღებულია და საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი ნატოს სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობით.

სამშვიდობო ოპერაციები

რედაქტირება
 
ალბანელი ჯარისკაცების პატრულირება ერაყში 2005 წლის 13 იანვარს ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად
 
ალბანელი ჯარისკაცები ავღანეთში 2013

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება