დეპორტაცია — ადამიანის ან ადამიანების ჯგუფის სახელმწიფოდან გაძევება.[1] მიუხედავად იმისა, რომ სასჯელის მოსახდელად გადაყვანას, ექსტრადიციასა და დეპორტაციას შედეგობრივად ერთი და იგივე ეფექტი აქვს, პირის გაძევება ქვეყნის ტერიტორიიდან, სამივე პროცედურას თავისი წესები და მიზნები გააჩნია. სასჯელის მოსახდელად გადაყვანის შემთხვევაში, პირი უცხო სახელმწიფოდან სამშობლოში გადაყავთ სასჯელის მოხდის გასაგრძელებლად.[2] ექსტრადიციის მიზანია პირის ერთი სახელმწიფოდან მეორეში გადაყვანა გასამართლების ან მისჯილი სასჯელის მოხდის მიზნით.[3] დეპორტაცია არის უცხოელის გაძევება იმ მიზეზით, რომ ის გამძევებელი სახელმწიფოს საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხეს უქმნის.[4]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Henckaerts, Mass Expulsion in Modern International Law and Practice, 1995, p. 4-5.
  2. იხ. მაგალითად მსჯავრდებული პირების გადაყვანის შესახებ ევროპული კონვენცია|http://conventions.coe.int/Treaty/en/Treaties/Html/112.htm
  3. იხ. მაგალითად ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენცია|http://conventions.coe.int/Treaty/en/Treaties/Html/024.htm%7C}}
  4. იხ. მაგალითად აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Fong Yue Ting v. United States, 149 U.S. 697, at 709 (1893).