ალფრედ მოისიუ
ალფრედ სპირო მოისიუ (ალბ. Alfred Spiro Moisiu; დ. 1 დეკემბერი, 1929, შკოდერი) — ალბანელი პოლიტიკოსი. ალბანეთის პრეზიდენტი 2002-2007 წლებში.
ალფრედ მოისიუ | |
ალბანეთის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
24 ივლისი, 2002 – 24 ივლისი, 2007 | |
წინამორბედი | რეჯეპ მეიდანი |
მემკვიდრე | ბამირ ტოპი |
დაბადებული | 1 დეკემბერი, 1929 შკოდერი, ალბანეთი |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია |
რელიგია | მართლმადიდებლობა |
1943-1945 წლებში მონაწილეობდა გერმანელი და იტალიელი აგრესორების წინააღმდეგ პარტიზანულ ომში. 1946 წელს სასწავლებლად მიემგზავრება სსრკ-ში. 1948 წელს დაასრულა ლენინგრადის სამხედრო-საინჟინრო სასწავლებელი. 1952-1958 წლებში დაასრულა მოსკოვის სამხედრო-საინჟინრო სასწავლებელი. 1971 წლიდან სათავეში ჩაუდგა საინჟინრო-თავდაცვით ბიუროს. ეს იყო საკმაოდ გავლენიანი თანამდებობა. ენვერ ხოჯას დიქტატურის პერიოდში ბიურომ ააშენა ბუნკერები და სხვა თავდაცვითი ნაგებობები. 1981-1982 წლებში თავდაცვის მინისტრის მოადგილეა. 1991-1992 წლებში თავდაცვის მინისტრია. 1995 წელს ხელი მოაწერა პროტოკოლს ნატოსთან თანამშრომლობის პროგრამაში „პარტნიორობა მშვიდობისთვის“.
1997-2002 წლებში სოციალისტური პარტიის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ დაკარგა თანამდებობები სამინისტროში, თუმცა აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 2002-2007 წლებში ქვეყნის პრეზიდენტია.
ამჟამად აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მშობლიურის გარდა ფლობს ინგლისურ, რუსულ და იტალიურ ენებს. იგი ალბანეთის პირველი პრეზიდენტია, რომელიც არ მიეკუთვნება ქვეყნის რელიგიური უმრავლესობის რიგებს, იგი მართლმადიდებელია (ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესია).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ალფრედ მოისიუს Curriculum Vitae დაარქივებული 2007-07-15 საიტზე Wayback Machine.
- ალბანეთის პრეიზდენტის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2012-07-16 საიტზე Wayback Machine.