ბამირ ტოპი
ბამირ მირტეზა ტოპი (ალბ. Bamir Myrteza Topi; დ. 24 აპრილი, 1957, ტირანა) — ალბანელი პოლიტიკოსი. ალბანეთის პრეზიდენტი 2007-2012 წლებში.
ბამირ ტოპი | |
ალბანეთის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
24 ივლისი, 2007 – 24 ივლისი, 2012 | |
წინამორბედი | ალფრედ მოისიუ |
მემკვიდრე | ბუიარ ნიშანი |
დაბადებული | 24 აპრილი, 1957 ტირანა, ალბანეთი |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია |
პროფესიით ბიოლოგ-ვეტერინარი. დემოკრატიული პარტიის წევრი და მისი ვიცე-თავმჯდომარე. პარლამენტის წევრია 1996 წლიდან. სოფლის მეურნეობის მინისტრი 1996-1997 წლებში. ქვეყნის მეთაურად აირჩიეს მეოთხე ცდაზე პოლიტიკური კრიზისის დროს. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დატოვა პარტიის რიგები, რათა ყოფილიყო პოლიტიკურად მიუკერძოებელი.
იგი კოსოვოს დამოუკიდებლობის აქტიური მომხრე იყო. 2009 წელს 3-დღიანი ვიზიტით ეწვია კოსოვოს. აირჩიეს პრიშტინის საპატიო მოქალაქედ და დააჯილდოეს ოქროს მედლით. ვიზიტის დროს ასევე მიანიჭეს პრიშტინის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური ვებსაიტი დაარქივებული 2007-07-15 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)