ანდრონიკე (სამოცდაათთაგანი)
მოციქული ანდრონიკე (ბერძ. Ανδρόνικος) — ქრისტეს მოციქული, პანონიის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 17 მაისი, ახალი სტილით — 30 მაისი.
წმიდა მოციქული ანდრონიკე და თანამდგომი მისი იუნია (I საუკუნე) წმინდა პავლე მოციქულის ნათესავები იყვნენ. მათ მოღვაწეობას ახსენებს მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში:
„„კითხვაჲ არქუთ ანდრონიკეს და იუნიას, ნათესავთა ჩემთა და თანატყუეთა ჩემთა, რომელნი არიან შესწავლებულ მოციქულთა შორის, რომელნი ჩემსა წინაითცა იყვნეს ქრისტეს მიერ“ (რომ. 16,7).“
|
წმინდა ანდრონიკეს ხელი დაასხეს პანონიის ეპისკოპოსად. მათ ქადაგებით მოიარეს სხვა ქვეყნებიც. წმინდანთა მოღვაწეობის შედეგად წარმართები ქრისტიანდებოდნენ, ანადგურებდნენ საკერპოებს და მათ ნაცვლად ქრისტიანულ ტაძრებს აშენებდნენ. ცნობილია, რომ ისინი მოწამეობრივად აღესრულნენ ქრისტესთვის.
V საუკუნეში იმპერატორების არკადიუსისა და ჰონორიუსის დროს მოხდა მათი წმინდა ნაწილების აღმოყვანება. შემდგომ ამ ადგილას აშენდა დიდი ტაძარი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- წმიდანთა ცხოვრება, ტომი II, თბილისი, 2001 წ.