ალექსანდრ დიუმა (მამა)

(გადამისამართდა გვერდიდან ალექსანდრ დიუმა (უფროსი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ალექსანდრ დიუმა.

ალექსანდრ დიუმა (მამა) (ფრანგ. Alexandre Dumas, père [a.lɛk.sɑ̃dʁ dy.ma]; დ. 24 ივლისი, 1802, ვილიე-კოტრე — გ. 5 დეკემბერი, 1870, პიუი) — ფრანგი მწერალი, დრამატურგი და ჟურნალისტი, ალექსანდრ დიუმას მამა.

ალექსანდრ დიუმა
ფრანგ. Alexandre Dumas
დაბადების თარიღი 24 ივლისი, 1802(1802-07-24)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] [21]
დაბადების ადგილი ვილე-კოტრე[22] [3] [4] [23]
გარდაცვალების თარიღი 5 დეკემბერი, 1870(1870-12-05)[1] [3] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [2] [16] [17] [18] [19] [20] [21] (68 წლის)
გარდაცვალების ადგილი Puys[3]
დასაფლავებულია პარიზის პანთეონი[24] და Communal Cemetery of Villers-Cotterêts[7]
საქმიანობა რომანისტი, დრამატურგი[21] და მწერალი[20] [21] [25]
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა საფრანგეთი[26]
Magnum opus „გრაფი მონტე-კრისტო“
„სამი მუშკეტერი“
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი[27] , ნიდერლანდების ლომის ორდენის რაინდი[28] [29] , საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი, Order of Isabella the Catholic‎, კარლოს III-ის ორდენი და Order of Glory
მეუღლე Ida Ferrier[30]
პარტნიორ(ებ)ი Belle Kreilssamner, Emélie Cordier, Anna Bauer და Fanny Gordosa
შვილ(ებ)ი ალექსანდრ დიუმა[31] [4] [32] , ანრი ბაუერი, Marie Alexandrine Dumas და Micaëlla-Clélie-Josepha-Élisabeth Cordier
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ალექსანდრ დიუმა 1802 წლის 24 ივლისს დაიბადა ვილერ-კოტრეს კომუნაში, სუასონთან ახლოს (ენას დეპარტამენტი, პიკარდია, საფრანგეთი).

ალექსანდრ დიუმას ბაბუა, მარკიზი ანტუან-ალექსანდრ დავი დე ლა პაიეტრი საფრანგეთის კოლონია ჰაიტიზე არტილერიის გენერლის წოდებით მსახურობდა. ჰაიტიზე იგი დაქორწინდა ზანგ მონა ქალზე მარი-კესეტ დიუმაზე, რომელმაც 1762 წელს ქვეყანას მოავლინა მომავალი მწერლის მამა, თომა-ალექსანდრ.

მარკიზს არ გასჭირვებია მულატი შვილისთვის ცხოვრების გზის გაკაფვა საფრანგეთში და მალე თომა-ალექსანდრ ნაპოლეონის არმიის გენერალი გახდა.

თომა-ალექსანდრ გარდაიცვალა 1806 წელს, როცა ალექსანდრ დიუმა 4 წლის იყო. მიუხედავად სიღარიბისა, ოჯახს გავლენიანი არისტოკრატიული კავშირები ჰქონდა. სწორედ ამ კავშირების წყალობით ოცი წლის ასაკში ალექსანდრმა მუშაობა დაიწყო პარიზში პალე-როიალის სასახლეში ჰერცოგ ორლეანელის კანცელარიაში.

კანცელარაში მუშაობის პარალელურად დიუმამ დაიწყო სხვადასხვა ჟურნალებში პიესებისა და სტატიების გამოქვეყნება. პირველ პიესას, „ანრი მესამე და მისი კარი“ (Henri III et sa cour, 1829), დიდი წარმატება ხვდა წილად. ასევე აღიარებულ იქნა მეორე მისი ნაწარმოებიც — „კრისტინა“ (Christine ou Stockholm, Fontainebleau et Rome, 1830).

1835 წელს გამოვიდა მისი პირველი ისტორიული რომანი „იზაბელა ბავარიელი“ (Isabel de Bavière). მას მერე გაზეთებში ხშირად იბეჭდებოდა მისი ნაწარმოებები.

1840 წელს დაქორწინდა მსახიობ იდა ფერიერზე. მიუხედავად ამისა იგი აგრძელებდა სხვა ქალებთან შეხვედრას, რის შედეგად მას 3 უკანონო შვილი გაუჩნდა (ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით ასევე წარმატებულ მწერლად იქცა). ალექსანდრი ქალებსა და ფუფუნებაზე დიდ ფულს ხარჯავდა. გამოსცა რამდენიმე ჟურნალი, დააარსა თეატრი — თუმცა მისი წამოწყებები კრახით დასრულდა. ამის გამო 1851 წელს კრედიტორებს ბრიუსელში დაემალა. 1858-1859 წლები რუსეთში გაატარა, სტუმრობდა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებს. 3 წელიწადი მონაწილეობდა სახალხო მოძრაობაში იტალიის გაერთიანებისთვის.

გარდაიცვალა 1870 წლის 5 დეკემბერს, პიუის კომუნაში, დიეპთან ახლოს (ამჟამად დიეპის გარეუბანი, ზღვისპირა სენის დეპარტამეტი, ზემო ნორმანდია, საფრანგეთი).

რჩეული ნაწარმოებები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118528068 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 M. Br. Dumas, Alexandre // Encyclopædia Britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information / H. Chisholm — 11 — New York, Cambridge, England: University Press, 1911. — Vol. 8. — P. 654–656.
  4. 4.0 4.1 4.2 Наркевич А. Ю. Дюма [отец] // Краткая литературная энциклопедияМосква: Советская энциклопедия, 1962. — Т. 2.
  5. SNAC — 2010.
  6. 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  7. 7.0 7.1 7.2 Find a Grave — 1996.
  8. 8.0 8.1 IMSLP — 2006.
  9. 9.0 9.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  10. 10.0 10.1 Discogs — 2000.
  11. 11.0 11.1 NooSFere — 1999.
  12. 12.0 12.1 filmportal.de — 2005.
  13. 13.0 13.1 BD Gest'
  14. 14.0 14.1 Frankfurter Personenlexikon — 2014.
  15. 15.0 15.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  16. 16.0 16.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  17. 17.0 17.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  18. 18.0 18.1 GeneaStar
  19. 19.0 19.1 Babelio — 2007.
  20. 20.0 20.1 20.2 BeWeB
  21. 21.0 21.1 21.2 21.3 The Fine Art Archive
  22. Дюма // Энциклопедический лексиконСПб: 1841. — Т. 17. — С. 392–393.
  23. http://writersalmanac.publicradio.org/index.php?date=2010/07/24
  24. http://www.alalettre.com/dumas-oeuvres-pantheon.php
  25. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  26. http://espn.go.com/nfl/draft2013/story/_/id/8919475/manti-teo-taking-indefinite-leave-twitter-according-source
  27. Léonore databaseministère de la Culture.
  28. https://www.nationaalarchief.nl/onderzoeken/index/nt00435
  29. https://www.nationaalarchief.nl/onderzoeken/archief/2.02.32/invnr/891ED.12/file/00039989.PDF
  30. https://archives.paris.fr/arkotheque/visionneuse/visionneuse.php?arko=YTo2OntzOjQ6ImRhdGUiO3M6MTA6IjIwMjMtMDgtMTgiO3M6MTA6InR5cGVfZm9uZHMiO3M6MTE6ImFya29fc2VyaWVsIjtzOjQ6InJlZjEiO2k6Mzk7czo0OiJyZWYyIjtpOjIwODI4MjtzOjE2OiJ2aXNpb25uZXVzZV9odG1sIjtiOjE7czoyMToidmlzaW9ubmV1c2VfaHRtbF9tb2RlIjtzOjQ6InByb2QiO30=#uielem_move=-156%2C-1409&uielem_rotate=F&uielem_islocked=0&uielem_zoom=101 — გვ. 18/48.
  31. F. T. M. Dumas, Alexandre (fils) // Encyclopædia Britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information / H. Chisholm — 11 — New York, Cambridge, England: University Press, 1911. — Vol. 8. — P. 656–657.
  32. З. Венгерова Дюма-сын, Александр // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1893. — Т. XI. — С. 376–377.