გრაფი მონტე-კრისტო

გრაფი მონტე-კრისტო (ფრანგ. Le Comte de Monte-Cristo) — ალექსანდრ დიუმას სათავგადასავლო რომანი, რომელიც გამოიცა 1844-1846 წლებში. მსგავსად ბევრი მისი ნაწარმოებისა, დიუმა ამ რომანშიც იყენებს თავისი თანამშრომელი მწერლის, ავგუსტ მაკეს შეთავაზებულ სიუჟეტებს, რომელიც ძირითადად მოჩვენებებზე წერდა.[1]

„გრაფი მონტე-კრისტო“
Le Comte de Monte-Cristo

ავტორი ალექსანდრ დიუმა
გარეკანის მხატვარი მ. ვალენტინი
ქვეყანა საფრანგეთი
ენა ფრანგული
ჟანრი სათავგადასავლო, ისტორიული, რომანსი
გამომცემელი Chapman & Hall
გამოცემის თარიღი 3
მედია ბეჭვდითი (სქელ და თხელ ყდიანი)
გვერდი 1312

ნაწარმოები მრავალჯერ იქნა ეკრანიზებული.

მოქმედება ვითარდება ახალგაზრდა ედმონ დანტესის გარშემო, რომელიც არის გემის კაპიტნის თანაშემწე და უახლოეს მომავალში უნდა გახდეს გემის კაპიტანი. თუმცა ის ადამიანები, რომელთანაც დანტესი მეგობრობს უდანაშაულოდ დასდებენ ბრალს საფრანგეთის სამეფოს ღალატში. ედმონს საკუთარ ნიშნობაზე აკავებენ და სამუდამოდ გზავნიან ციხესიმაგრე "იფში". ედმონი იქ 14 წელს გაატარებს და ამ დროის განმავლობაში შეშლილად გამოცხადებულ აბატ ფარიას გაიცნობს, რომელიც ბევრ რამეს ასწავლის ედმონს და ამასთან ერთად უანდერძებს უდიდეს ქონებას, რომელიც კუნძულ მონტე-კრისტოზე ინახება. 33 წლის ედმონ დანტესი ციხიდან გაქცევას ახერხებს და აბატის ქონებას პოულობს. თავდაპირველად, ყველა თავის მეგობარს ეხმარება, ხოლო შემდეგ გრაფი მონტე-კრისტოს სახელით შურისძიებას იწყებს ადამიანებზე, რომელთაც ის სამუდამო პატომრობისათვის გაიმეტეს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Schopp, Claude, Genius of Life, p. 325