მთავარი მენიუს გახსნა

დედოფალი მარგო (ფრანგ. La Reine Margot) – ალექსანდრე დიუმას ისტორიული ჟანრის რომანი, რომელიც გამოსცა 1845 წელს.

დედოფალი მარგო
La Reine Margot
SchlafzimmerBartholomaeusnacht.jpg
ავტორი ალექსანდრე დიუმა
ქვეყანა საფრანგეთი
ენა ფრანგული
ჟანრი ისტორიული
გამოცემის თარიღი 1845
მომდევნო La Dame de Monsoreau

რომანი ჰენრიხ ნავარელის სიჭაბუკის პერიოდს ეხება, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, იგი მოიცავს მხოლოდ ორ წელს, იწყება ნავარის მეფის, ანტუან ბურბონის ვაჟის, ჰენრიხ ნავარელისა და საფრანგეთის მეფის, კარლოს IX-ის დის, მარგარიტა ვალუას ქორწინებით (1572 წლის 18 აგვისტო) და მთავრდება კარლოს IX-ის სიკვდილით (1574 წლის 31 მაისი). ეს არის საფრანგეთის ისტორიაში უაღრესად დაძაბული პოლიტიკური პერიოდი - კათოლიკებსა და პროტესტანტებს შორის რელიგიური ომების მეორე პერიოდი, რომელიც ხასიათდება უდიდესი სიმწვავით და გამოხატულებას პოულობს ბართლომეს ღამის ცნობილ ტრაგედიაში, რაც რომანის ამოსავალი წერტილია.

ლიტერატურარედაქტირება

  • ალექსანდრე დიუმა - დედოფალი მარგო; „ნაკადული“, თბილისი, 1973; გვ. 6

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება