ზანგი

(გადამისამართდა გვერდიდან ზანგები)
ეს სტატია სიტყვა ზანგს ეხება. რასის შესახებ იხილეთ ნეგროიდული რასა.

ზანგი, მრავლობითში ზანგებიტროპიკული და სამხრეთ აფრიკის აბორიგენი მოსახლეობის, ანუ ნეგროიდული რასის, წარმომადგენლის აღმნიშვნელი ტერმინი.[1]

ეტიმოლოგია

რედაქტირება

არაბულ ენაში სიტყვა „ზანჯი“ (არაბ. زَنْج) გამოიყენებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკის ნაწილის (ძირითადად სუაჰილის სანაპიროს) და მისი ადგილობრივი ბანტუს ხალხის აღსანიშნავად.[2][3] სხვა ტრანსლიტერაციებია „ზენჯი“, „ზინჯი“ და „ზანგი“. ის აღნიშნავდა „შავების ქვეყანას“. ბრიტანელი ორიენტალისტი ენტონი კრისტი მიიჩნევდა, რომ სიტყვა „ზანჯი“ ან „ზანგი“ არ იყო არაბული წარმოშობის, რადგან ჩინური ფორმა (僧祇 sēngqí) დაფიქსირებულია ჯერ კიდევ ახალი წელთაღრიცხვით 607 წელს.[4]:33 კრისტი ამტკიცებდა, რომ სიტყვა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიური წარმოშობის იყო. იავურ ენაში სიტყვა jenggi ნიშნავს აფრიკელ ხალხს, სპეციფიურად კი ზანზიბარის მოსახლეობას.[5]:740

გამოყენება

რედაქტირება

პირველად ტერმინ „ზანგს“ ქართულ ენაში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“ ვხვდებით:

ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს, ეცვა ოდენ მართ პერანგი,
იმღერდა და იხარებდა, წინა ედგა ერთი ჩანგი.
შემოვიდა მას წინაშე თინათინის მონა ზანგი,
მოახსენა: „გიბრძანებსო ტანი ალვა, პირი მანგი“.

[6]

„ზანგის“, როგორც საერთო ეთნიკური სახელწოდების აღმნიშვნელი ტერმინის ხმარება არასწორია, რადგანაც აფრიკის ზანგებს განეკუთვნებიან ბანტუ, აღმოსავლეთ ბანტოიდური, გური, ატლანტური, ნილოტური და სხვ. ენათა ოჯახისა და ჯგუფის ენებზე მოლაპარაკე ხალხები და ტომები.

ამერიკის ზანგები

რედაქტირება

ამერიკის ზანგები — XVI–XIX საუკუნეებში აფრიკიდან შემოყვანილი სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მონათა შთამომავლები. მათი დიდი ნაწილი თეთრი, ნაწილობრივ ინდიელი მოსახლეობის ნარევია. ლაპარაკობენ ინგლისურ, პორტუგალიურ, ესპანურ, ფრანგულ, ნიდერლანდურ ენებზე. მათგან 2/3-ზე მეტი მულატია. აშშ-ში მოსახლეობის (325 719 178 მლნ., 2017)[7] დაახლ. 13,3 %-ია ზანგი, ბრაზილიაში — 50 %-მდე.[8] დანარჩენი უმეტესად კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებშია თავმოყრილი. ზოგიერთ ქვეყანაში ზანგები შედიან ძირითადი მოსახლეობის — ამერიკელების (აშშ), ბრაზილიელების, კუბელების, ვენესუელელების, კოლუმბიელების, პუერტორიკელების და სხვ. ხალხთა შემადგენლობაში. XX საუკუნეში ამერიკის ქვეყნების ზანგები (სოციალისტური კუბის გარდა) წარმოადგენდნენ მშრომელთა ყველაზე დაჩაგრულ ფენას. მიუხედავად იმისა, რომ 60-იან წლებში თანასწორი სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლაში ზანგებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, ფაქტობრივად მაინც განიცდიდნენ სეგრეგაციას (უმეტესობა ცხოვრობდა ე. წ. შავ გეტოში) და დისკრიმინაციას როგორც სამუშაოზე მიღებისას, ისე შრომის ანაზღაურების, განათლების, სამედიცინო მომსახურების და სხვა სფეროში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Народы Америки, т. 1–2, М., 1959;
  • Фостер У. З., Негритянский народ в истории Америки, пер. с англ., М., 1955;
  1. ელერდაშვილი, ალექსანდრე (2006). უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი: [3 ტომად], I გამოც., თბ.: ფანტაზია. ციტირების თარიღი: 2018-10-09. 
  2. Bagley, F. R. C.; Kissling, Hans Joachim (1997) The Last Great Muslim Empires. Brill, გვ. 174. ISBN 1-55876-112-8. 
  3. Raunig, Walter (2005). Afrikas Horn: Akten der Ersten Internationalen Littmann-Konferenz 2. bis 5. Mai 2002 in München. Otto Harrassowitz Verlag, გვ. 130. ISBN 3-447-05175-2. „ancient Arabic geography had quite a fixed pattern in listing the countries from the Red Sea to the Indian Ocean: These are al-Misr (Egypt)—al-Muqurra (or other designations for Nubian kingdoms)—Zanj (Azania, i.e. the country of the "blacks"). Correspondingly almost all these terms (or as I believe: all of them!) also appear in ancient and medieval Chinese geography“ .
  4. Dick-Read, Robert (July 2006). „Indonesia and Africa: questioning the origins of some of Africa's most famous icons“. The Journal for Transdisciplinary Research in Southern Africa. 2: 23–45. doi:10.4102/td.v2i1.307.
  5. Zoetmulder, P. J. (1982). Old Javanese-English dictionary. The Hague: Martinus Nijhoff. ISBN 9024761786. 
  6. ვეფხისტყაოსანი: თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრადვიკიწყარო
  7. Population estimates, July 1, 2017, (V2017)". U.S. Census Bureau.
  8. Caracteristicas da População e dos Domicílios do Censo Demográfico 2010 – Cor ou raça"