ბანტოიდური ენები
ბანტოიდური ენები — აფრიკის ენების კლასიფიკაციის მიხედვით, ბენუე-კონგოს ენების სავარაუდო ნაწილი. ტერმინი პირველად გოტლიბ კრაუზემ 1895 წელს ბანტუე ენების მსგავსი ლექსიკონის მქონე ენების აღსანიშნავად გამოიყენა. 1963 წელს, ჯოზეფ გრინბერგმა თავის ნაშრომში „აფრიკის ენები“ ამ ტერმინში ბანტუს ენები გააერთიანა მასთან ახლოს მყოფ სხვა ენებთან. ბანტოიდური ენები დღემდე ამ განმარტებით გამოიყენება. ბანტოიდური ენები არ ქმნიან კოგერენტულ ჯგუფს.[1]
ბანტოიდური | |
გავრცელებულია | სუბსაჰარული აფრიკა |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ნიგერ-კონგოს ენები
|
რუკა | |
ბანტოიდური ენები |
ბანტოიდური ენების სამხრეთულ და ჩრდილოეთურად დაყოფის შეთავაზება მოხდა 1989 წელს ვილიამსონის მიერ. ამ წინადადების მიხედვით მამბილოიდური, დაკოიდური, ხოლო მოგვიანებით ტიკარული ენები დაჯგუფდა როგორც ჩრდილოეთ ბანტოიდური. ყველა სხვა დანარჩენი ბანტოიდური ენა გაერთიანდა სამხრეთულ ჯგუფში. აღნიშნული კლასიფიკაცია Ethnologue-ს მიერაც გამოიყენება.
სამხრეთ-ბანტოიდური ჯგუფის არსებობა საყოველთაოდ აღიარებულია, თუმცა ჩრდილოეთ ბანტოიდური ჯგუფის სისწორე დავის საგანს წარმოადგენს. დაკოიდური ენები ხანდახან საერთოდ ბანტოიდური ჯგუფის გარეთ განიხილება.
ლიტერატურა
რედაქტირება- Blench, Roger [1987] 'A new classification of Bantoid languages.' Unpublished paper presented at 17th Colloquium on African Languages and Linguistics, Leiden.
- Williamson, Kay (1989) 'Niger–Congo Overview'. In: The Niger–Congo languages, ed. by John Bendor-Samuel, 3–45. University Press of America.
- Williamson, Kay & Blench, Roger (2000) 'Niger–Congo', in Heine, Bernd and Nurse, Derek (eds) African Languages – An Introduction. Cambridge: Cambridge University press, pp. 11–42.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Kirill Babaev, Reconstructing Bantoid Pronouns დაარქივებული 2011-08-10 საიტზე Wayback Machine.
- Journal of West African Languages: Bantoid languages დაარქივებული 2012-03-02 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Roger Blench. Niger-Congo: an alternative view. Rogerblench.info. ციტირების თარიღი: 2013-10-16.