ვენესუელელები — მრავალეთნიკური ერი, რომელიც ცხოვრობს სამხრეთ ამერიკაში, ვენესუელის ტერიტორიაზე. ვენესუელელების უმეტესობა არის კათოლიკე და საუბრობს ესპანურად. ისინი წარმოადგენენ ევროპელების, აფრიკელებისა და ინდიელების ნარევს.

ვენესუელელები
საერთო მოსახლეობა
±30,000,000
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
ვენესუელის დროშა ვენესუელა 27 800 000
დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 220,000[1]
ესპანეთის დროშა ესპანეთი 150,000
კოლუმბიის დროშა კოლუმბია 100,000
კანადის დროშა კანადა 8,035[2]
გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო 2000
ენები ესპანური და ადგილობრივი ენები
რელიგიები ძირითადად კათოლიციზმი, ასევე სხვა მცირე რელიგიური ჯგუფები. მკვიდრი მოსახლეობა ძირითადად არის ანიმიზმის მიმდევარი

დემოგრაფია რედაქტირება

2006 წელს დაახლოებით 28 მილიონი ადამიანით ვენესუელა წარმოადგენს მოსახლეობის რაოდენობით მეექვსე ქვეყანას ლათინურ ამერიკაში,[3] ბრაზილიის, მექსიკის, არგენტინის, კოლუმბიისა და პერუს შემდეგ.

მოსახლეობის 90%-ზე მეტი ცხოვრობს ურბანულ ტერიტორიებზე, რაც მსოფლიოში საშუალო მაჩვევნებელზე ბევრით მეტია. წიგნიერების მაჩვენებელი შეადგენს 98%-ს რაც ასევე დიდია მსოფლიო მასშტაბით, ხოლო მოსახლეობის ზრდის კოეფიციენტი მსოფლიო საშუალო მაჩვენებელზე ოდნავ დიდია. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი შეადგენს ახალგაზრდობას, 30% არის 14 წლამდე და მხოლოდ 4% არის 65 წელს გადაცილებული.

სქოლიო რედაქტირება

  1. Detailed Tables – American FactFinder
  2. ¿ Cuántos venezolanos hay en Canadá y en Québec?
  3. Venezuela დაარქივებული 2009-05-13 საიტზე Wayback Machine. , The World Factbook, U.S. Central Intelligence Agency, updated 12 December 2006.